მითია, რომ ელექტრომობილით თბილისიდან ბათუმში ჩასვლას ვერ შეძლებთ
საქართველო, თბილისი - 14:41 | 25.12.2023 ნანახია: 2455
ქართულ საავტომობილო ბაზარზე პირველი ელექტრომობილი დაახლოებით 10 წლის წინ გამოჩნდა. ახალშექმნილი მანქანა მაშინ ჯერ კიდევ დაბალი გამავლობის იყო და მაქსიმუმ 150-200 კილომეტრის გავლა შეეძლო. თუმცა ტექნოლოგიებთან ერთად ელექტრომობილების წარმოებაც განვითარდა. მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლები დღეს ბაზარს სრულიად განახლებულ, მძლავრ ელექტრომობილებს სთავაზობენ. სულ უფრო იზრდება მანძილიც, რომელსაც ელექტრომობილი ერთი სრული დამუხტვით გადის.
ელექტრომობილებს, რომლებსაც მომხმარებელს „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ სთავაზობს, ერთი სრული დამუხტვით საშუალოდ 350-500 კილომეტრის გავლა შეუძლიათ. ეს მაჩვენებელი კი ამსხვრევს მითს, რომ თბილისიდან ბათუმში ელექტრომობილით ჩასვლა შეუძლებელია.
„ავტო გალერიმ“ ელექტრომობილებთან დაკავშირებული მითების შესახებ კამპანია დაიწყო, რომლის მიზანიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და არასწორი წარმოდგენების შეცვლაა.
ლევან თაღიაშვილი, „ავტო გალერის“ მარკეტინგის მენეჯერი: „ავტო გალერიში“ ჩავატარეთ ექსპერიმენტი: Volkswagen ID4-ის ელექტრომობილით თბილისიდან ბათუმის მიმართულებით გავემგზავრეთ. მგზავრობა შემოდგომაზე დავგეგმეთ, როდესაც, უამინდობის გამო, ელექტრომობილების გამავლობა უფრო ნაკლებია. ბათუმში შეუფერხებლად ჩავედით, მეტიც - ბატარეას კიდევ 8%-ის ენერგიის გამომუშავების შესაძლებლობა ჰქონდა. როგორც ამ პრაქტიკული გამოცდილებით, ისე თეორიული მაგალითებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ „ავტო გალერის“ შოურუმში განთავსებული ყველა ავტომობილი ბათუმამდე დაუბრკოლებლად ჩაგიყვანთ.
ელექტრომობილების მიმართულებას დაახლოებით სამი წელია ვავითარებთ. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ყველაზე მოთხოვნადი მოდელი სწორედ Walkswagen ID4 არის. ის თავისი კომპლექტაციით, გამავლობითა და ხარისხით გამორჩეულია. შოურუმში კიდევ 15-მდე ბრენდის ელექტრომობილი გვყავს, მათ შორის არის Tesla-ს, Honda-სა და Toyota-ს ელექტრომობილები. „ავტო გალერი“ მომხმარებელს მრავალფეროვანი არჩევანის საშუალებას აძლევს“.
ავტოტრანსპორტის ელექტრიფიკაცია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა. გაზრდილი მოთხოვნა ელექტრომობილების უნიკალური მახასიათებლებით აიხსნება: ის ეკომეგობრული ტრანსპორტია და არ აქვს არავითარი გამონაბოლქვი. აგრეთვე, მცირე რაოდენობით საჭიროებს ისეთ დამაბინძურებელ სითხეებს, როგორებიცაა ძრავის ზეთი და ძრავის გამაგრილებელი სითხე. თითქმის არ სჭირდება დრო და ფინანსები სერვისსა და ტექნიკურ მომსახურებაზე. ელექტრომობილები ნაკლებად ხმაურიანია და უფრო კომფორტული დაძვრისა და აქსელერაციის საშუალებას იძლევა.
ლევან თაღიაშვილი, „ავტო გალერის“ მარკეტინგის მენეჯერი: „თბილისში ყოველდღიური მოხმარებისას ავტომობილის დამუხტვა საშუალოდ კვირაში ერთხელ არის საჭირო. ეს კი პრობლემა აღარ არის. საქართველოში, განსაკუთრებით კი დედაქალაქში, ელექტროობილის დამტენები ბევრ ლოკაციაზეა დამონტაჟებული. აღსანიშნავია, რომ „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს მასშტაბით დამატებით 70 დამტენის მონტაჟს გეგმავს, აქედან 10 სწრაფი დამტენი იქნება. რაც ნიშნავს იმას, რომ სულ რაღაც ნახევარ საათში ავტომობილის დაახლოებით 80%-ამდე დამუხტვაა შესაძლებელი. მსგავსი დამტენები უკვე დამონტაჟებულია გორსა და ზესტაფონში“.
აღსანიშნავია, რომ ყველა ელექტრომობილს აქვს რეზერვი, რაც ნიშნავს, რომ ბატარეის ენერგიის ამოწურვის შემდეგაც მანქანით დამატებით კიდევ რამდენიმე კილომეტრის გავლაა შესაძლებელი. მანძილი და დრო უახლოეს დასამუხტ ობიექტამდე მისასვლელად სრულიად საკმარისია.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი ელექტრომობილების ფართო არჩევანი. ეკომეგობრული ავტომობილების გარდა კომპანია ახდენს დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილების შემოყვანას. 2020 წლიდან „ავტო გალერი“ NIU-ს ელექტრომოპედების, 2023 წლიდან კი Polaris-ის ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანია ქართულ ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე ზრუნვაა.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















