რისკები, რომლებიც ავტომობილში არასაკმარისი, ძველი ან შეუსაბამო ზეთის გამოყენებას ახლავს
საქართველო, თბილისი - 17:34 | 04.07.2023 ნანახია: 2091
ზაფხული ის დროა, როდესაც ყველა ჩვენგანი შვებულებისთვის ემზადება, არჩევს სასურველ ლოკაციებს და დასვენების საუკეთესო შესაძლებლობას ეძებს. შვებულებისთვის სამზადისში არ უნდა გამოგვრჩეს, რომ იდეალური დასვენების ერთ-ერთი მთავარი პირობა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებაა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ზაფხულში გზებზე მოძრაობა აქტიურდება და ადამიანების უმეტესობა ავტომობილით ყველაზე მეტ დისტანციას სწორედ ამ პერიოდში ფარავს, მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ ავტომობილი გამართულ მდგომარეობაშია.
მიუხედავად ამისა, ბევრი მძღოლი ავტომობილის სეზონურად გამართვის საჭიროებას ვერ ხედავს. საზოგადოებაში გავრცელებულია სხვადასხვა არასწორი სტერეოტიპი ამ საკითხთან დაკავშირებით. ალბათ, ხშირად გსმენიათ, რომ სეზონურად ავტომობილის სხვადასხვა დეტალის შემოწმება ზედმეტი დროისა და ფინანსების ხარჯვაა. ამის დასტურად კი მძღოლებს ზოგჯერ ცალკეული ისტორიებიც მოჰყავთ ხოლმე იმის შესახებ, რომ კონკრეტულ მძღოლს გაუმართავი ავტომობილით გადაადგილებისას გზაზე უსიამოვნება არ შეემთხვა. რეალურად კი, ასეთი ერთეული ისტორიების განზოგადება არაგონივრულია და უპასუხისმგებლო ქმედებით საკუთარი თუ სხვისი უსაფრთხოება რისკის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც სეზონურად გადამოწმებას საჭიროებს, ძრავის ზეთი და მისი დროული განახლებაა.
არსებობს რამდენიმე მიზეზი, რატომ არის აუცილებელი ძრავის ზეთის შემოწმება გარკვეული პერიოდულობით.
ძრავის დეტალების ცვეთა
ძრავის ზეთის მთავარი თვისება მისი დეტალების შეპოხვაა. ავტომობილის დაქოქვის მომენტიდან მის ჩაქრობამდე ძრავის ყველა შიდა დეტალი გამუდმებით მოძრაობს. რომ არა ზეთი და მისი შეპოხვის უნარი, ყველა დეტალი მალევე გაცვდებოდა, დაზიანდებოდა და ძრავაც, შესაბამისად, ვეღარ იმუშავებდა. სწორედ ზეთი უზრუნველყოფს ამ დეტალების თავდაპირველი მდგომარეობის შენარჩუნებას.
ზეთის შეცვლის საჭიროება მხოლოდ გარბენზე არ არის დამოკიდებული. ზეთის ჩასხმიდან 1 წლის ვადაში მისი შეცვლა აუცილებელია — იმის მიუხედავად, რამდენ კილომეტრს გაივლით. ამის მიზეზი კი ისაა, რომ 1 წლის შემდეგ ზეთი უმთავრეს თვისებებს — ძრავის დეტალების შეპოხვის, ცვეთის შემცირებისა და ტემპერატურის შენარჩუნების უნარს კარგავს.
ზაფხულის სეზონზე, მაღალი ტემპერატურის პირობებში კი, ზეთს თავისი ფუნქციების შესრულება კიდევ უფრო უჭირს. განსაკუთრებით შორ გზაზე გადაადგილებისას — როცა ძრავის გადახურებისა და დაზიანების რისკი კიდევ უფრო იზრდება.
ძრავის გადახურება
ძრავის ზეთს აქვს თვისება, გაუძლოს ძრავაში შექმნილ მაღალ ტემპერატურას, შთანთქას ის და ამ პირობებშიც შეინარჩუნოს შეპოხვის უნარი. თუკი დროულად არ ვიზრუნებთ მის შეცვლაზე, რესურსამოწურული ზეთი დროთა განმავლობაში ძრავის სერიოზულ დაზიანებას გამოიწვევს, მისი შეკეთება კი საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
საწვავის მოხმარების ზრდა
ძრავის ზეთს, ისევე როგორც ავტომობილის შემადგენელ ყველა დეტალს, აქვს გარკვეული რესურსი, რომლის ამოწურვის შემდეგაც ის კარგავს თავის თვისებებს და, შესაბამისად, ვეღარ იცავს ძრავის დეტალებს დაზიანებისაგან. როდესაც ძრავის ზეთს სამუშაო რესურსი ამოეწურება, კარგავს სიბლანტეს, შედეგად კი დეტალები კარგად ვეღარ იპოხება და უფრო მეტი ენერგია სჭირდება შესაბამისი სიმძლავრის გამოსამუშავებლად. ამიტომ საწვავის მოხმარებაც შესამჩნევად იმატებს.
გამონაბოლქვის დონის ზრდა და გარემოს დაბინძურება
თუკი ზეთის შეცვლაზე დროულად არ ვიზრუნებთ, ძრავის მნიშვნელოვანი დეტალების დაზიანებას გვერდს ვერ ავუვლით. ასევე დიდია რისკი, რომ დაზიანების შემდეგ ზეთმა გაჟონვა დაიწყოს და ამით გარემო დავაბინძუროთ. ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი გამონაბოლქვის დონესაც გაზრდის.
ჩამოთვლილი მიზეზების გათვალისწინებით, ძრავის ზეთის დროული შეცვლა თქვენი ავტომობილის ძრავას დაზიანებისაგან დაიცავს და გარემოზეც ნაკლები უარყოფითი ზეგავლენა ექნება.
„თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ძრავის ზეთების ფართო ასორტიმენტი დაგხვდებათ. ივლისში პრემიუმ ხარისხის ზეთებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს. მეტი კომფორტისთვის კი შესაძლებელია, დისტანციური სერვისებით, პერსონალური მენეჯერის მომსახურებით ან ონლაინ ჯავშნით ისარგებლოთ.
პოლიტიკა
- უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც შემდეგ, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ - ირაკლი კობახიძე
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და ძვირადღირებული ტექნიკა მოიპარა
- სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავა
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















