სრულიად ახალი და ყველაზე მძლავრი მაზდა CX90 საქართველოშია
საქართველო, თბილისი - 15:54 | 27.09.2023 ნანახია: 2032
უპრეცედენტო სიმძლავრე, დახვეწილი დიზაინი და მთლიანად მძღოლზე მორგებული ჭკვიანი სისტემა - მაზდა CX90 უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის გამორჩეული მოდელი სრულიად ახალი ტექნიკური მახასიათებლების ავტომობილია, რომელიც წინა მოდელებისგან ძრავის მოცულობით, სისწრაფითა და ამავდროულად ეკონომიურობით გამოირჩევა. ქართველი მომხმარებლებისთვის მაზდა CX90 ექსკლუზიურად „მაზდა ცენტრი თეგეტას“ შოურუმშია ხელმისაწვდომი.
ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ბრენდ დირექტორი: „ CX90 მაზდას აქამდე არსებულ მოდელებს შორის ყველაზე დიდი და გამორჩეულია. მნიშვნელოვანია ის, რომ CX90 გამოსვლისთანავე შემოვიყვანეთ საქართველოს ბაზარზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრენდისთვის ჩვენი ქვეყანა სტრატეგიულ ადგილად მიიჩნევა. ბოლო პერიოდში საქართველოში მაზდას მომხმარებლების რაოდენობა მკვეთრად იზრდება და ჩვენი მიზანიც იაპონური ბრენდი კიდევ უფრო პოპულარიზებაა.
CX90 გამოირჩევა სიდიდით და აღჭურვილია სავარძლების მესამე რიგით, რაც მას განსაკუთრებით საინტერესოს ხდის მძღოლებისათვის, რომლებსაც საშუალოზე დიდი ოჯახი ჰყავთ, 5-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა უწევთ ან უბრალოდ მათთვის, ვისთვისაც დიდი სივრცე კომფორტის შემქმნელი მთავარი ფაქტორია. უნდა აღინიშნოს, რომ ავტომობილი აღჭურვილია 3.3 მოცულობის, ექვსცილინდრიანი, ტურბო ძრავით, რომლის საშუალებითაც 345 ცხენის ძალის განვითარებაა შესაძლებელი. მაზდას აქამდე არსებულ ყველაზე მძლავრ მოდელს რომ შევადაროთ, მას 285 ცხენის ძალა ჰქონდა.“

ავტომობილს 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 6.9 წამში შეუძლია, მაქსიმალური სისწრაფე კი 219 კმ/საათია. სიმძლავრესთან მიმართებით CX90 საკმაოდ ეკონომიურია, მისი ძრავა Miled Hybrid-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი აღჭურვილია ბენზინის ძრავით, რომელსაც მუდმივ რეჟიმში ჩართული ელექტროგენერატორი ეხმარება, რაც უზრუნველყოფს წვის შემცირებას, უკეთეს აჩქარებასა და მაქსიმალურად ნაკლებ ხმაურს. გარდა ამისა, ბევრად ნაკლებია გამონაბოლქვის დონეც.
მაზდას ახალი მოდელი წარმოდგენილია უმაღლესი კომპლექტაციით. SUV ტიპის ავტომობილი გაწყობილია ტყავის სალონითა და პანორამული ლუქით. ჭკვიანი სისტემის საშუალებით კი იმახსოვრებს მძღოლის მონაცემებს და მას სახით ამოიცნობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი ჩასხდომის წინ სავარძელი ერგება იმ კონკრეტულ მძღოლს, რომელიც იმ დროისთვის მართავს ავტომობილს.
ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ბრენდ დირექტორი: „როგორც წესი, მაზდას ავტომობილების შექმნისას ბრენდი ორიენტირებულია მძღოლზე, რათა მანქანის მართვა მისთვის მაქსიმალურად კომფორტული გახადოს და ეს იგრძნობა დიზაინის თითოეულ დეტალში. CX90 თავისი კომპლექტაციით, დახვეწილი დიზაინითა და გაუმჯობესებული ტექნიკური მონაცემებით მგზავრობის აბსოლუტურად განსხვავებულ, სასიამოვნო და უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს“.
ავტომობილის დიზაინი იაპონური ხედვით შეიქმნა, რაც იმას გულისხმობს, რომ თითოეული დეტალი მძღოლის კომფორტზეა მორგებული. CX90-ს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის უკონტაქტო გასაღები და ღილაკზე დაქოქვის სისტემა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ავტომობილი აღჭურვილია საქარე მინაზე დაპროექტებული ფერადი აქტიური მართვის ეკრანითა და ისეთი ფუნქციებით, როგორებიცაა: Off-Road-Traction-ი, სავარძლები რვა პოზიციიანი რეგულირებით, საჭის თბობის ფუნქცია და Sport ღილაკი.
CX90 როგორც ტექნიკური მონაცემებით, ისე ექსტერიერითა და ინტერიერით გათვლილია ადამიანებზე, რომლებისთვისაც ავტომობილი იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ გადაადგილების საშუალება.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















