საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკს ახალი ციფრული სასაჩუქრე ბარათები დაემატა
საქართველო, თბილისი - 17:36 | 14.12.2023 ნანახია: 1240
საქართველოს ბანკი მომხმარებლებზე ზრუნვას და მათთვის ახალი სერვისებისა თუ პროდუქტების შეთავაზებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად ბანკი მომხმარებლებს ახალ პროდუქტს - ციფრულ სასაჩუქრე ბარათებს სთავაზობს, რომელიც საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკშია ხელმისაწვდომი.
ციფრული სასაჩუქრე ბარათის შეძენა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი და ის ადრესატთან მომენტალურად იგზავნება. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს სასურველი ვიზუალი ბარათისთვის და თან მისალოცი წერილიც დაურთოს.
აღსანიშნავია, რომ სასაჩუქრე ბარათი შეგიძლიათ გაუგზავნოთ ნებისმიერ ადრესატს ტელეფონის ნომერზე და არ არის აუცილებელი ჰქონდეს მობილბანკი, რათა ის გაიაქტიუროს.
„სასაჩუქრე ბარათები მობილბანკსა და ინტერნეტბანკში მორიგი სიახლეა საქართველოს ბანკისგან. წინასაახალწლოდ ყველას ძალიან ბევრი საქმე აქვს: საყიდლები, საშობაო დეკორაცია, საჩუქრები ოჯახის წევრებისთვისა თუ სიქრეთ სანტას ადრესატისთვის. შესასრულებელი დავალებების სიას ბოლო არ უჩანს. ციფრული სასაჩუქრე ბარათი ნებისმიერი სიტუაციისთვის კარგი გამოსავალია, რადგან მას ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან შეიძენ და ადრესატი მას მომენტალურად მიიღებს. მისი შეძენა შესაძლებელია როგორც საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით, ასევე ნაწილ - ნაწილ გადახდის მეშვეობით. ხოლო, თუ მეგობრები საერთო საჩუქრის ყიდვას გეგმავთ, შეგიძლიათ თანხის გაყოფის ფუნქციონალი გამოიყენოთ. იმ შემთხვევაში, თუ შენ მიიღე ვაუჩერი, მობილბანკში გააქტიურებისას გამოჩნდება თუ სად დახარჯე და რამდენი დაგრჩა ანგარიშზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ნებისმიერი სასურველი თანხის სასაჩუქრე ვაუჩერის ჩუქება არის შესაძლებელი. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ ჩვენს მომხმარებლებს საჭირო და დროული პროდუქტი შევთავაზოთ, რათა გავუმარტივოთ მათ ყოველდღიურობა და საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესი კიდევ უფრო მეტად კომფორტული გავხადოთ“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















