„ავტომობილით გადაადგილებისას რისკზე წასვლა არ ღირს!“ – დათა ქაჯაია „თეგეტა მოტორსის“ კამპანიას შეუერთდა
საქართველო, თბილისი - 16:30 | 26.07.2023 ნანახია: 3269
ზაფხულის დასვენების დაგეგმვას ადამიანთა უმრავლესობა ძალიან დიდ დროსა და რესურსს უთმობს. ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ იმ რამდენიმე დღემ თუ კვირამ, რომელსაც მთელი წელი ელოდა იდეალურად ჩაიაროს და ბედნიერ მოგონებად დარჩეს. თუმცა ამ დიდი ორომტრიალის დროს ძალიან ცოტა ადამიანს ახსენდება, რომ ნანატრი დასვენება ავტომობილში ჩასხდომით იწყება. იმისათვის რომ ამ პერიოდმა მშვიდად, ლაღად, უსაფრთხოდ ჩაიაროს და რაც მთავარია ასევე, უსიამოვნებით არ დაიწყოს, პირველ რიგში, გამგზავრებამდე აუცილებელია ავტომობილის მომზადება. საჭიროა შემოწმდეს და საჭიროების შემთხვევაში, შეიცვალოს პროდუქტები: საბურავები, აკუმულატორი, ზეთი და სამუხრუჭე სისტემა.
ავტომრბოლელ დათა ქაჯაიას ეს საკითხი უყურადღებოდ, რა თქმა უნდა, არასდროს დაუტოვებია, თუმცა სხვა ადამიანებისთვის ძალიან ხშირად უწევს იმის ახსნა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს იმ დეტალებს, რომლებსაც ხშირად ყურადღების მიღმა ტოვებენ. სხვადასხვა საფრთხის შესახებ გაფრთხილებას და მის რჩევებს, როგორც ამბობს, ხშირად ითვალისწინებენ, სწორედ ამიტომ კარგად ესმის, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამაზე საუბარს და თითოეული ადამიანისთვის იმის შეხსენებას, რომ „რისკზე წასვლა არ ღირს!“ - ამიტომაც შეუერთდა „თეგეტა მოტორსის“ ახალ კამპანიას, რომელიც მძღოლებს ავტომობილის სეზონური გამართვისკენ მოუწოდებს.
დათა ქაჯაია, ავტომრბოლელი: „ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით დიდი დროის გატარება გვიწევს ავტომობილში. როცა ოჯახთან ერთად გადავადგილდებით დიდი დატვირთვა აქვს ავტომობილს, ამასთან სიცხეც ზემოქმედებს მასზე და სწორედ ამიტომ მეტი სიფრთხილეა საჭირო. გამგზავრებამდე აუცილებელია მანქანას სრული შემოწმება ჩაუტარდეს.
ავტომობილში ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული და ერთი დეტალის მწყობრიდან გამოსვლა დიდ პრობლემებს ქმნის. უმნიშვნელოვანესია გვქონდეს კარგი საბურავები და გამართულად მუშაობდეს სამუხრუჭე სისტემა. სამუხრუჭე სისტემა კი მხოლოდ ხუნდები და დისკების ცვეთა არ არის. მისი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სამუხრუჭე სითხეა, რომლის ვარგისიანობასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სისტემის ეფექტური მუშაობისათვის. ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ წყლის სისტემას და აკუმულატორის გამართულობას. სამწუხაროდ, ბევრმა მძღოლმა ისიც კი არ იცის, რომ საბურავი სეზონის მიხედვით სჭირდება ავტომობილს და ზაფხულში ზამთრის, ან პირიქით გამოყენება დაუშვებელია.
„ხუთი წელია ზეთი არ შემიცვლია და მშვენივრად დავდივარ“ - მსგავსი ფრაზებიც ბევრჯერ გამიგია და შესაძლოა ისეთები მართლა არსებობენ, ვისაც რაღაც მხრივ გაუმართლა. მაგრამ ამ შემთხვევებს სტატისტიკაში ვერ შევიტანთ. აუცილებელია დავიცვათ რეკომენდაციები და დროულად შევცვალოთ ზეთები, წინააღმდეგ შემთხვევაში ზიანდება ჩვენი ავტომობილის ძრავი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გამოვიდეს მწყობრიდან და გაჩერდეს ავტომობილი. ზეთი ძრავის მთავარი კომპონენტია, რომელიც მას ამუშავებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეთის შეცვლის საჭიროება მხოლოდ მის გარბენზე არაა დამოკიდებული. ზეთის ჩასხმიდან ერთი წლის ვადაში მისი შეცვლა აუცილებელია, რადგან ვადის ამოწურვის შემდეგ ის კარგავს თავის თვისებებს, მიუხედავად იმისა რამდენი გაიარა ავტომობილმა.“
უამრავი მიზეზი არსებობს, რის გამოც ადამიანები ავტომობილის სეზონური მომზადების საკითხს არასერიოზულად ეკიდებიან. უმრავლესობა სწორედ სტერეოტიპების მსხვერპლია, ზოგი დროის სიმცირეს იმიზეზებს, ზოგიც ფინანსურ პრობლემებს, ბევრს კი უბრალოდ არ ესმის მანქანის საჭიროებები და ვერ ხვდება რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ დეტალების გაუთვალისწინებლობას. არაკომპეტენტური მოსაზრებები, მითები და არარსებულ გამოცდილებებზე დაფუძნებული ისტორიები ხშირად უბიძგებს მძღოლებს უგულებელყონ პროფესიონალების რეკომენდაციები, თავი აარიდონ ავტომობილის სეზონურ შემოწმებას და დასვენების გეგმების გარდა, როგორც საკუთარი, ისე გარშემომყოფების სიცოცხლე, რისკის ქვეშ დააყენონ.
დათა ქაჯაია, ავტომბრბოლელი: „ძალიან მნიშვნელოვანია შეხსენება და კიდევ ერთხელ ყველასთვის იმის თქმა, თუ რამხელა პასუხისმგებლობას წარმოადგენს მანქანით გადაადგილება. ეს არის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ამაზე მხოლოდ ჩვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ არის დამოკიდებული. მით უფრო ბოლო პერიოდში, როცა ჩვენი ქალაქის ქუჩები და ქვეყნის ავტომაგისტრალები ავტომობილებით გადაჭედილია. რისკი ყოველ ნაბიჯზეა და მოუმზადებელი, გაუმართავი ავტომობილი ძალიან დიდი საფრთხის მომტანია.
„არ მოვემზადები და ვიცი, მაინც არაფერი მოხდება“ ამ ფიქრით და გადამეტებული ოპტიმიზმით ცხოვრებას, სჯობს კარგად გავიაზროთ, გავიხსენოთ თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს და ისე ვიმოქმედოთ.“
„თეგეტა მოტორსისთვის“ უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა, სწორედ ამიტომ კომპანია კვლავაც გააგრძელებს მძღოლების გაფრთხილებას და მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბის შეხსენებას, რომ „რისკზე წასვლა არ ღირს!“
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















