სრულად ელექტრო Porsche Macan- ის მსოფლიო პრემიერა - "პორშეს" პირველი ელექტრო SUV ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
საქართველო, თბილისი - 19:48 | 25.01.2024 ნანახია: 2848
• Porsche Macan 4-ისა და Macan Turbo-ს მსოფლიო პრემიერა სინგაპურში გაიმართა
• PSM-ამძრავები 639 ცხენის ძალამდე სიმძლავრითა და 1130 ნიუტონმეტრით
• 100 კვ.სთ ელემენტები 613-მდე კილომეტრის გავლის რესურსით
"პორშემ" პირველი თაობის გამოშვებიდან 10 წლის შემდეგ ახალი, მეორე თაობის "მაკანი" წარმოადგინა, რომელიც სრულად ელექტრომობილია. ახალი მაკანი“ 639 ცხენის ძალამდე სიმძლავრით გზებსა და უგზოობაზე განსაკუთრებული ელექტროპერფორმანსით გამოირჩევა. ის ყოველდღიური მოხმარებისთვის საუკეთესო არჩევანია - სპორტქარისთვის დამახასიათებელი მართვადობა, სწრაფი დამუხტვა 270 კილოვატამდე და ერთი დამუხტვით 613 კილომეტრის გავლის რესურსი WLTP-ის მიხედვით.
პროგრესული დიზაინით, "პორშესთვის" დამახასიათებელი სპორტული შესაძლებლობებით და შორ გზებზე გადაადგილების ერთ-ერთი საუკეთესო რესურსით ახალი Macan 4 და Macan Turbo "პორშეს" მომხმარებლების მოთხოვნებს მაქსიმალურად დააკმაყოფილებენ.
ოლივერ ბლუმე, Porsche AG-ის გენერალური დირექტორი: "ჩვენ "მაკანი" სრულიად ახალ საფეხურზე ავიყვანეთ - არაჩვეულებრივი ელექტროპერფორმანსით, უახლესი ტექნიკითა და მძაფრი დიზაინით".
"პორშემ" ახალ "მაკანში" წინა და უკანა ღერძებზე განთავსებულ, უახლესი თაობის PSM-ელექტროძრავებზე გააკეთა აქცენტი. Launch Control-თან ერთად, ახალი Macan 4-ის სიმძლავრე 408 ცხენის ძალამდე ადის, ხოლო Macan Turbo-ს სიმძლავრე - 639 ცხენის ძალას აღწევს. მაქსიმალური მაბრუნი მომენტი პირველი ვერსიის შემთხვევაში 650 ნიუტონმეტრია, მეორეს კი 1130 ნმ აქვს. ეს ყველაფერი საუკეთესო სპორტული შესაძლებლობების გარანტიაა. Macan 4 ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 5,1 წამში ჩქარდება, Macan Turbo-ს კი ასეთი აჩქარებისთვის მხოლოდ და მხოლოდ 3,3 წამი სჭირდება. მაქსიმალური სისწრაფე პირველის შემთხვევაში 220 და, შესაბამისად, 260 კმ/სთ-ია.
"გვაქვს ამბიცია, რომ ახალი, სრულიად ელექტრო "მაკანის" სახით ამ სეგმენტში ყველაზე სპორტული მოდელი წარმოვადგინეთ", - ამბობს "მაკანის" წარმოების ხელმძღვანელი, იორგ კერნერი.
ახალი პრემიუმ პლატფორმა PPE 800-ვოლტიანი არქიტექტურით
ახალი მაკანის ელექტროძრავები ენერგიას ავტომობილის ძირში განთავსებული ლითიუმ-იონური ელემენტებისგან იღებს. მათი 100 კვ.სთ-იანი ტევადობიდან 95 ყოველთვის აქტიურად გამოიყენება. "პორშეს" ახალი პლატფორმის, Premium Platform Electric-ის (PPE) ცენტრალური ნაწილი 800-ვოლტიანი არქიტექტურის მქონე HV-ბატარეა გახლავთ, რომელიც "პორშეს" სამოდელო რიგში პირველმა სწორედ ახალმა "მაკანმა" მიიღო. ყველაზე მთავარი: DC-დამუხტვის სიმძლავრე 270 კილოვატამდეა. შესაბამისი დამტენით ავტომობილის 10-დან 80 პროცენტამდე დამუხტვა დაახლოებით 21 წუთშია შესაძლებელი. 400-ვოლტიან დამტენებზე შეერთებისას 800-ვოლტიანი ბატარეა ორ, 400-400-ვოლტიან, ნაწილად იყოფა, რაც შესაძლებელს ხდის განსაკუთრებით ეფექტიან დატენას დამატებითი HV-ბუსტერის გარეშე, 135 კილოვატამდე სიმძლავრით. სახლის ჩვეულებრივ როზეტში კი AC-დამუხტვის სიმძლავრე 11 კილოვატამდეა. მართვის დროს ახალ "მაკანს" რეკუპერაციის პრინციპით 240 კილოვატამდე ენერგიის უკუგამომუშავება შეუძლია. WLTP-ის მიხედვით, ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილის რესურსი Macan 4-ის შემთხვევაში დაახლოებით 613 კილომეტრია, Macan Turbo-ს კი 591-მდე კილომეტრის გავლა შეუძლია.
"მაკანის" ახალი მოდელები, გამძაფრებული პროპორციებითა და "პორშეს" დიზაინის დნმ-ით, სპორტული თვალსაზრისით დომინანტურად გამოიყურებიან.
მიხაელ მაუერი, Style Porsche-ს ხელმძღვანელი: "სრულიად ელექტრო "მაკანის" სახით ჩვენ წარმოვადგინეთ პირველი "პორშე", რომელიც ბაზარზე დამკვიდრებული მოდელის ელექტრიფიცირებული ვერსიაა. ახალი "მაკანი" ჩვენი ბრენდის იდენტობას ნათლად გამოხატავს. "პორშესთვის" დამახასიათებელი პროპორციები კიდევ უფრო დაიხვეწა და ელექტრომობილის გამოწვევებს ოპტიმალურად მოერგო. ამ ავტომობილის დიზაინი გვეუბნება: "მაკანის" ელექტრიფიცირებული ვერსიაც სეგმენტის სპორტქარია".
აქტიური და პასიური აეროდინამიკა მეტი რესურსისთვის
"პორშემ" ახალ "მაკანში" თავისი დიზაინის დნმ ელექტრომობილის რესურსისთვის მნიშვნელოვან აეროდინამიკას მაქსიმალურად შეუსაბამა. Porsche Active Aerodynamics-ით, აქტიური და პასიური ელემენტებით, ასევე ჰაერის წინააღმდეგობის 0,25-იანი კოეფიციენტით ახალი "მაკანი" ერთ-ერთი ყველაზე აეროდინამიკური SUV-ია, რაც პოზიტიურ გავლენას ახდენს როგორც ერთი დამუხტვით გასავლელ მანძილზე, ისე ენერგიის ხარჯზე.
ორი საბარგული და მეტი პრაქტიკულობა
ახალი "მაკანი" ყოველდღიურობაში მაღალი გამოყენებადობით, მაღალხარისხიანი კომპლექტაციითა და გაუმჯობესებული პრაქტიკულობით გამორჩეული სპორტული SUV-ია. ელექტრიფიკაციის შემდეგ "მაკანში" უფრო მეტად ტევადია. საბარგულის მინიმალური მოცულობა კომპლექტაციების მიხედვით 540 ლიტრამდეა. ამას ემატება ე.წ. Frunk-საბარგული, რომელიც 84-ლიტრიანია. წინა, პირველი თაობის "მაკანთან" შედარებით, ჯამში, 127 ლიტრით მეტ მოცულობას ვიღებთ. თუკი მეორე რიგის სავარძლების საზურგეებს გადაწევთ, საბარგულის მოცულობა 1348 ლიტრამდე იზრდება.
Driver Experience: მაღალი ხარისხი და მულტიმედია
ინტერიერში "პორშესთვის" დამახასიათებელი გარემოა. თანამედროვე, ციფრული ეკრანების გარდა, ინტერიერში ასევე გელოდებათ ჰაერის დამბერებისა და კლიმატკონტროლის სამართავი ელემენტები. კოკპიტსა და კარებზე LED განათების ხაზია ინტეგრირებული.
ახალმა "მაკანმა" მაჩვენებლებისა და მომსახურების კონცეფციის უახლესი თაობა მიიღო - მაქსიმუმ 3 ეკრანით. მათ შორისაა 12,6-დუიმიანი ხელსაწყოთა პანელი და 10,9-დუიმიანი ცენტრალური სენსორული ეკრანი. მომხმარებლებს ამიერიდან მძღოლის გვერდითაც ექნებათ 10,9-დუიმიანი ეკრანი დამატებითი ოფციის სახით, რომელზეც წინა მგზავრი გაეცნობა მნიშვნელოვან ინფორმაციებს ავტომობილთან დაკავშირებით, მას შესაძლებლობა ექნება უყუროს ფილმს ან ნებისმიერ ვიდეოს. Porsche Driver Experience-ში პირველად შედის Head-up-დისპლეიც.
პირველი "მაკანი" უკანა ბორბლების მოხვევით და 2-სარქვლიანი ამორტიზატორებით
იორგ კერნერი, "მაკანის" წარმოების ხელმძღვანელი: "პორშემ" ახალ "მაკანზე" მუშაობისას უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭა ბრენდისთვის დამახასიათებელ სვლის დინამიკას, მაღალ კომფორტს ყოველდღიურ ხმარებაში და "პორშესთვის" ტიპურ მოხვევას. სპორტული ჯდომის პოზიციით და სიმძიმის დაბალი ცენტრით, ასევე შთამბეჭდავი დინამიკურობითა და მოხვევის სიზუსტით ახალ "მაკანში" ნამდვილი სპორტული ავტომობილის შეგრძნებები გარანტირებული გაქვთ".
Macan 4-იცა და Macan Turbo-ც სრულამძრავიანი (4x4) ვერსიებია. ელექტრონულად მოქმედი Porsche Traction Management (ePTM) 5-ჯერ უფრო სწრაფად არეგულირებს სრული ამძრაობის ჩვეულებრივ სისტემას და 10 მილიწამში შეუძლია რეაგირება. სრული ამძრავის გადანაწილება სვლის შერჩეულ რეჟიმზეცაა დამოკიდებული. Porsche Torque Vectoring Plus (PTV Plus), ელექტრონულად მოქმედი ბლოკირება უკანა ღერძზე, Macan Turbo-სთვის დამატებით მოჭიდებას, სვლის სტაბილურობასა და დინამიკას უზრუნველყოფს.
პნევმატიკური დაკიდების მქონე მოდელები (სერიულია Turbo-ში) ამორტიზაციის ელექტრონული რეგულირებით აღიჭურვა, რომელსაც Porsche Active Suspension Management (PASM) ეწოდება. გარდა ამისა, "მაკანმა" პირველად მიიღო უკანა თვლების მოხვევის სისტემა (მაქსიმუმ 5-გრადუსიანი), რისი დამსახურებითაც მობრუნების რადიუსი 11,1 მეტრს შეადგენს, ხოლო მაღალ სისწრაფეებზე მართვისას ავტომობილის მდგრადობასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს.
2014 წლიდან "პორშემ" მთელი მსოფლიოს მასშტაბით 800 000-ზე მეტი "მაკანი" გაყიდა. ეს წარმატების ისტორიაა, რომელიც ახლა "პორშეს" ლაიფციგის ქარხანაში წარმოებულმა ელექტრულმა "მაკანმა" უნდა გააგრძელოს. პირველი მყიდველები ახალ მოდელებს წლის მეორე ნახევარში მიიღებენ.
პოლიტიკა
- აუცილებელი იყო "მეგობარი აქტზე" კომენტარის გაკეთება ელემენტარულად იმისთვის, რომ სიჩუმით რაღაც თავის დაკვრა არ გამოგვსვლოდა იმ უსამართლობაზე - გია ვოლსკი
- კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ დაიბარონ პოლიტიკოსები და ისინი არ მივიდნენ, რადგან არალეგიტიმურია კომისია, შემდეგ მიეცეთ საშუალება, დააჯარიმონ, თუ დაიჭირონ - სალომე ზურაბიშვილი
- ასეთი საკადრო ცვლილებები მხოლოდ ჩვენი რესურსების გაძლიერებას იწვევს, 64-ვე მუნიციპალიტეტში აუცილებლად მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს - ირაკლი კობახიძე
- სამარცხვინო, ჩანს ხელისუფლების სრული სასოწარკვეთილება - სალომე ზურაბიშვილი კობახიძის წერილზე
საზოგადოება
- უსაფრთხო ქუჩები ქვეითებისა და ველომომხმარებლებისთვის - „თეგეტა მოტორსი“ გაეროს უსაფრთხოების კვირეულის მხარდამჭერია
- „ქოლგა თბილისი ფოტო“ „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა
- როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
- მოემზადე უსაფრთხო მგზავრობისთვის - „თეგეტა მოტორსი“ გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეულს უერთდება
სამართალი
- გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით, ირაკლი პაპიაშვილს კი 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
- თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სააპელაციო სასამართლომაც უარი უთხრა
- მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს სახეში დაარტყა ხელი, ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია - გრიგოლ ბესელია
მსოფლიო
- ზელენსკი ერდოღანთან მოსალაპარაკებლად ანკარაში ჩავიდა
- მექსიკაში მერობის კანდიდატი, საარჩევნო კამპანიის დროს პირდაპირ ეთერში მოკლეს
- იმედი მაქვს, კრემლი ხვდება, რომ პრეზიდენტ ტრამპთან თამაში არ ღირს - ფინეთის პრეზიდენტი
- ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა, გაჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა, შეფერხებულია ფრენები
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- მოემზადე უსაფრთხო მგზავრობისთვის - „თეგეტა მოტორსის“ მაისის შეთავაზებები
- ერევანში Leasing Expo 2025 „თეგეტას“ პარტნიორი კომპანიის Premium Machinery Armenia-ს გენერალური სპონსორობით გაიმართა
- Service Clinic – „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი პროექტი ბათუმში
- „თეგეტამ“, „გალტ & თაგარტთან“ ექსკლუზიური პარტნიორობით, 10 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს