Volvo C40 Recharge - სრულად ელექტრიფიცირებული ქროსოვერი „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმშია
საქართველო, თბილისი - 20:09 | 22.08.2023 ნანახია: 2797
- ელექტრომობილი სრულად პასუხობს შვედური ბრენდის უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების პრიორიტეტებს
უსაფრთხოებით გამორჩეული შვედური ბრენდის, ახალი ელექტრომობილი Volvo C40 Recharge ქართველი მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. გამორჩეულად ეკომეგობრული და უსაფრთხო ქროსოვერი „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმშია წარმოდგენილი.
ახალი ავტომობილის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი სისწრაფეა. C40-ს შეუძლია 4.7 წამის განმავლობაში 100 კმ-ამდე სიჩქარე განავითაროს. მას აქვს 408 ცხენის ძალა და სრული დამუხტვის პირობებში, 550 კმ-ამდე მანძილის დაფარვა შეუძლია.
ავტომობილში ჩაშენებული ანდროიდსისტემა, გუგლის რუკებითა და „ფლეი სთორით“, კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის მას. წარმოებაში გამოყენებულია მეორე თაობის, გაუმჯობესებული ბატარეა. სახლის დამტენის პირობებში სრულად დასამუხტად საჭიროა, საშუალოდ, 4-5 სთ-მდე, ხოლო სწრაფი დამტენის მეშვეობით, ეს დრო 50-60 წთ-მდე მცირდება. Volvo-ს შოურუმში წარმოდგენილ ყველა C40-ს აქვს 2 ელექტროძრავა, მაქსიმალური სიმძლავრით 300 კვტ.

მაკა სახვაძე, „ვოლვო ქარ საქართველოს“ დირექტორი“: „გვიხარია, რომ ჩვენს შოურუმში უკვე წარმოდგენილია ქროსოვერის ტიპის, სრულად ელექტრიფიცირებული ახალი ავტომობილი - Volvo C40. ავტოინდუსტრიაში მუდმივი სიახლეები და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა სწორედ ის ღირებულებებია, რითაც Volvo-ს უახლესი მოდელები იქმნება. Volvo-ს ყველა ახალ მოდელს საერთო მიზანი აერთიანებს: გაზარდოს უსაფრთხოდ მგზავრობა და შეამციროს გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა.
„თეგეტა ჰოლდინგი“, როგორც ამ ბრენდის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, მაქსიმალურად ცდილობს, ხელი შეუწყოს ინფრასტრუქტურის განვითარებას. სწორედ ამ მიზნით „თეგეტა“ დასამუხტი სადგურების ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას და პირველ ეტაპზე, დამატებით, 70 ერთეულამდე ელექტროდამტენის დამონტაჟებას გეგმავს ქვეყნის მასშტაბით. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და დამტენების რაოდენობაც გაიზრდება. ვფიქრობთ, ამით კიდევ უფრო მეტ ინტერესს გავუჩენთ საზოგადოებას ელექტრომობილების მიმართ“.
Volvo-სთვის ადამიანებსა და პლანეტაზე ზრუნვა, მათი სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივება, კორპორაციული მდგრადობის საკვანძო საკითხია. სწორედ ამიტომ ბრენდის მიზანია, რომ 2025 წელს წარმოებული ახალი ავტომობილების ნახევარი - დამუხტვადი ჰიბრიდი, ხოლო დანარჩენი სრულად ელექტრიფიცირებული იყოს. მეტიც, Volvo ასევე გეგმავს, რომ 2030 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილები აწარმოოს.
სწორედ ამ ღირებულებების მიხედვით არის შექმნილი C40-ი. ელექტრომობილი აღჭურვილია Volvo-ს კარგად ცნობილი უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით. ახალი C40 განსაკუთრებით გამოირჩევა თავისი ეკომეგობრულობით. Volvo-მ დიდი ხანია უარი თქვა მანქანის ინტერიერში ცხოველური მასალის გამოყენებაზე და ის უმაღლესი ხარისხის ახალი ქსოვილით „ნორდიკოთი“ ჩაანაცვლა. ავტომობილის ინტერიერში ვიზუალურ ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებს შვედეთის რუკის შთაგონებით შექმნილი დეტალები და პანორამული ტიპის ჭერი.
ახალი ავტომობილის საბაზისო ფასი 161 880 ლარია. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ელექტრო ქროსოვერს სხვადასხვა აღჭურვილობაც დაამატოს და, მეტიც, თავად შექმნას საკუთარი C40 სასურველი კომპლექტაციით.
C40 მომხმარებელს არ აიძულებს, არჩევანი გააკეთოს სიმძლავრის ან პასუხისმგებლობიანი მართვის სასარგებლოდ. ბალანსი დაცულია. ავტომობილის აჩქარება გლუვია. დამატებითი უპირატესობა ნულოვანი გამონაბოლქვია.
„ვოლვო ქარ საქართველო“ ახალი ელექტრო C40-ით დაინტერესებულ მომხმარებლებს ტესტდრაივზე ჩაწერას სექტემბრიდან შესთავაზებს.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია ,,ვოლვო ქარ საქართველო“ 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური დილერია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















