1000-ამდე გადამზადებული პროფესიონალი ავტოინდუსტრიაში - „თეგეტა აკადემიაში“ USAID-ის მხარდაჭერილი პროექტის Electude-ის დანერგვა დასრულდა
საქართველო, თბილისი - 13:34 | 02.10.2023 ნანახია: 1959
- სასწავლო პლატფორმა Electude-ის ფარგლებში „თეგეტა აკადემიამ“ 7 სატრენინგო კურსი შეიმუშავა
- სწავლებისთვის 700-ამდე სასწავლო მოდული ქართულად ითარგმნა
„თეგეტა აკადემიამ“ ინოვაციური ელექტრონული სასწავლო პლატფორმის, Electude-ის, დანერგვის პირველი წელი წარმატებით დახურა. პროექტის ფარგლებში ტრენინგი ავტოინდუსტრიაში დასაქმებულმა 1000-ამდე მონაწილემ გაიარა.
პროგრამის შემაჯამებელი პრეზენტაცია სასტუმრო „პულმანში“ გაიმართა. შეხვედრაზე „თეგეტა აკადემიის“ წარმომადგენლებმა სტუმრებს მიღებული შედეგები გააცნეს. „თეგეტა აკადემია“ ინოვაციურ ელექტრონული სასწავლო პლატფორმას USAID-ის საგრანტო პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში ახორციელებს და მიზნად ისახავს ავტოინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების პროფესიული ზრდისთვის საჭირო შესაძლებლობების შექმნას და ამ გზით სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლებას.
პროექტის ფარგლებში შემუშავდა 7 სასწავლო კურსი, მსუბუქი ავტომობილების ძრავის, სავალი ნაწილისა და ელექტრობის მიმართულებით; ითარგმნა Electude-ის 700-ამდე სასწავლო მოდული და „თეგეტა აკადემია“ საქართველოში Electude-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „კერძო სექტორის როლი პროფესიულ განათლებაში და პროფესიული განათლების როლი ბიზნესის განვითარებაში“, სადაც „თეგეტა ჰოლდინგის“, USAID-ისა და უნარების სააგენტოს წარმომადგენლებმა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ Electude-ის საქართველოში ჩამოტანისა და დანერგვის პროექტი გასცდა კომპანიის ფარგლებს, უფრო მასშტაბური სახე მიიღო და ახლა უკვე მთლიანად საავტომობილო ინდუსტრიაში სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ეს კი გულისხმობს, ერთი მხრივ, დასაქმებულებისთვის და, მეორე მხრივ, სამუშაოს მაძიებლებისთვის ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის სასწავლო კურსების შეთავაზებას.
Electude-ის ონლაინ სასწავლო პლატფორმა ამ მიზნის მიღწევას ამარტივებს, რადგან მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფალ დროს დამოუკიდებლად ისწავლონ ავტომობილთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია უკვე დასაქმებული მექანიკოსებისთვის, ვისაც, გადატვირთული გრაფიკის გამო, ტრენინგებზე დასწრების დრო შეზღუდული აქვთ. მეორე მხრივ, Electude-ის სიმულაციური მოდულები არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პროფესიას ახლა ეუფლებიან. მათ შეუძლიათ ავტომობილის აგებულებისა და მუშაობის პრინციპების რთული და კომპლექსური საკითხები ვიზუალურად აღქმადი, მარტივი ენით გადმოცემული მოდულებიდან ისწავლონ“.
გიორგი ცინარიძე, „თეგეტა აკადემიის“ კომერციული პროექტების სამსახურის უფროსი: „ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა, რომ „თეგეტა აკადემია“ Electude-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. ეს ნიშნავს უდიდეს ნდობასა და მხარდაჭერას. ჩვენი მთავარი მიზანი ამ პროგრამით კიდევ უფრო მეტი ადამიანის დაინტერესებაა. გვინდოდა პროგრამაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სწორედ ამიტომ აქტიურად ვიმუშავეთ მოდულების ქართულ ენაზე თარგმნაზე. წარმომადგენლის სტატუსის დამსახურებით, პროგრამის ადგილობრივ ბაზარზე განვითარებაში Electude Intrenational-იც აქტიურად იყო ჩართული“.
მსუბუქი ავტომობილის ელექტროდიაგნოსტიკოსის, ძრავის მექანიკოსის, სავალი ნაწილის მექანიკოსის, ზეთის შეცვლის ოპერატორის მოსამზადებელი კურსი; მსუბუქი ავტომობილის საბურავების ტრენინგი, მისი აგებულებისა და უსაფრთხო მართვის კურსი - პირველი წლისთვის შემუშავებული ამ 7 სასწავლო პროგრამიდან ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი ელექტროდიაგნოსტიკოსის მოსამზადებელი კურსი აღმოჩნდა. საქართველოში Electude-ის ექსკლუზიური წარმომადგენლის სტატუსის მიღების შემდეგ „თეგეტა აკადემიას“ შესაძლებლობა აქვს, პარტნიორებთან ერთად, უფრო ინტენსიურად იმუშაოს პლატფორმის პოპულარიზებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.
დევიდ ბლოდი, USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ხელმძღვანელი: „კერძო სექტორთან თანამშრომლობით USAID საქართველოში ქმნის სამუშაო ძალის პროფესიული განვითარების ისეთ შესაძლებლობებს, რომლებიც უზრუნველყოფს მოქალაქეების დასაქმებასა და კარიერულ წინსვლას. დამსაქმებლების მოთხოვნების შესაბამისად შექმნილი და განხორციელებული პროფესიული პროგრამები ბიზნესს საშუალებას აძლევს, ეფექტურად შეავსოს სამუშაო ძალის დეფიციტი. ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორი საქართველოს ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. ჩვენი პარტნიორობა „თეგეტა აკადემიასთან“ მიზნად ისახავს ახალი საგანმანათლებლო სერვისების შექმნას, როგორც უკვე არსებული თანამშრომლების გადამზადების, ისე ახალი კადრების მომზადების მიზნით. ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩვენ 900-ზე მეტი პროფესიონალი გადავამზადეთ, რომლებიც მზად არიან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მომსახურების გასაწევად“.
სიმულაციური სასწავლო გლობალური პლატფორმა Electude, რომელიც 3000-ამდე სასწავლო მოდულს აერთიანებს, მსუბუქი ავტომობილების გარდა, სატვირთო მიმართულებასაც მოიცავს.
პროგრამის საქართველოში დანერგვის პირველი წლის წარმატებით დახურვის შემდეგ „თეგეტა აკადემიაში“ აქტიურად მიმდინარეობს მოდულების ქართულ ენაზე თარგმნა და აკადემიის სასწავლო პრაქტიკებში დანერგვა. კომპანიაში გრძელვადიან მიზნად კი ქართულ საავტომობილო განათლებაში სასწავლო პლატფორმის მასობრივად დანერგვას მოიაზრებენ.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.
პოლიტიკა
- ყველა ის ადამიანი, რომელსაც ახლა აკავებენ, არის რუსული საოკუპაციო რეჟიმის ტყვე, რეჟიმი ასამართლებს ადამიანთა ყველაზე მშრომელ ნაწილს, რომელზეც დგას ამ ქვეყნის თავისუფლება - ანა წითლიძე
- სახელმწიფო გადატრიალება უცხოეთიდან რომ იყო დაგეგმილი, ხელის გულზე დევს, ადგილობრივმა რადიკალებმა თავიანთ ინსტრუქტორებს შეუქმნეს პირობები, რომ ორგანიზატორებმა აირიდონ პასუხისმგებლობა - შალვა პაპუაშვილი
- ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
- იმედია, მურთაზი, სხვა დაკავებულები, მხოლოდ მინიშნებებით არ შემოიფარგლებიან, რუსეთს და რუსული ტიპის დიქტატურას როდესაც ებრძვი, ნახევარი სიმართლით ვერ დაამარცხებ - თინა ბოკუჩავა
საზოგადოება
- წიგნი ეკოცნობიერების ამაღლებისთვის - „თეგეტასა“ და „მწვანე პოლუსის“ კოლაბორაცია
- AgriPreneur Sprint - „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ „კავკასიის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით პრეაქსელერაციის პროგრამას იწყებს
- ბუნება და კომფორტი ერთად - „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ თანამედროვე საპიკნიკე ზონები მოეწყო
- „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მხარდაჭერით ანსამბლ „ჰერიოს“ 15 წლის საიუბილეო კონცერტი გაიმართება
სამართალი
- ია დარახველიძემ საპატიმრო დატოვა
- სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 13 პირს წარედგინა ბრალი
- გლდანის ციხის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს
- პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვისა და გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მსოფლიო
- დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინისთვის Tomahawk-ების მიწოდებაზე ისაუბრეს - Axios
- ღაზის სამშვიდობო შეთანხმების პირველი ფაზის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვანი გარღვევაა, ყველაფერს გავაკეთებთ მის განხორციელებლად - კაია კალასი
- სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ხელი მოაწერეს სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას, ყველა მძევალი ძალიან მალე გათავისუფლდება და ისრაელი თავის ჯარებს შეთანხმებულ ხაზზე გაიყვანს - დონალდ ტრამპი
- ევროპარლამენტმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებულ მექანიზმს მხარი დაუჭირა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება