ამბიციური განაცხადი საავტომობილო ინდუსტრიაში - Volvo Cars 2030 წლისთვის ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას გეგმავს
საქართველო, თბილისი - 15:49 | 27.12.2023 ნანახია: 2717
- კომპანია აორმაგებს ძალისხმევას კლიმატის დაცვის მიმართულებით. მისი მიზანია, ნახშირბადის გამონაბოლქვი ერთ ავტომობილზე 75%-ით შეამციროს
- Volvo Cars გეგმავს ალუმინისა და ფოლადის გამოყენებას თითქმის ნულოვანი ემისიით
Volvo Cars 2030 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებასა და რეალიზაციას აანონსებს. ეს გადაწყვეტილება გამონაბოლქვის მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. შედეგად შვედური კომპანიის სრული სამოდელო რიგი ეკომეგობრული იქნება. ამ ამბიციური და კლიმატის დაცვის მიმართულებით აუცილებელი მიზნის მისაღწევად Volvo Cars სუფთა ტექნოლოგიების განვითარებას უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, თითქმის ნულოვანი ემისიის ალუმინის მოხმარებაზე გადასვლას დააჩქარებს.
პარალელურად, უსაფრთხოებითა და გარემოსადმი მაღალი პასუხისმგებლობით გამორჩეული კომპანია პირველია საავტომობილო ინდუსტრიაში, რომელიც ფოლადის შვედურ მწარმოებელთან, SSAB-თან, გაერთიანდა და უკვე მოიპოვა წვდომა თითქმის ნულოვანი ემისიის მქონე, მაღალი ხარისხის ფოლადის გადამუშავებულ ფურცლოვან ფოლადზე. მასალას Volvo Cars საავტომობილო წარმოების პროგრამაში 2026 წლისთვის გამოიყენებს.

Volvo Cars-ის საოპერაციო დირექტორი და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ხავიერ ვარელა ამბობს, რომ კომპანია მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს კლიმატის ცვლილების თავიდან აცილების პროცესში. ამ განაცხადს Volvo Cars კონკრეტული გეგმით ამყარებს და ემზადება 2030 წლისათვის, როდესაც კომპანია მხოლოდ ელექტრიფიცირებული ავტომობილების წარმოებაზე გადავა. Volvo Cars-ში აცხადებენ, რომ პროგრესი შთამბეჭდავია: მიმდინარე წლის დასაწყისში კომპანიამ წარადგინა სრულად ელექტრომოდელი EX30, რომელსაც ვოლვოს მიერ წარმოებულ ავტომანქანებს შორის ნახშირბადის ყველაზე დაბალი გამონაბოლქვი აქვს. გაყიდვების მაჩვენებელი კი ასე გამოიყურება: 2023 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში სრულად ელექტრომობილებმა Volvo Cars-ის ჯამური გაყიდვების 16 პროცენტი შეადგინა.
ამასთანავე, კომპანიამ უკვე შეწყვიტა ინვესტირება ახალი შიგაწვის ძრავების სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში, ხოლო 2024 წელი იქნება ბოლო თარიღი, როდესაც შვედური ავტომწარმოებელი დიზელის ძრავაზე მომუშავე მანქანას გამოუშვებს.
რაც შეეხება წარმოების პროცესს, მსოფლიო მასშტაბით Volvo Cars-ის ყველა ქარხანა 100%-ით კლიმატისთვის ნეიტრალურ, განახლებად ენერგიაზე მუშაობს.
იონას ოტერჰეიმი, Volvo Cars-ის კლიმატის ცვლილებების სამუშაო დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ის, რის გაკეთებასაც ჩვენ და ჩვენი სხვა თანამოაზრე კომპანიები ვცდილობთ, არის ტრანსფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება უკვე მოძველებული საწარმოო ინდუსტრიული პროცესების დეკარბონიზაციის მიზნით. ვიმედოვნებთ, შევძლებთ, ვაჩვენოთ, რომ ეს სასიცოცხლო ცვლილება არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ უკვე მიმდინარეობს“.
Volvo Cars-ის მიზანია, მიანიჭოს მომხმარებელს გადაადგილების თავისუფლება ინდივიდუალური, მდგრადი და უსაფრთხო გზით. ეს აისახება მის მისწრაფებაში - გახდეს სრულად ელექტრომობილების მწარმოებელი 2030 წლისთვის - და მის ვალდებულებაში - მუდმივად შეამციროს ნახშირბადის კვალი - და შედეგად, 2040 წლისთვის კლიმატის მიმართ ნეიტრალურ, უვნებელ კომპანიად მოგვევლინოს.
შვედურ ავტომწარმოებელს საქართველოსთან ერთად კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში „ვოლვო ქარ კავკასია“ წარმოადგენს. „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია 2019 წლიდან პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. საერთაშორისო ბაზარზე სხვა წარმომადგენლობებთან ერთად, „ვოლვო ქარ კავკასიაც“ სრულად მიჰყვება სკანდინავიური ბრენდის მიზნებსა და კონცეფციას. თბილისში არსებული მომსახურების ცენტრი პირველი ლოკაციაა კავკასიის რეგიონში, რომელიც VRE კონცეფციით შეიქმნა და იმ შოურუმების ანალოგია, რომლებიც ბრენდის სამშობლოში, შვედეთშია წარმოდგენილი. ახლად გახსნილი ცენტრის შენობის სახურავზე 693 პანელია დამონტაჟებული, რომლებიც ელექტროენერგიას მზის შუქზე გამოიმუშავებს. კომპანია მომხმარებელს Volvo Cars-ის სრულ სამოდელო რიგს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიითაც ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ კავკასია“ უზრუნველყოფს.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















