უნივერსიტეტის ქუჩაზე "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" განახლებული, კონცეპტუალური შოურუმი გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 13:49 | 13.02.2024 ნანახია: 2816
• "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" პირველი სადილეროა კავკასიის რეგიონში, სადაც მომსახურების ახალი კონცეფცია დაინერგა
• გაიზარდა სამუშაო პლატფორმების რაოდენობა სერვისში, რაც ერთდროულად მეტი ავტომობილის მომსახურების საშუალებას იძლევა
უნივერსიტეტის ქუჩის #6-ში „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ განახლებული შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა. ცვლილებები ახალი კონცეფციის დანერგვას ითვალისწინებს, რაც სრულად მომხმარებლის კომფორტსა და მოთხოვნებზე მორგებულ მომსახურებას გულისხმობს. განახლდა ინტერიერიც, რომელიც ტოიოტას საერთაშორისო გაიდლაინით მოეწყო.
თანამედროვე სტანდარტების საავტომობილო ცენტრის ტერიტორია 800 მ2-ია და, საექსპოზიციო სივრცესთან ერთად, სერვისცენტრსაც მოიცავს. კომპანია „გრავიტა“ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა.

გახსნის ცერემონიაზე ტოიოტა კავკასიის პრეზიდენტმა კოჯი მაცუნომ „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ Frontline For Tomorrow პროგრამის წარმატებით დანერგვისთვის სერტიფიკატი გადასცა. „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ იაპონური ბრენდის დილერისა და ავტორიზებული სერვისცენტრის ოფიციალური სტატუსი 2014 წელს მიიღო და მიმდინარე წელს დაარსების ათი წლის იუბილეს აღნიშნავს.

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ სტუმრებს ჩვენს მოდერნიზებულ შოურუმში ვმასპინძლობთ. ინოვაციების დანერგვა „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ უწყვეტი პროცესია. ვცდილობთ, ყველა ის სიახლე, რაც ავტოინდუსტრიაში ჩნდება, ჩვენს სამუშაო პრაქტიკაში მაქსიმალურად მოკლე დროში გადმოვიტანოთ. შედეგად, ტოიოტას პირველი წარმომადგენლები ვართ რეგიონის მასშტაბით, სადაც ახალი კონცეფციის შოურუმი გაიხსნა. განვაახლეთ ინტერიერი და დავამატეთ სამუშაო პლატფორმები სერვისში. მრავალფეროვანია სამოდელო რიგი, ფართოა პროდუქციის არჩევანიც - ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ავტომობილთან დაკავშირებული ყველა საჭიროება თუ სერვისი ერთ სივრცეშია თავმოყრილი.
გვსურს, რომ ჩვენს ცენტრში ვიზიტი და მომსახურების მიღება, ერთი მხრივ, მარტივი და კომფორტული და, ამასთანავე, სასიამოვნო იყოს. იაპონური კულტურის ნაწილია „ომოტენაში“, რაც განსაკუთრებულ მასპინძლობას გულისხმობს. გვინდა, ჩვენს ცენტრში ეს მიდგომა რეალობად ვაქციოთ“.
განახლებული შოურუმის გახსნის ღონისძიება თიბისი ლიზინგისა და თიბისი დაზღვევის, ასევე სადაზღვევო კომპანია ალდაგის პრემიუმ ბრენდი პრიმოს მხარდაჭერით გაიმართა. ოფიციალურ ცერემონიას, ბრენდის წარმომადგენლებთან ერთად, კომპანიის ბიზნესპარტნიორები, იაპონიის ელჩი საქართველოში, იშიძუკა ჰიდეკი და ბრენდის მომხმარებლები ესწრებოდნენ. ახალ სტანდარტებზე მორგებულ ცენტრში, ჯამში, 500-ამდე სტუმარი იყო მიწვეული. სტუმრებისათვის კომპოზიციები მუსიკოსებმა ბექა გოჩიაშვილმა და თემურ დიასამიძემ შეასრულეს.

საექსპოზიციო სივრცეში დამსწრე საზოგადოებას ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი Toyota C-HR-ის ახალი მოდელი წარუდგინეს. მეორე თაობის C-HR განახლებულია როგორც ვიზუალური ასევე ფუნქციონალური პარამეტრებით. ახალი მოდელი წარმოდგენილია მხოლოდ ჰიბრიდული ძრავით. სტანდარტულ 1.8 და 2.0 ძრავზე მომუშავე ორი წამყვანი თვლის მქონე მოდელებს, დაემატა 2.0 ძრავზე მომუშავე ოთხივე წამყვანი თვლის მქონე ავტომობილი. სიმძლავრეც შესაბამისად 140 და 198 ცხენის ძალაა. განახლებული მოდელი მაქსიმალურად ეკო-მეგობრულია, სავარძლები 100%-ით ვეგანური ტყავისგანაა დამზადებული.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ განახლებული კონცეფცია სრულად მომხმარებელზე ფოკუსირებას გულისხმობს, რაც არა ერთჯერად კონსულტაციას, არამედ პერსონალურ მრჩეველსა და ავტომობილის მფლობელს შორის გრძელვადიან თანამშრომლობას ნიშნავს.
იაპონური ბრენდის სტანდარტებზეა მორგებული შოურუმის ინტერიერი. დიზაინი მინიმალისტური და დახვეწილია. თეთრი ფერისა და ხის ფაქტურის კომბინაცია, განათების ორიგინალურ სისტემასთან ერთად, სივრცეს უფრო კომფორტულს ხდის.

შენობა საექსპოზიციო სივრცესა და საოფისე ნაწილს აერთიანებს. დარბაზში იაპონური ბრენდის ავტომობილებია წარმოდგენილი. იქვეა განთავსებული ციფრული მონიტორებიც, რომელთა დახმარებითაც მომხმარებელი მარტივად შეძლებს, სხვადასხვა პროდუქტსა თუ აქსესუარების ფართო არჩევანს გაეცნოს.
სიახლეა სერვისშიც, სადაც სამუშაო პლატფორმების რაოდენობა გაიზარდა. ტოიოტას ბრენდზე სპეციალიზებული მექანიკოსები მომხმარებელს ყველა საჭირო ტექნიკურ დახმარებას უწევენ. მათ შორის არის ელექტრობა, სავალი ნაწილებისა და ძრავის მიმართულება. მაღალკვალიფიციური, სერტიფიცირებული მექანიკოსები მომხმარებელს უახლესი, თანამედროვე ტექნიკითა და ხელსაწყოებით ემსახურებიან. ამასთან ერთად, უახლოეს მომავალში სწრაფი მომსახურებისათვის შესაბამისი სივრცის გამოყოფაც იგეგმება.
შოურუმის გარე ტერიტორიაზე კი მოწყობილია ავტოსადგომი, რომელიც 50-მდე მანქანას იტევს. ეზოში განთავსდა ელექტროდამტენებიც, სარგებლობა კი ნებისმიერი ბრენდის ავტომობილის მფლობელს შეუძლია.

განახლებული შოურუმის გახსნამდე განხორციელდა ორგანიზაციული ტრანსფორმაციაც. ახალი სისტემის საშუალებით შესაძლებელია ფრონტის თითოეული თანამშრომლის ცენტრალიზებული მართვა, საკვანძო პოზიციებს შორის კომუნიკაცია, ჩამოყალიბდა ახალი გუნდური მიდგომა, რაც, საბოლოოდ, მომსახურების პროცესს უფრო სწრაფსა და მოქნილს გახდის.
ახალ კონცეფციასა და შოურუმზე მუშაობა „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ გასულ წელს დაიწყო. დღეს კი ცენტრი მომხმარებელს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას განახლებულ სივრცეში სთავაზობს.
"თეგეტა ჰოლდინგის" ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















