Porsche Cayenne-ის დებიუტი მსოფლიო ბაზარზე - ახალი თაობის მოდელი თბილისში ოპერის სცენიდან წარადგინეს
საქართველო, თბილისი - 18:36 | 28.07.2023 ნანახია: 3448
More Luxury – ამ კონცეფციით განახლებული მოდელით პორშემ თავისივე წარმოებული პრემიუმ კლასის ავტომობილები უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა
მესამე თაობის Porsche Cayenne-ის გაყიდვები საერთაშორისო მასშტაბით ერთსა და იმავე დღეს დაიწყო
ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი თიბისი იყო
„პორშე ცენტრი თბილისმა“ Porsche Cayenne-ის უახლესი მოდელი წარადგინა. გაყიდვები მსოფლიო მასშტაბით პორშეს ყველა წარმომადგენლობაში ერთდროულად დაიწყო. გერმანელი მწარმოებლის სრულად განახლებულ Porsche Cayenne-ის პრეზენტაციას თბილისში ოპერისა და ბალეტის თეატრმა უმასპინძლა. დარბაზში შეკრებილ სტუმრებს ახალი მოდელის შესაძლებლობები Tegeta Cars-ის დირექტორმა გააცნო. „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „პორშე ცენტრი თბილისი“ საქართველოში პორშეს ოფიციალური წარმომადგენელია.
პეტრე წაქაძე, Tegeta Cars-ის დირექტორი: „ახალი შესაძლებლობებით, მეტი კომფორტითა და დახვეწილი დიზაინით პორშემ Cayenne-ის სრულიად ახალი თაობა შექმნა. დიდი ხანია პორშეს მოყვარულები ამ ახალ მოდელს ელოდებიან და მოხარულები ვართ, რომ გერმანული ბრენდის ეს გამორჩეული ავტომობილი „პორშე ცენტრი თბილისის“ შოურუმში უკვე ხელმისაწვდომია.
ათეულ წელზე მეტია, პორშეს ექსკლუზიურად წარმოვადგენთ რეგიონში და შესაძლებლობა გვაქვს, მომხმარებელს პრემიუმ ავტომობილების სრული სამოდელო რიგი შევთავაზოთ, რაც ჩვენი პარტნიორის მხრიდან მაღალ ნდობაზე მიუთითებს. ამასთანავე, გერმანული ბრენდის სტანდარტით აღჭურვილ პორშეს სერვისცენტრში ჩვენს მომხმარებელს გაყიდვების შემდგომ სრულ მომსახურებას ვუწევთ“.

Porsche Cayenne გაძლიერებული ამძრავებითა და მეტი ფუნქციონალით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენიდან წარადგინეს. თეატრის სივრცე მულტიმედიურ შოუს დაეთმო, რა დროსაც ვიდეო და აუდიო შთამბეჭდავი ეფექტების ფონზე სტუმრებმა პორშეს ყველაზე მოთხოვნადი მოდელის, Cayenne-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ღონისძიების წამყვანები მარკეტერი აკო ახალაია და “თეგეტა ჰოლდინგის” ციფრული ტრანსფორმაციის მრჩეველი ნიკა კოხოძე იყვნენ.

თამარ ხოსროშვილი, „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ჩვენთვის, როგორც პორშეს ოფიციალური წარმომადგენლისთვის, მნიშვნელოვანი იყო, რომ საერთაშორისო გაყიდვების დაწყებისთანავე Porsche Cayenne ქართველი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო. დიდხანს ვემზადებოდით პრეზენტაციისთვის და წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება პორშეს განახლებული მოდელის ხედვას - More Luxury კონცეფციას მივუსადაგეთ. Further together - ეს არის ახალი Porsche Cayenne-ის მთავარი მესიჯი, რომელიც მის ისტორიასა და მომავლის ხედვებს აერთიანებს. შევეცადეთ, ბრენდის ახალი სათქმელი შოუს თანამედროვე და ისეთივე შთამბეჭდავი ელემენტების თანხლებით გადმოგვეცა, როგორიც ახალი Porsche Cayenne-ია“.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, რომელმაც Porsche Cayenne-ის თბილისური პრეზენტაციისათვის საგანგებოდ შექმნილი კომპოზიცია შეასრულა. მათთან ერთად ახალი სიმფონიური ნაწარმოები პიანისტმა გიორგი გიგაშვილმა და ჩელისტმა ლიზი რამიშვილმა შეასრულეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ „პორშე ცენტრი თბილისის“ ბიზნესპარტნიორები, პორშეს საერთაშორისო ქსელის წარმომადგენლები და მფლობელები.
ავტომობილის წარდგენის შემდეგ სტუმრებს სიტყვით მიმართა გერმანიის ელჩმა. პრეზენტაციის მთავარი მხარდამჭერი იყო თიბისი.
ნინო სტურუა, TBC Wealth Management -ის ხელმძღვანელი: „მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ, „პორშე ცენტრი თბილისის“ კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს. „თეგეტა ჰოლდინგის“ დაარსების დღიდან, თიბისი კომპანიის მთავარი ფინანსური პარტნიორი და მხარდამჭერია. ჩვენი თანამშრომლობის ისტორია უკვე 20 წელზე მეტს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში, „თეგეტამ“ ქართულ ბაზარზე, საავტომობილო ბრენდებთან და მოდელებთან ერთად, საერთაშორისო სტანდარტი და უმაღლესი ხარისხის მომსახურება დანერგა და არაერთი სიახლე შემოიტანა. სწორედ ამის მაგალითია „პორშეც“. აღსანიშნავია, რომ TBC Wealth Management-ის lifestyle-ის გუნდი მომხმარებლების ცხოვრების წესსა და ინტერესებზე მორგებულ შეთავაზებებსა და შესაძლებლობებს ქმნის. „თეგეტა ჰოლდინგთან“ წარმატებული პარტნიორობის შედეგია, რომ TBC WM-ის მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა ექსკლუზიური პირობებით ისარგებლონ და „პორშე კაიენის“ მფლობელები გახდნენ“.
ღონისძიების პარტნიორი იყო CITYZEN, რომელიც სრულიად ახლებური ხედვითა და შესაძლებლობებით უპრეცედენტო სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში.
პრეზენტაციის მხარდამჭერი კი სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ პრემიუმ ბრენდი - პრიმო გახლდათ.

Porsche Cayenne:
განახლებული Porsche Cayenne, რომლის გაყიდვები, მსოფლიოსთან ერთად, „პორშე ცენტრი თბილისშიც“ დაიწყო, ახალი დიზაინითა და შესაძლებლობებით გამოირჩევა.
ცვლილებები მოიცავს ამძრავებს, სავალ ნაწილს, დიზაინსა და კომპლექტაციას. კიდევ უფრო გაიზარდა და კომფორტული გახდა ავტომობილის შესაძლებლობები ქალაქის გზებსა თუ უგზოობაზე. პრემიუმ კლასის სპორტქარი აღჭურვილია მაღალი გაფართოების HD-Matrix-LED ფარებით, რაც ნებისმიერ სიტუაციაში იდეალურ განათებას უზრუნველყოფს. პირველად სწორედ ახალ კაიენში გამოჩნდა მძღოლის გვერდით მჯდომი მგზავრისთვის განკუთვნილი გასართობ-საინფორმაციო სისტემა ვიდეოსტრიმინგის ფუნქციით.
გარდა ამისა, პორშემ ახალ კაიენში მაჩვენებელთა დაფის, ხელსაწყოთა პანელის, ეკრანისა და მისი მომსახურების სრულიად ახალი, ინოვაციური კონცეფცია წარმოადგინა, რომელსაც Porsche Driver Experience ეწოდება. ახალი კაიენის მფლობელების განკარგულებაში იქნება ასევე გაუმჯობესებული ასისტენტ სისტემების საკმაოდ დიდი არჩევანი.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, Tegeta Cars-ში შემავალი კომპანია „პორშე ცენტრი თბილისი“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















