„ვოლვო ქარ საქართველომ“ ახალი სრულად ელექტრო მოდელი - ვოლვო EX30 წარადგინა
საქართველო, თბილისი - 16:52 | 19.06.2024 ნანახია: 2673
კიდევ უფრო დახვეწილი დიზაინი და 100%-ით ეკომეგობრული -„ვოლვო ქარ საქართველომ“ ქართველი მომხმარებლისთვის ახალი, სრულად ელექტრო EX30 წარადგინა. შვედური ბრენდის ყველაზე კომპაქტური და ეკომეგობრული SUV-ის პრეზენტაცია კომპანიის შოურუმში გაიმართა და სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ახალ ელექტრომობილს პირველები გასცნობოდნენ, შეეფასებინათ მისი შესაძლებლობები და დიზაინის სიახლეები.
შვედური ბრენდის სხვა ავტომობილების მსგავსად, EX30 აღჭურვილია ვოლვოს უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით. მიუხედავად იმისა, რომ EX30 SUV კატეგორიაში ვოლვოს ყველაზე კომპაქტური ზომის ელექტრომობილია, მას საკმაოდ მოცულობითი სალონი აქვს. EX30 წარმოდგენილია როგორც ორი, ისე ოთხივე წამყვანი თვლით. ელექტრომობილს სრული დამუხტვით 500 კმ-მდე მანძილის დაფარვა შეუძლია, ხოლო აჩქარება 0-100 კმ-მდე 3.6 წმ-ს შეადგენს.
მაკა სახვაძე, „ვოლვო ქარ საქართველოს“ დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მომხმარებელს, პარტნიორებსა და ღონისძიების სტუმრებს ვოლვოს სრულიად ახალი და განსხვავებული ელექტრომოდელი წარვუდგინეთ. ვფიქრობ, EX30 ის გამოჩენა ბაზარზე ძალიან საინტერესო სიახლე იქნება ქართველი მომხმარებლისთვის. ახალი მოდელი დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა და რაც ყველაზე მთავარია, EX30 სრულად პასუხობს ვოლვოს მთავარ ღირებულებებს - გახლავთ 100%-ით ეკომეგობრული და მისი მთლიანი ინტერიერი გადამუშავებული მასალისგან არის შექმნილი, რაც, ვფიქრობ, კიდევ უფრო განსხვავებულსა და მიმზიდველს ხდის ავტომობილს ნებისმიერი მომხმარებლისთვის.
EX30 -ის მიმართ მოლოდინები საკმაოდ მაღალია. ავტომობილის გაყიდვა წინასწარი ჯავშნების საფუძველზე ვოლვოს ცენტრში უკვე დაწყებულია. დარწმუნებული ვარ, ეს მოდელი ძალიან მოთხოვნადი იქნება, რასაც მისი დიზაინი, უსაფრთხოება და მოწინავე ტექნოლოგიები განაპირობებს“.
EX30-ის პრეზენტაციას წინ უძღოდა ორიგინალური თიზინგკამპანია. ორი კვირის განმავლობაში თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე ვოლვოს თეთრი, სკანდინავიური მინიმალიზმით გამორჩეული ინსტალაციები იყო განთავსებული და საზოგადოებას საინტერესო სიახლეზე მიანიშნებდა. წარდგენის დღეს კი შოურუმში იდენტური ინსტალაცია სტუმრებისთვის საზეიმოდ გაიხსნა და ვოლვო EX30 პომპეზურად წარდგა სტუმრების წინაშე. პრეზენტაციის პარალელურად გაიხსნა ქალაქის სხვადასხვა უბანში დადგმული ინსტალაციებიც, რომლებშიც EX30-ის სხვადასხვა ფერის მოდელი იყო განთავსებული.
ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ მარკეტინგის მენეჯერი: „ვოლვოს ახალი მოდელის, EX30-ის წარდგენისთვის განსხვავებული გზა ავირჩიეთ, რადგან გვსურდა, როგორც ჩვენი სტუმრებისთვის, ისე თბილისის მცხოვრებლებისთვის საინტერესოდ შეგვეთავაზებინა ჩვენი სიახლე. სწორედ ამ იდეით შეიქმნა თიზინგკამპანია და ვფიქრობ, მას საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ვოლვოს გამორჩეული ინსტალაციები ჩვენი მომხმარებლებისთვის უცხო არ არის, თუმცა ამჯერად განსხვავებული ფორმა ავირჩიეთ, ვეცადეთ ის მუხტი რაც ახალი ავტომობილის წარდგენას ახლავს მაქსიმალურად გაგვემძაფრებინა და მომხმარებლებში დადებითი მოლოდინი შეგვექმნა. მთელი კამპანიის კულმინაცია კი პრეზენტაციის დღე იყო, როდესაც ჩვენს სტუმრებს ახალი მოდელი წარვუდგინეთ და დეტალურად გავაცანით მისი მახასიათებლები. აღსანიშნავია, რომ ვოლვოს ინსტალაციები ჩვენს შურუმში და ქალაქის ლოკაციებზე ერთდროულად გაიხსნა, ვფიქრობ ახალი ვოლვო EX 30 ძალიან საინტერესოდ წარდგა საზოგადოების წინაშე“.
„ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში გამართული პრეზენტაცია დეველოპერული კომპანია „სითიზენის“, ალდაგის პრემიუმ დაზღვევა „პრიმო“-სა და კომპანია GD Alco-ს მხარდაჭერით გაიმართა.
მოსახერხებელი ზომით, ჭკვიანი ტექნოლოგიითა და სხვადასხვა კონფიგურაციით Volvo EX30 შექმნილია მომხმარებელთა ფართო სპექტრისთვის. ელექტრომობილს აქვს ციფრული გასაღების ფუნქცია, რაც საკმაოდ მოსახერხებელს ხდის ავტომობილის სხვებთან გაზიარებას. ახალი მოდელისთვის შექმნილი აპლიკაცია მოიცავს ავტომობილთან დაკავშირებულ ყველა შესაბამის მომსახურებას, დაწყებული დამუხტვით, დამთავრებული სავსე ავტოსადგომზე მანქანის პოვნით. ახალი Volvo EX30 საკმაოდ კონკურენტული ღირებულებით შემოდის ქართულ ბაზარზე. მისი სარეალიზაციო ფასი 36 000 ევროდან იწყება.
--
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.
პოლიტიკა
- ყველა ის ადამიანი, რომელსაც ახლა აკავებენ, არის რუსული საოკუპაციო რეჟიმის ტყვე, რეჟიმი ასამართლებს ადამიანთა ყველაზე მშრომელ ნაწილს, რომელზეც დგას ამ ქვეყნის თავისუფლება - ანა წითლიძე
- სახელმწიფო გადატრიალება უცხოეთიდან რომ იყო დაგეგმილი, ხელის გულზე დევს, ადგილობრივმა რადიკალებმა თავიანთ ინსტრუქტორებს შეუქმნეს პირობები, რომ ორგანიზატორებმა აირიდონ პასუხისმგებლობა - შალვა პაპუაშვილი
- ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
- იმედია, მურთაზი, სხვა დაკავებულები, მხოლოდ მინიშნებებით არ შემოიფარგლებიან, რუსეთს და რუსული ტიპის დიქტატურას როდესაც ებრძვი, ნახევარი სიმართლით ვერ დაამარცხებ - თინა ბოკუჩავა
საზოგადოება
- წიგნი ეკოცნობიერების ამაღლებისთვის - „თეგეტასა“ და „მწვანე პოლუსის“ კოლაბორაცია
- AgriPreneur Sprint - „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ „კავკასიის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით პრეაქსელერაციის პროგრამას იწყებს
- ბუნება და კომფორტი ერთად - „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ თანამედროვე საპიკნიკე ზონები მოეწყო
- „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მხარდაჭერით ანსამბლ „ჰერიოს“ 15 წლის საიუბილეო კონცერტი გაიმართება
სამართალი
- ია დარახველიძემ საპატიმრო დატოვა
- სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 13 პირს წარედგინა ბრალი
- გლდანის ციხის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს
- პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვისა და გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მსოფლიო
- დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინისთვის Tomahawk-ების მიწოდებაზე ისაუბრეს - Axios
- ღაზის სამშვიდობო შეთანხმების პირველი ფაზის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვანი გარღვევაა, ყველაფერს გავაკეთებთ მის განხორციელებლად - კაია კალასი
- სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ხელი მოაწერეს სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას, ყველა მძევალი ძალიან მალე გათავისუფლდება და ისრაელი თავის ჯარებს შეთანხმებულ ხაზზე გაიყვანს - დონალდ ტრამპი
- ევროპარლამენტმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებულ მექანიზმს მხარი დაუჭირა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება