საქართველოს ბანკისა და VISA – ს მხარდაჭერით ProdAct Community – ის ღონისძიება “გადახდების როლი პროდუქტის მენეჯმენტში” გაიმართება
საქართველო, თბილისი - 17:21 | 24.07.2023 ნანახია: 2347
საქართველოს ბანკი როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ციფრული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და VISA - ს მხარდაჭერით, ProdAct Community - ის ღონისძიება “ გადახდების როლი პროდუქტის მენეჯმენტში“ 26 ივლისს, ტექნოპარკში გაიმართება.
ღონისძიებაზე სპიკერები ისაუბრებენ პროდუქტების მენეჯმენტზე, ფინტექ პროდუქტებისა და გადახდებისა მნიშვნელობაზე, თუ რა როლს ასრულებს გადახდები ციფრული პროდუქტების შექმნის პროცესში. ასევე, განიხილავენ გადახდების გლობალურ ტრენდებს, ამ მიმართულებით შექმნილ ახალ პროდუქტებს და მათ სამომავლო განვითარებას.
მოწვეულ სპიკერებს შორის არის საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის Product Owner - ი ანი მამფორია, რომელიც საქართველოს ბანკის მიერ სულ ცოტა ხნის დანერგილ პროდუქტზე - ეგრევე 24/7- ზე ისაუბრებს.
„მოხარული ვარ რომ სპიკერის როლში უნდა ვისაუბრო იმ ინოვაციურ პროდუქტზე, რომელიც საქართველოს ბანკის მობილბანკით ბანკებს შორის თანხის ეგრევე გადარიცხვას 24/7-ზე ხდის შესაძლებელს. ჩვენ, როგორც მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული ბანკი, მუდმივად ვზრუნავთ, რათა გავაუმჯობესოთ მათი გამოცდილება, დაზოგონ დრო და მიიღონ მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო სერვისები. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ამ პროდუქტის შექმნა. გვინდა დამსწრე საზოგადოებას გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და გამოწვევები, რომელიც გადავლახეთ პროდუქტის შექმნის პროცესში”- განაცხადა ანი მამფორიამ, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის Product Owner - მა
ღონისძიებაზე სპიკერის რანგში ნათია გავარდაშვილი Visa Caucasus- ის ბიზნეს განვითარების ლიდერი ისაუბრებს ისეთ თემაზე როგორიცაა- გადახდის მოწინავე ტენდენციების შესწავლა
(Exploring Cutting-Edge Payment Trend)
სპიკერების გამოსვლის შემდეგ ღონისძიება პანელური დისკუსიით გაგრძელდება. მას მოდერატორობას ProdAct Community-ის წარმომადგენელი, ლუკა ლომსაძე გაუწევს. პანელის მონაწილეები კი იქნებიან:
მარიამ სილაგაძე - გადახდების ტრაიბის ლიდერი, Adjarabet;
მარიამ ცერცვაძე - საქართველოს ბანკის დომეინ ექსპერტი;
ქეთი ქარსელაძე - Citypay.io-ს მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი.
ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















