"ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
საქართველო, თბილისი - 12:43 | 18.10.2024 ნანახია: 9620
VOLVO-ს საერთაშორისო კონკურსში Vista Competition 2024-ში "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსმა გიორგი ბეგიაშვილმა პირველი ადგილი დაიკავა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. დიაგნოსტირება და პრობლემის უმოკლეს დროში აღმოფხვრა - ეს იყო დავალება, რომელსაც მექანიკოსმა საქართველოდან თავი წარმატებით გაართვა.
გიორგისთან ერთად, გუნდში "ვოლვო ქარ აზერბაიჯანის" მექანიკოსი რაუფ ხალილოვი იყო. ჯგუფს კოორდინაციას უწევდა "ვოლვო კავკასიის" წარმომადგენელი სანდრო დოინიცინი.
Vista Competition-ს "ვოლვო ქარსი" ორ წელიწადში ერთხელ მართავს და მასში მონაწილეობისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით იწვევს მექანიკოსებს. კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებს.

გიორგი ბეგიაშვილი, "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი: "ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია ასეთ მნიშვნელოვან კონკურსში გამარჯვება. ეს ჯილდო ჩემი მიზანი იყო და მიხარია, რომ ამას მივაღწიე და ჩემი შრომა, ცოდნა კიდევ უფრო დაფასდა. თავად კონკურსი საკმაოდ მასშტაბურია და სიმულაციური დავალებაც რთული და კომპლექსური იყო. შესაბამისად, სიზუსტესა და დაკვირვებას მოითხოვდა. უნდა გვეპოვა პრობლემა, აღმოგვეჩინა ავტომობილის დაზიანებული უბნები. მხოლოდ ერთი ხარვეზის იდენტიფიცირება საკმარისი არ იყო, პრობლემა კომპლექსურად უნდა გაგვერკვია. დამატებით დაბრკოლებას ქმნიდა დრო, რომელიც მკაცრად იყო განსაზღვრული. სტრესის მიუხედავად, დავალებას თავი წარმატებით გავართვით. ეს გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სასიამოვნოა, რომ მაღალი კონკურენციის პირობებშიც შევძელით, საუკეთესო შედეგი გვეჩვენებინა".
Vista Competition-ის პირველი, შესარჩევი ეტაპი, ონლაინ ჩატარდა და სხვადასხვა რეგიონიდან საუკეთესო გუნდები შეირჩა. მეორე ეტაპზე, რომელიც დუბაიში გაიმართა, რეგიონის (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა) 30 ქვეყნიდან 18 გუნდი მონაწილეობდა, საიდანაც ფინალში მხოლოდ ოთხი საუკეთესო გუნდი გავიდა.
ფინალურ ეტაპზე გადასვლამდე გუნდებს სხვადასხვა სირთულის თეორიული და პრაქტიკული დავალების შესრულება მოუხდათ. თეორიული ნაწილი მოიცავდა იმ მასალას, რომელიც მექანიკოსებს პროფესიულ ტრენინგებზე ჰქონდათ გავლილი. რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს, კონკურსის მონაწილეებს სიმულაციური ამოცანა უნდა ამოეხსნათ. გიორგი ბეგიაშვილის გუნდმა ორივე ნაწილში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
გიორგი ბეგიაშვილს გამარჯვება თბილისში, "ვოლვო ქარ საქართველოს" ოფისში მიულოცეს და სიმბოლური საჩუქარიც გადასცეს. „თეგეტას“ მენეჯმენტის გუნდმა მას მიღწეული შედეგისთვის მადლობა გადაუხადა.

გაგა კოხრეიძე, "თეგეტა ჰოლდინგის" მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცრის მოადგილე: "ვოლვოს" კონკურსის პრიზიორობა უკვე ნიშნავს საერთაშორისო აღიარებას და იმას, რომ "ვოლვო ქარ საქართველოს" პროფესიონალი და მაღალ დონეზე მომზადებული მექანიკოსები ჰყავს. Vista Competition აჯილდოებს მექანიკოსებს, რომლებსაც მოკლე დროში შეუძლიათ პრობლემის აღმოჩენა, სწორი დიაგნოზის დასმა და დაზიანების მოკლე დროში აღმოფხვრა. ასეთ მნიშვნელოვან კონკურსში ჩვენი გუნდის წევრის გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ შვედურ ბრენდს საქართველოსა და რეგიონში ჩვენი სახით ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ჰყავს".
Vista Competition-ის ბოლო ეტაპი ტექნიკოსების გლობალური კონკურსი იქნება, რომელიც შვედეთში 2025 წელს გაიმართება და ერთმანეთს სხვადასხვა რეგიონიდან გამარჯვებული გუნდები შეხვდებიან. გიორგი ბეგიაშვილი ფინალური ეტაპისთვის აქტიურად ემზადება და დარწმუნებულია, რომ წარმატებას ისევ მიაღწევს, რადგან დუბაიში მოპოვებულმა გამარჯვებამ მას დიდი მოტივაცია მისცა.
"თეგეტა ჰოლდინგის" ერთ-ერთ მიმართულებაში, "თეგეტა ქარსში" შემავალი კომპანია "ვოლვო ქარ კავკასია" 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და შვედური ბრენდის "ვოლვოს" ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
"ვოლვო ქარ კავკასია" მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელის ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც "ვოლვო ქარ კავკასია" უზრუნველყოფს.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















