სრულად ელექტრო და უფრო დახვეწილი - Porsche Macan-ის შთამბეჭდავი პრეზენტაცია ინდუსტრიულ სივრცეში
საქართველო, თბილისი - 19:19 | 07.10.2024 ნანახია: 4069
- გერმანული პრემიუმ კლასის პირველი ელექტრო SUV „პორშე ცენტრი თბილისის“ შოურუმში უკვე ხელმისაწვდომია.
- საერთაშორისო პრემიერის შემდეგ ელექტრიფიცირებული Porsche Macan-ის მსოფლიო გაყიდვები ერთდროულად დაიწყო.
სრულიად განსხვავებული შესაძლებლობებით, თუმცა Porsche-ს ელეგანტური სტილითა და დიზაინით გამორჩეული ელექტრომოდელი Porshce Macan-ი საქართველოშია. გერმანული ავტოგიგანტის პირველი SUV ქართველ მომხმარებელს „პორშე ცენტრი თბილისმა“ ისტორიულ სივრცეში წარუდგინა. კომპანიამ სტუმრებს ავანგარდული არქიტექტურით გამორჩეულ, ცნობილ, ძველი ქართული კინოსტუდიის ტერიტორიაზე უმასპინძლა.
ახალი Macan-ი 639 ცხენის ძალამდე სიმძლავრით გზებსა და უგზოობაზე განსაკუთრებული ელექტროპერფორმანსით გამოირჩევა. Taycan-ის შემდეგ ეს Porsche-ს მეორე ელექტრიფიცირებული ავტომობილია. ერთდროულად თანამედროვე და კლასიკური Macan-ი Porsche-ს 2024 წლის მთავარი სიახლეა. თბილისურ პრემიერაზე პრეზენტაციას „თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი ნიკა კოხოძე და „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი პეტრე წაქაძე უძღვებოდნენ.
პეტრე წაქაძე, მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „ახალი სრულად ელექტრო Porsche Macan-ი წლის მთავარი მოვლენაა Porsche-სთვის და ცხადია, „პორშე ცენტრი თბილისისთვის“. ამჯერადაც ფეხდაფეხ მივყვებით Porsche-ს სიახლეებს და მოხარულები ვართ, რომ მსოფლიო პრემიერის შემდეგ შესაძლებლობა გვაქვს, ელექტრიფიცირებული Macan-ი ჩვენს მომხმარებელსა და პარტნიორებს წარვუდგინოთ. ეს არის Porsche-ს პირველი ელექტრო SUV, რომელიც ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს. განახლებული და უფრო დახვეწილია დიზაინი როგორც ექსტერიერში, ისე ინტერიერში. ბუნებრივია, რადიკალურად შეცვლილია ძრავა, თუმცა უცვლელია Porsche-ს მართვის უნიკალური დინამიკა. ახალი Macan-ი გამოირჩევა სპორტქარისათვის დამახასიათებელი მართვადობით, შემცირებულია დამუხტვის დრო, დაფარვის მანძილი კი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 654 კილომეტრს შეადგენს. ეს კი, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ Porsche-ს ეს ეკომეგობრული მოდელი საუკეთესოა, როგორც ყოველდღიური გადაადგილებისთვის, ისე შორ მანძილზე სამოგზაუროდ.
საერთაშორისო გაყიდვები ერთდროულად იწყება, მათ შორის არის საქართველო, სადაც გერმანულ ბრენდს „პორშე ცენტრი თბილისი“ უკვე 13 წელია წარმოადგენს და რეგიონში Porsche-ს ჰაბად მიიჩნევა. აღსანიშნავია ისიც, რომ მომხმარებელი სულ უფრო აქტიურად ირჩევს ელექტრიფიცირებულ ავტომობილებს. ჩვენც ვაგრძელებთ ეკომეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაციას და არჩევანთან ერთად, შესაბამის ინფრასტრუქტურასაც ინტენსიურად ვაფართოებთ“.
ისტორია, თანამედროვეობა და მომავალი „პორშე ცენტრი თბილისმა“ ერთ სივრცეში გააერთიანა და პრეზენტაციისათვის ინდუსტრიული გარემო შეარჩია. კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ყველაზე დიდი პავილიონის 1300 M2 ტერიტორია საექსპოზიციო დარბაზად იქცა. მთავარი ექსპონატი ელექტრო Porsche Macan-ი იყო, რომელიც ორგანიზატორებმა შუქ-ჩრდილებისა და შოუს ელემენტებით დატვირთული პერფორმანსის ფონზე წარმოადგინეს. საგანგებოდ შერჩეული, დახვეწილი ლავანდისფერიც სიმბოლურად ახალი მოდელის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს, ელეგანტურ დიზაინს უსვამდა ხაზს.
700-მდე სტუმრისათვის ღონისძიებას მუსიკალურად, კლასიკური როიალისა და ელექტრონიკის თანხლებით, არტისტი kordz აფორმებდა. ცოცხალი შესრულებით წარდგა ასევე ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდი MokuMoku.
თამარ ხოსროშვილი, „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „Porsche Macan-ის პრეზენტაცია ამ განსაკუთრებული მოდელის კონცეფციის მიხედვით დაიგეგმა. ხედვა განვითარებასა და წინსვლაზეა დამყარებული, სადაც საფუძველი ბრენდის საწყისები და ურყევი ღირებულებებია. მთავარი საკომუნიკაციო მესიჯიც ასე განსაზღვრეს: Keep your essence - შეინარჩუნე შენი არსი. ჩვენი დღევანდელი პერფორმანსითაც გვინდოდა ეს იდეა გადმოგვეცა. შევარჩიეთ სივრცე, სადაც თითქოს თანამედროვეობა და კლასიკა ერთმანეთს ერწყმის. ისტორიული კინოსტუდიის ტერიტორიას, რომელიც ერთ დროს დედაქალაქის გამორჩეული ადგილი იყო, ღონისძიებისათვის იერსახე სრულიად შევუცვალეთ. საგანგებოდ შერჩეული ფერებითა და შოუს ელემენტებით შევეცადეთ, Porsche-ს ახალი მოდელის სტილი და ხასიათი წარმოგვეჩინა. იმედი გვაქვს, სათქმელი მომხმარებლამდეც ზუსტად მივიტანეთ და ახლა Porsche-ს მოყვარულებს „პორშე ცენტრი თბილისის“ შოურუმში დაველოდებით“.
ღონისძების მხარდამჭერები იყვნენ TBC დაზღვევა, TBC ლიზინგი, TBC კონცეპტი, „ალდაგის“ პერსონალური დაზღვევა Primo და Gastronome.
Porsche Macan Turbo - ტექნიკური მახასიათებლები
ახალი ელექტრო Macan-ის სიმძლავრე 639 ცხენის ძალამდეა. DC-დამუხტვის სიმძლავრე კი - 270 კილოვატამდე. შესაბამისი დამტენით ავტომობილის 10-დან 80 პროცენტამდე დამუხტვა დაახლოებით 21 წუთშია შესაძლებელი. სრული დატენის შემთხვევაში, ელექტრომობილს 613 კილომეტრის გავლის რესურსი აქვს WLTP-ის მიხედვით.
ახალი მაკანის ელექტროძრავები ენერგიას ავტომობილის ძირში განთავსებული ლითიუმ-იონური ელემენტებისგან იღებს. Porsche-ს ახალი პლატფორმის, Premium Platform Electric-ის (PPE) ცენტრალური ნაწილი 800-ვოლტიანი არქიტექტურის მქონე HV-ბატარეაა, რომელიც გერმანული ბრენდის სამოდელო რიგში პირველმა სწორედ ახალმა Macan-მა მიიღო.
Porsche Active Aerodynamics-ით, აქტიური და პასიური ელემენტებით, ასევე ჰაერის წინააღმდეგობის 0,25-იანი კოეფიციენტით ახალი „მაკანი“ ერთ-ერთი ყველაზე აეროდინამიკური SUV-ია, რაც დადებით გავლენას ახდენს როგორც ერთი დამუხტვით გასავლელ მანძილზე, ისე ენერგიის ხარჯზე.
ამასთან ერთად, ელექტრიფიკაციის შემდეგ Macan-ი უფრო მეტად ტევადია. საბარგულის მინიმალური მოცულობა კომპლექტაციების მიხედვით 540 ლიტრამდეა.
ინტერიერში კი Porsche-სთვის დამახასიათებელი გარემოა. თანამედროვე, ციფრული ეკრანების გარდა, ასევე განთავსებულია ჰაერის დამბერებისა და კლიმატკონტროლის სამართავი ელემენტები. კოკპიტსა და კარებზე LED განათების ხაზია ინტეგრირებული. ასევე ახალმა Macan-მა მაჩვენებლებისა და მომსახურების კონცეფციის უახლესი თაობა მიიღო - მაქსიმუმ 3 ეკრანით.
ზამთარში გამართული წარდგენის შემდეგ Porsche Macan-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთდროულად ჩაეშვა გაყიდვაში. მათ შორის არის საქართველო და „პორშე ცენტრი თბილისი“, რომელიც აღმაშენებლის ხეივნის №129-ში მომხმარებელს Destination Porsche კონცეფციით შექმნილ შოურუმში ელოდება.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ,,პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.
პოლიტიკა
- ყველა ის ადამიანი, რომელსაც ახლა აკავებენ, არის რუსული საოკუპაციო რეჟიმის ტყვე, რეჟიმი ასამართლებს ადამიანთა ყველაზე მშრომელ ნაწილს, რომელზეც დგას ამ ქვეყნის თავისუფლება - ანა წითლიძე
- სახელმწიფო გადატრიალება უცხოეთიდან რომ იყო დაგეგმილი, ხელის გულზე დევს, ადგილობრივმა რადიკალებმა თავიანთ ინსტრუქტორებს შეუქმნეს პირობები, რომ ორგანიზატორებმა აირიდონ პასუხისმგებლობა - შალვა პაპუაშვილი
- ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
- იმედია, მურთაზი, სხვა დაკავებულები, მხოლოდ მინიშნებებით არ შემოიფარგლებიან, რუსეთს და რუსული ტიპის დიქტატურას როდესაც ებრძვი, ნახევარი სიმართლით ვერ დაამარცხებ - თინა ბოკუჩავა
საზოგადოება
- წიგნი ეკოცნობიერების ამაღლებისთვის - „თეგეტასა“ და „მწვანე პოლუსის“ კოლაბორაცია
- AgriPreneur Sprint - „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ „კავკასიის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით პრეაქსელერაციის პროგრამას იწყებს
- ბუნება და კომფორტი ერთად - „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ თანამედროვე საპიკნიკე ზონები მოეწყო
- „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მხარდაჭერით ანსამბლ „ჰერიოს“ 15 წლის საიუბილეო კონცერტი გაიმართება
სამართალი
- ია დარახველიძემ საპატიმრო დატოვა
- სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 13 პირს წარედგინა ბრალი
- გლდანის ციხის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს
- პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვისა და გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მსოფლიო
- დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინისთვის Tomahawk-ების მიწოდებაზე ისაუბრეს - Axios
- ღაზის სამშვიდობო შეთანხმების პირველი ფაზის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვანი გარღვევაა, ყველაფერს გავაკეთებთ მის განხორციელებლად - კაია კალასი
- სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ხელი მოაწერეს სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას, ყველა მძევალი ძალიან მალე გათავისუფლდება და ისრაელი თავის ჯარებს შეთანხმებულ ხაზზე გაიყვანს - დონალდ ტრამპი
- ევროპარლამენტმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებულ მექანიზმს მხარი დაუჭირა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება