"თეგეტამ" ამიერკავკასიაში სპეციალური დანიშნულებისა და სატვირთო ტექნიკის პირველ მასშტაბურ გამოფენას უმასპინძლა
საქართველო, თბილისი - 14:19 | 01.10.2024 ნანახია: 4238
თეგეტა ჰოლდინგმა“ სპეციალური დანიშნულებისა და სატვირთო ტექნიკა წარადგინა. ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური გამოფენა „თეგეტას“ წეროვანის ავტოპარკში გაიმართა. მომხმარებელს საშუალება ჰქონდა, დაეთვალიერებინა გერმანული, ამერიკული, იტალიური, ინგლისური და სხვა ქვეყნებში წარმოებული ისეთი ბრენდების ტექნიკა, როგორებიცაა: JCB, MAN, Renault, Fendt, Valtra, Goldoni, Zetor, Liebherr, XCMG, Temsa, HELI, Clark, Cummins, Bomag, Zoomlion
ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეგოთ თუ რა ტიპის ტექნიკასა და სერვისს სთავაზობენ „თეგეტას“ შვილობილი კომპანიები. ღონისძიებას 250-მდე სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყვნენ როგორც ქართული, ისე კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების კომპანიების წარმომადგენლები, „თეგეტას“ კორპორაციული მომხმარებლები და პოტენციური პარტნიორები.
გიორგი ბერიძე, სპეციალური ტექნიკის მიმართულების ხელმძღვანელი: „ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ პრემიუმ ხარისხის ბრენდებს, ისეთებს, როგორიცაა ინგლისური JCB, რომელიც მსოფლიო ლიდერია ექსკავატორ დამტვირთველებისა და ტელესკოპური დამტვირთველების გაყიდვების მიმართულებით, გერმანული Liebherr-ი, რომელიც აწარმოებს დიდი ტონაჟობის ექსკავატორებს, დამტვირთველებსა და ბულდოზერებს, რაც განსაკუთრებით სამთო მრეწველობის სფეროში გამოიყენება. საგზაო ტექნიკის მწარმოებელი ლიდერი ბრენდები Ammann და Bomag. გარდა ამისა, „თეგეტა“ არის სასაწყობე დამტვირთველების მწარმოებელი ამერიკული ბრენდის, Clark-ის დილერი, რომელიც ასევე წარმოდგენილი იყო გამოფენაზე.
ღონისძიებაზე ასევე შესაძლებელი იყო „თეგეტა აგრის“ ტექნიკის ნახვაც, მათ შორის Fendt-ის, ფინური Valtra-ს, ჩეხური Zetor-ის და იტალიური Goldoni-ის. სტუმრებს Cummins-ის პრემიუმ გენერატორებისა და XCMG-ის ახალი პროდუქტების დათვალიერების საშუალებაც ჰქონდათ.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „თეგეტა აგრი“ რეგიონში აგრო სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ფერმერებს ვაძლევთ შესაძლებლობას ისარგებლონ პრემიუმ ბრენდების ტექნიკით რაც მათ საქმიანობას კიდევ უფრო პროდუქტიულს გახდის“.

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, პრემიუმ ხარისხის ტექნიკაზე უპრეცედენტო ფასდაკლებებითა და ექსკლუზიური შეთავაზებებით ესარგებლათ, მათ შორის MAN-ის თვითმცლელებსა და გამწევებზე, JCB-ის, Liebherr-ისა და სხვა ბრენდების ტექნიკაზე.
სპეციალური დანიშნულებისა და სატვირთო ტექნიკის გამოფენა იყო პრეცედენტი იმისა, რომ მომხმარებელს საშუალება მიეცა, ერთ სივრცეში დაეთვალიერებინა სამშენებლო, აგრო, საგზაო და ინდუსტრიული ტექნიკა.
ბექა ბერიძე, სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე თითქმის ორი ათწლეულია ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოში. არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ჩვენი სახით მომხმარებელს სანდო პარტნიორი ჰყავს. Tegeta Truck & Bus არ არის მხოლოდ კომერციული და სპეცტექნიკის რეალიზებაზე ორიენტირებული კომპანია. ჩვენი პრიორიტეტია, რომ მომხმარებელს შემდგომი მომსახურებაც შევთავაზოთ, რათა მათი ბიზნესსაჭიროებები მაქსიმალურად და ზედმიწევნით ხარისხიანად იყოს დაკმაყოფილებული. ვზრუნავთ მომხმარებლების დროულ ინფორმირებაზეც. სწორედ ამ მიზნით დავგეგმეთ მასშტაბური ღონისძიება, რომელმაც მოგვცა საშუალება პარტნიორებისთვის ჩვენი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია გაგვეზიარებინა“.

სამშენებლო, საგზაო, ინდუსტრიული, ლოგისტიკური და აგრო ტექნიკის მსგავსი მასშტაბის გამოფენა არამხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიის რეგიონში, პირველად გაიმართა. „თეგეტა ჰოლდინგი“ გეგმავს, სპეცტექნიკის გამოფენა ყოველ წელს დააორგანიზოს.
გამოფენაზე სტუმრებს „თეგეტა ლიზინგის“ შესახებ პრეზენტაციაც წარუდგინეს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თეგეტაში შეიძინოს ტექნიკა და ამავე კომპანიაშიისარგებლოს განსაკუთრებული სალიზინგო პირობებით.
ღონისძიება „თეგეტას“ წეროვანის ავტოპარკში მოეწყო, რომელიც 2024 წლიდან ფუნქციონირებს და საქართველოში კომერციული და სპეცტექნიკის ყველაზე დიდი ავტოპარკია. ტერიტორიაზე სამშენებლო, ლოგისტიკური, ინდუსტრიული და აგროტექნიკის სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი.
სპეციალური დანიშნულებისა და სატვირთო ტექნიკის დათვალიერება დაინტერესებულ პირებს, წეროვნის ავტოპარკში ერთი კვირის განმავლობაში - 30 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ.
პოლიტიკა
- თუ ფიქრობთ, რომ სხვა რაღაცაა გასაკეთებელი, მოიფიქრეთ, ერთი თავი გაქვთ თქვენც და ერთი თავი გვაქვს ჩვენც, თუ მართლა რამე გინდათ, გადმოიწიეთ წინა რიგებში - ზურაბ ჯაფარიძე პოლიტიკოსებს
- მომდევნო რამდენიმე დღე გადამწყვეტია უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისთვის - 2026-2027 წლებში უკრაინის საჭიროებები 137 მილიარდ ევროს შეადგენს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- მე ამ განცხადებას დავარქმევდი პასუხისმგებლობის აღებას კრიმინალსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, რომელიც ხორციელდებოდა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ - კობახიძე ევროკავშირის საბჭოს ანგარიშზე
- 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციებთან დაკავშირებით პრობლემის სიმწვავე მოითხოვს არა მხოლოდ სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ, კონსტიტუციურ რეაგირებას - გიგა ფარულავა
საზოგადოება
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
- უახლესი Atlas Cool და Monjaro კიდევ უფრო ნაკლებ ფასად - „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევი დაიწყო
სამართალი
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
- ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა
მსოფლიო
- უკრაინამ კასპიის ზღვაში იარაღითა და ტექნიკით დატვირთულ ორ რუსულ გემს დაარტყა
- ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეული ლიდერის აქტივობაზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- კევინ სპეისს კვლავ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
- კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანია დაღუპული
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“ და ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით
- EBRD „თეგეტა ჰოლდინგს“ საავტომობილო სექტორის ტრანსფორმაციისთვის 25 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს
- „თეგეტა მოტორსის“ ექსპანსია ცენტრალურ აზიაში - Mobil-თან პარტნიორობით უზბეკეთში პირველი სერვისცენტრი გაიხსნა
- 25%-იანი ფასდაკლება საბურავებზე, აკუმულატორებსა და ანტიფრიზზე - „გადააგორე ზამთარი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















