გალტ & თაგარტმა საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის კონფერენცია გამართა
საქართველო, თბილისი - 17:27 | 16.11.2023 ნანახია: 1616
2023 წლის 15 ნოემბერს გალტ & თაგარტმა საცხოვრებელი უძრავი ქონების კონფერენციაზე უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ დარგის მოთამაშეები, ინვესტორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და მთავრობის წარმომადგენლები.
გალტ & თაგარტის კვლევა პასუხს სცემს თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ სამ აქტუალურ კითხვას: არის თუ არა მოთხოვნაზე მოქმედი ფაქტორები ჯანსაღი, არის თუ არა უძრავი ქონების ზედმეტი მიწოდების საფრთხე და რას ასახავს უძრავი ქონების ფასები. კვლევის ფარგლებში ერთ-ერთი სიახლეა გალტ & თაგარტის მიერ 15 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა, რომლის შედეგადაც გაანალიზებულია მათ მიმდინარე 65 პროექტში გაყიდვების დინამიკა. ეს საშუალებას იძლევა რეალურ დროში მაღალი სიზუსტით მოხდეს ბაზრის მიმდინარე ტენდენციების შეფასება.
კვლევის მიხედვით თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა ორ ძირითად კატეგორიად იყოფა: 1) საჭიროებაზე დაფუძნებული შენაძენი, რომელსაც ფუნდამენტური ფაქტორები განსაზღვრავს (როგორებიცაა ურბანიზაცია, ოჯახების ზომა და სხვ.) და 2) საინვესტიციო შენაძენი, რომელსაც ქირით მიღებული შემოსავალი და კაპიტალის ნამატი განსაზღვრავს. ამასთან, ამ ორ კატეგორიაში შემავალი ფაქტორები კვლევაში დეტალურად არის გაანალიზებული, და საქართველოს მაჩვენებლებთან ერთად მოცემულია ამ მაჩვენებლების დინამიკა ევროპასა და მეზობელ ქვეყნებში.
საცხოვრებელი უძრავი ქონების მიწოდების კუთხით, გალტ & თაგარტის კვლევაში დეტალურად არის შესწავლილი თბილისში საცხოვრებელ კორპუსებზე გაცემული ნებართვების სტატისტიკა 2015 წლიდან. ეს ინფორმაცია დეველოპერების გამოკითხვასთან ერთად, მოთხოვნა/მიწოდების რეალურ დროში ანალიზის საშუალებას იძლევა. ამ ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2015 წლიდან 2022 წლის ჩათვლით გაცემული ნებართვებით აშენებული მრავალბინიანი სახლების 82% უკვე გაყიდულია. გარდა ამისა, გამოკითხული დეველოპერების პროექტებში, რომლებიც 2023 წელს სრულდება გაყიდულია ბინების 95%. აღნიშნულიდან გამომდინარე და მოთხოვნის ჯანსაღი ფაქტორების გათვალისწინებით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მიმდინარე ეტაპზე ჭარბი მიწოდების საფრთხე არ იკვეთება. აქვე აღსანიშნავია, რომ გალტ & თაგარტის მიერ გამოკითხული დეველოპერების გაყიდვები ბოლო პერიოდის შენელების მიუხედავად მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში მცირედით მაინც გაზრდილია წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით. ამასთან, გაცემული ნებართვების მოცულობამ 2023 წლის 10 თვეში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, და თუ ნებართვების გაცემის ეს ტენდენცია შენარჩუნდა, მაშინ საშუალოვადიან პერიოდში ჭარბი მიწოდების საკითხი შესაძლოა აქტუალური გახდეს.
რაც შეეხება უძრავი ქონების ფასებს, რომელიც დიდწილად სტაბილური იყო 2010-20 წლებში, შესამჩნევი ზრდა 2021 წლიდან დაიწყო. ეს თავდაპირველად სამშენებლო მასალების ფასების ზრდის შედეგი იყო, რასაც თან დაერთო ხელფასების ზრდაც და მიგრანტების შემოდინებით გაზრდილი მოთხოვნა. ამ უკანასკნელმა ძლიერი მოთხოვნა შექმნა ბინის დაქირავებაზე და ქირის შემოსავლიანობის უპრეცედენტო ზრდა გამოიწვია, რომელმაც თავის მხრივ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა დამატებით გაზარდა. შედეგად, უძრავი ქონების ფასები თბილისის ყველა რაიონში მნიშვნელოვნად გაიზარდა 2021-23 წლებში და ამჟამად დეველოპერების პროექტებში შეთავაზების მინიმალური ფასი თითქმის 900 დოლარია, მაშინ როცა 2 წლის წინ იგივე რიცხვი დაახლოებით 600 დოლარს შეადგენდა. მოთხოვნის ჯანსაღი ფაქტორების, მიგრაციის პოტენციური შენელების და მიწოდების ანალიზის გათვალისწინებით 2024 წელს მოსალოდნელია უძრავი ქონების გასაყიდი ფასების სტაბილიზაცია.
„უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში მუდმივად აქტუალურია და ბოლო წლებში ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა ამონაგების ზრდის და ძლიერი მოთხოვნის გათვალისწინებით. ჩვენი მიზანიც სწორედ აქტუალურ საკითხებზე დროული რეაგირებაა. ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი კონფერენციაც, რომ ბაზრის მოთამაშეებს გავუზიაროთ დარგის ანალიტიკოსების ხედვა არსებული ვითარების, გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია დარგის მოთამაშეებთან დროული შეხვედრები და ჩვენი ანალიტიკის და მოლოდინების გაზიარება, განსაკუთრებით იმ დროს როცა პასუხგაუცემელი კითხვები დაგროვილია“, - განაცხადა გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა, ლევან შავკაციშვილმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge
პოლიტიკა
- ყველა ის ადამიანი, რომელსაც ახლა აკავებენ, არის რუსული საოკუპაციო რეჟიმის ტყვე, რეჟიმი ასამართლებს ადამიანთა ყველაზე მშრომელ ნაწილს, რომელზეც დგას ამ ქვეყნის თავისუფლება - ანა წითლიძე
- სახელმწიფო გადატრიალება უცხოეთიდან რომ იყო დაგეგმილი, ხელის გულზე დევს, ადგილობრივმა რადიკალებმა თავიანთ ინსტრუქტორებს შეუქმნეს პირობები, რომ ორგანიზატორებმა აირიდონ პასუხისმგებლობა - შალვა პაპუაშვილი
- ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
- იმედია, მურთაზი, სხვა დაკავებულები, მხოლოდ მინიშნებებით არ შემოიფარგლებიან, რუსეთს და რუსული ტიპის დიქტატურას როდესაც ებრძვი, ნახევარი სიმართლით ვერ დაამარცხებ - თინა ბოკუჩავა
საზოგადოება
- წიგნი ეკოცნობიერების ამაღლებისთვის - „თეგეტასა“ და „მწვანე პოლუსის“ კოლაბორაცია
- AgriPreneur Sprint - „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ „კავკასიის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით პრეაქსელერაციის პროგრამას იწყებს
- ბუნება და კომფორტი ერთად - „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ თანამედროვე საპიკნიკე ზონები მოეწყო
- „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მხარდაჭერით ანსამბლ „ჰერიოს“ 15 წლის საიუბილეო კონცერტი გაიმართება
სამართალი
- ია დარახველიძემ საპატიმრო დატოვა
- სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 13 პირს წარედგინა ბრალი
- გლდანის ციხის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს
- პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვისა და გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მსოფლიო
- დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინისთვის Tomahawk-ების მიწოდებაზე ისაუბრეს - Axios
- ღაზის სამშვიდობო შეთანხმების პირველი ფაზის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვანი გარღვევაა, ყველაფერს გავაკეთებთ მის განხორციელებლად - კაია კალასი
- სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ხელი მოაწერეს სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას, ყველა მძევალი ძალიან მალე გათავისუფლდება და ისრაელი თავის ჯარებს შეთანხმებულ ხაზზე გაიყვანს - დონალდ ტრამპი
- ევროპარლამენტმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებულ მექანიზმს მხარი დაუჭირა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება