განსაკუთრებული ფასები Mazda CX5-სა და Mazda CX60-ზე - Black Friday-ს შეთავაზებები „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
საქართველო, თბილისი - 18:03 | 21.11.2023 ნანახია: 2147
ნოემბრის ბოლო კვირა ყველასთვის გამორჩეულია ე.წ. Black Friday-ს შეთავაზებებით. კომპანიები მომხმარებლებს მიმზიდველ ფასდაკლებებს სთავაზობენ და ამ მხრივ გამონაკლისი არც „მაზდა ცენტრი თეგეტაა“. კომპანიის ისტორიაში პირველად, წელს მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, Black Friday-ს შეთავაზებებით ისარგებლოს და იაპონური ბრენდის ავტომობილები განსაკუთრებულ ფასად შეიძინოს. „მაზდა ცენტრი თეგეტას“ შეთავაზებები მაზდას ორ გამორჩეულ მოდელს: Mazda CX5-სა და Mazda CX60-ს ეხება.
შეთავაზების ფარგლებში Mazda CX5-ის შეძენა $32,400-ის ნაცვლად, 24 500 დოლარად არის შესაძლებელი. ხოლო Mazda CX60-ის ფასი $49 000-ის ნაცვლად 39 000 დოლარია.
Mazda CX5 მსოფლიოში და საქართველოში მაზდას ყველაზე გაყიდვადი მოდელია. SUV ტიპის ავტომობილი „მაზდა ცენტრი თეგეტას“ შოურუმში რამდენიმე კომპლექტაციითაა წარმოდგენილი. იაპონური ხარისხის თვალსაჩინო წარმომადგენელი გამძლე, საიმედო ავტომობილია, რომელიც ქალაქშიც და ქალაქგარეთაც კომფორტულ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს.

რაც შეეხება მეორე მოდელს, რომლის შეძენაც შავი პარასკევის სპეციალური ფასითაა შესაძლებელი - ეს არის სრულიად ახალი Mazda CX60. ავტომობილი 3,3 ტურბო „მაილდ-ჰიბრიდული“ ძრავითაა წარმოდგენილი და, შესაბამისად, მეტად მძლავრია, თუმცა, სიმძლავრესთან ერთად, მისი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ეკონომიურობაცაა. გაუმჯობესებული დიზაინითა და პერფორმანსით Mazda CX60 საუკეთესოდ ასახავს მაზდას სწრაფვას პრემიუმ სეგმენტისკენ.

ელენე მამულაშვილი, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „Mazda CX5-ზე ყოველთვის ყველაზე მაღალია მოთხოვნა მაზდას მოდელებს შორის და ეს მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. ეს არის ავტომობილი, რომელიც თავს აყვარებს მომხმარებელს და, ზოგადად, მაზდას მფლობელები ერთგულებით გამოირჩევიან, ამიტომაც, როცა არსებობს მიზეზი და შესაძლებლობა, ყოველთვის ვცდილობთ, ეს მოდელი საუკეთესო ფასად შევთავაზოთ მომხმარებლებს.
Mazda CX60 საქართველოს ბაზარზე წელს შემოვიდა და, შესაბამისად, გვინდა, ეს ახალი მოდელი გავაცნოთ ჩვენს მომხმარებლებს, დამატებითი ბიძგი მივცეთ, რომ გამოცადონ, ნახონ მისი უპირატესობები და თავად შეაფასონ.
ჩვენ ვცდილობთ, მომხმარებლის მოთხოვნებს არასდროს ჩამოვრჩეთ და მათთვის ყველაზე საუკეთესო შეთავაზებები დავგეგმოთ და განვახორციელოთ“.
მაზდას ორივე მოდელი „მაზდა ცენტრი თეგეტას“ შოურუმშია ხელმისაწვდომი. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, დაჯავშნოს ტესტდრაივი და თავად გამოცადოს ავტომობილის შესაძლებლობები. „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევის აქცია 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















