დარწმუნებული ვართ, რომ სულ რაღაც 11 დღეში საქართველოს ახალი კოალიციური ხელისუფლება ეყოლება, რომელიც აქტიურად გააგრძელებს გზას საქართველოს ევროპული მომავლისაკენ - ლევან სანიკიძე
საქართველო, თბილისი - 12:08 | 15.10.2024 ნანახია: 1416
დარწმუნებული ვართ, რომ 26 ოქტომბერს, საქართველოს ახალი კოალიციური ხელისუფლება ეყოლება, რომელიც აქტიურად გააგრძელებს გზას საქართველოს ევროპული მომავლისაკენ, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ ჯოზეფ ბორელის განცხადებასთან დაკავშირებით თქვა.
სანიკიძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ქვეყანა დაშორდა დასავლურ სამყაროს, ყველა გამოთქვამს იმედს, რომ საქართველო 26 ოქტომბერს ჩააბარებს დემოკრატიის ყველაზე მნიშვნელოვან ტესტს.
„ნამდვილად ეს არის მნიშვნელოვანი განცხადება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა მიიღო უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ბუნებრივია ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აქვთ სერიოზული გულისწყვეტა, მათ შორის საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე. ჩვენი ქვეყანა დაშორდა დასავლურ სამყაროს და აირჩია საერთაშორისო იზოლაციის გზა, მაგრამ ყველა გამოთქვამს იმედს, რომ საქართველო ჩააბარებს დემოკრატიის ყველაზე მნიშვნელოვან ტესტს. საქართველოში უნდა ჩატარდეს დემოკრატიულ და თავისუფალ პირობებში არჩევნები, სადაც ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 26 ოქტომბერს, სულ რაღაც 11 დღეში საქართველოს ახალი კოალიციური ხელისუფლება ეყოლება, რომელიც აქტიურად გააგრძელებს გზას საქართველოს ევროპული მომავლისაკენ.“- განაცხადა ლევან სანიკიძემ.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა: "საქართველოში უარესი სურათია. მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ ხრის. სწორედ ამიტომ არის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებული. თქვენ იცით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ევროპული დაფინანსების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. დაველოდოთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც გადამწყვეტი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისა და მისი ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის“.
პოლიტიკა
- უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც შემდეგ, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ - ირაკლი კობახიძე
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და ძვირადღირებული ტექნიკა მოიპარა
- სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავა
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















