როდესაც საუკეთესო შედეგის დადება გიწევს ყველაფერი მეტად ამაღელვებელი ხდება - ლუის ჰამილტონი ქართულ აუდიტორიას მიმართავს
საქართველო, თბილისი - 16:15 | 21.09.2023 ნანახია: 2120
Formula 1-ის ტიტულოსანი ავტომრბოლელი, ლუის ჰამილტონი ქართველ გულშემატკივარს ექსკლუზიურ ვიდეომიმართვას უგზავნის. შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი ქართულ აუდიტორიას თავის გამოცდილებას უზიარებს. ვიდეომიმართვაში ავტომრბოლელი მნიშვნელოვანი საჩემპიონო რბოლების დროს მისი მრავალწლიანი პარტნიორის, Petronas-ის ზეთების უპირატესობაზე საუბრობს.
Petronas-ის ოფიციალური პარტნიორი და რეალიზატორი საქართველოში ერთ წელზე მეტია „თეგეტა მოტორსია“. სწორედ თეგეტას ინიციატივითა და ჩართულობით ჩაწერა ლუის ჰამილტონმა ვიდეო, რომელიც მისი და ზოგადად Formula 1-ის მოყვარულებისთვის ძალიან დიდი სიურპრიზია. როგორც იცით, ბრიტანელი მრბოლელი ამჟამად Mercedes-AMG Petronas-ის გუნდისთვის ასპარეზობს.
ირაკლი ლავრინსკი, „თეგეტას“ იმპორტების მიმართულების საცხებ-საპოხი მასალების ხელმძღვანელი: „დაახლოებით ერთი წელი გავიდა, რაც „თეგეტა მოტორსში“ პეტრონასის გაყიდვები დავიწყეთ და ამ პერიოდის განმავლობაში რეალიზაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ბრენდის ზეთებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება და Formula 1-ის მრბოლელ ლუის ჰამილტონს საქართველოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, გადავწყვიტეთ, გაგვეხარებინა ჩვენი მომხმარებელი და დავიწყეთ მოლაპარაკებები პეტრონასის საერთაშორისო წარმომადგენლობასთან. საბოლოოდ, შევძელით და ჩვენი თხოვნით, გადატვირთული სარბოლო პერიოდის მიუხედავად, ლუის ჰამილტონი დაგვთანხმდა და ქართული აუდიტორიისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერა, რითაც დარწმუნებული ვართ, რომ მისი ქართველი გულშემატკივრები ძალიან გავახარეთ“.
Formula 1-ის პილოტი, ლეგენდარული ლუის ჰამილტონი წლებია, Petronas-ის მომხმარებელია. ეს არის ბრენდი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ სარბოლო ავტომობილებში გამოიყენება.
თუნჩ ერლერი, Petronas-ის რეგიონული მენეჯერი: „ისეთი სუპერვარსკვლავის ყოლა, როგორიც ჰამილტონია, ფასდაუდებელია. წინა წლებში ფორმულა 1-ის მიმართ საზოგადოების ყურადღება უფრო დაბალი იყო, დღეს კი რბოლებს უკვე უამრავი ადამიანი ადევნებს თვალს. მჯერა, რომ ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჰამილტონის პროფესიონალიზმმა და შთამბეჭდავმა წარმატებებმა.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველომ გაგვაოცა არა მხოლოდ თავისი დინამიზმით, არამედ საპოხი მასალების ცოდნითა და ინოვაციური მიდგომით. „თეგეტა მოტორსი“ იყო და არის ფასდაუდებელი პარტნიორი და გვჯერა, რომ ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიეთ.
საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი ავტოინდუსტრიაში და აქ გრძელვადიანი პერსპექტივები გვაქვს. დარწმუნებული ვართ, რომ „თეგეტასთან“ ერთად მუშაობით, ინოვაციების დანერგვითა და უმაღლესი სტანდარტების დაცვით, შეგვიძლია, წვლილი შევიტანოთ ყველასათვის უფრო მდგრადი მომავლის შექმნაში“.
ქართულ ბაზარზე Petronas-ის შემოსვლას საკმაოდ რთული და გრძელვადიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ. საბოლოოდ კი „თეგეტა მოტორსმა“ პრემიუმ ბრენდის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოახერხა. Petronas-ის პორტფელი პასუხობს ყველა ავტომწარმოებლის მოთხოვნას, როგორც მსუბუქი და სატვირთო, ისე - ინდუსტრიული მიმართულებით.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















