VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
საქართველო, თბილისი - 12:00 | 19.10.2024 ნანახია: 7905
აკუმულატორი ავტომობილის აგებულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომლის რესურსიც სეზონურად უნდა შემოწმდეს, რადგან ის დაბალი ტემპერატურის მიმართ ყველაზე სენსიტიურია. აკუმულატორში მიმდინარე ქიმიური პროცესების დახმარებით წარმოიქმნება ელექტრული მუხტი, რომელიც ძრავის ამძრავს ანიჭებს ენერგიას ასამუშავებლად. ზამთარში ავტომობილი აკუმულატორის მეტ რესურსს მოიხმარს, ძრავის დაქოქვას უფრო დიდი ენერგია სჭირდება, შესაბამისად, აკუმულატორის რესურსის შემოწმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცივი ამინდების მოახლოებისას.
„თეგეტა მოტორსი“ გთავაზობთ VARTA-ს უმაღლესი ხარისხის გერმანული წარმოების აკუმულატორების ფართო არჩევანს. ის იდეალური არჩევანია იმ მძღოლებისთვის, რომლებიც ეძებენ საიმედო, ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორს. მაღალი ხარისხი და ინოვაციური ტექნოლოგიები უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სტაბილურ და ხანგრძლივ ელექტრომომარაგებას. VARTA-ს აკუმულატორები, სხვა მახასიათებლებთან ერთად, რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას აერთიანებს:
ხანგრძლივი სამუშაო რესურსი და გამძლეობა
VARTA აკუმულატორების მწარმოებელი ერთ-ერთი უძველესი გერმანული ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხითა და გამძლეობით გამოირჩევა და ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს, რომლებიც აკუმულატორების წარმოებაშია მიღებული. VARTA-ს აკუმულატორების დამზადების ტექნოლოგია უზრუნველყოფს მის მდგრადობასა და სტაბილურ მუშაობას რთული სამუშაო პირობების დროსაც კი.
დამზადების ტექნოლოგია
თანამედროვე მსოფლიოში საკმაოდ მრავლადაა ისეთი ავტომობილები, რომლებსაც “Start-Stop” სისტემა აქვთ. აღნიშნული სისტემის მქონე ავტომობილებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი აკუმულატორის შერჩევა, რომელიც გამოირჩევა უმაღლესი ენერგოეფექტურობითა და სწრაფი დამუხტვით. სწორედ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს აკუმულატორების AGM (Absorben Glass Mat) და EFB (Enhanced Flooded Battery) ტექნოლოგია. VARTA-ს პროდუქტები კი ამ მოწინავე ტექნოლოგიას აქტიურად და წარმატებით იყენებს.
საიმედოობა კლიმატური ცვლილებების დროს
VARTA-ს ბრენდს აკუმულატორების წარმოების 130-წლიანი გამოცდილება აქვს. მწარმოებელი პროდუქციის დამზადებისას იყენებს ინოვაციურ ტექნოლოგიებს. შესაბამისად, VARTA-ს აკუმულატორები გამძლეობით გამოირჩევა სხვადასხვა კლიმატურ გარემოში. ისინი ეფექტურად მუშაობს როგორც ძალიან ცივ, ისე ცხელ ამინდში, რაც მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნებისათვის, სადაც კლიმატი სეზონურად მკვეთრად იცვლება. ახლა კი სწორედ ის დროა, როცა ჰაერის ტემპერატურა საგრძნობლად ეცემა და ავტომობილის აკუმულატორიც ერთგვარ გამოცდას გადის მსგავს პირობებში. ხარისხიანი აკუმულატორი გვაძლევს იმის გარანტიას, რომ სეზონებისა და ტემპერატურის ცვლილებას აკუმულატორის პრობლემის გარეშე შევხვდებით.
ეკოლოგია, ენერგოეფექტურობა და ასორტიმენტის მრავალფეროვნება
VARTA-ს აკუმულატორები გამორჩეულია იმითაც, რომ არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. მათი სტრუქტურა უზრუნველყოფს ენერგიის ნაკლებ დანახარჯს და მაქსიმალურ ეფექტურობას. VARTA-ს მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს გარემოზე ზრუნვას. სწორედ ამიტომ მათი აკუმულატორების 99% გადამუშავებადია, რაც ამცირებს მავნე ნარჩენების რაოდენობას.
VARTA-ს აკუმულატორები შემუშავებულია სპეციალურად სხვადასხვა ტიპის ავტომობილისა და მოდელისთვის. საშუალო და მაღალი დატვირთვის მქონე ავტომობილებისთვის შემუშავებულია Varta Blue Dynamic მოდელის აკუმულატორები. Varta Silver Dynamic სერიის აკუმულატორები კი მაღალი წარმადობით გამოირჩევა. აღნიშნული მოდელები სპეციალურადაა შექმნილი შედარებით მძლავრი ძრავებისა და დიდი რაოდენობის ელექტრომოწყობილობების მქონე ავტომობილებისათვის, ხოლო რაც შეეხება ჰიბრიდულ, ელექტრულ და Start-Stop სისტემით აღჭურვილ ავტომობილებს, მათთვის სპეციალურად შემუშავებულია Varta AGM xEV სისტემის აკუმულატორები.
შეგახსენებთ, რომ VARTA-ს აკუმულატორების შეძენა შეგიძლიათ „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ან ონლაინ შოპზე. „თეგეტა მოტორსში“ მიმდინარე თვის ბოლომდე VARTA-ს უმაღლესი ხარისხის აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- მინდა ცეცხლის სწრაფი შეწყვეტა მოხდეს, მაგრამ თუ დღეს ესარ მოხდება, ბედნიერი. არ ვიქნები - დონალდ ტრამპი
- სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება დიდი ნაბიჯია, თუმცა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა და კეთილდღეობა საფრთხეშია, თუ ჩინეთი საქართველოზე დომინირებას გააგრძელებს - ჯო უილსონი
- ომში ვართ ავტორიტარულ რეჟიმთან, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, ამ ომში ან საკუთარი დღის წესრიგი მოახვიოს სხვებს თავს ან წინააღმდეგობის ველი მოისუფთაოს და ასე იქცეს რეჟიმის ერთადერთ ალტერნატივად - ვახუშტი მენაბდე
- მინდა ვკითხო არალეგიტიმურ ხელისუფლებას, ევროკავშირი დაიწყებს მსჯელობას, როგორ შესრულდა პირობები, რა გაკეთდა, რა გაქვთ სთქმელი? - სალომე სამადაშვილი
საზოგადოება
- „თეგეტა მოტორსი“ გარემოსთვის - დაბა ბაკურიანი საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმენდილია
- PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა
- „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ზეთისა და აკუმულატორის შეცვლა 20 წუთშია შესაძლებელი
- ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე - „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
სამართალი
- პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
- კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- ანდრო ჭიჭინაძის და კიდევ 10 პირის საქმის მთავარი გამომძიებლის განცხადებით, ბრალდებულების პირდაპირი კავშირი დანაშაულის ორგანიზატორებთან დადგენილი არ არის
- ხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ასტრახანის ოლქში მდებარე პორტში დაბომბა გემი, რომელიც ირანული დრონების ნაწილებითა და საბრძოლო მასალით იყო დატვირთული
- დონალდ ტრამპმა ევროპელ და უკრაინელ ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ მზადაა, გარკვეული პირობებით, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცეს - Politico
- რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნაზე უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა
- დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინისგან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება