საქართველოს ბანკის და წიგნების თაროს ინიციატივით, „სტუდენტური პოდკასტების“ სერია იწყება
საქართველო, თბილისი - 12:18 | 04.07.2023 ნანახია: 1883
საქართველოს ბანკი მიზანდასახული, მოტივირებული ახალგაზრდებისთვის განვითარებისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობისთვის შესაძლებლობებს ქმნის.
თუ გიყვარს ლიტერატურა, გინდა უფრო მეტი გაიგო საყვარელი მწერლების შესახებ, აღმოაჩინო ახალი წიგნები და მარტივად იპოვო პასუხი კითხვაზე „ახლა რა წავიკითხო?“, მაშინ შემოგვიერთდი Spotify-ზე ან Soundcloud-ზე. ჩვენ „წიგნების თაროს სტუდენტური პოდკასტს“ ვიწყებთ.
საქართველოს ბანკისა და წიგნების თაროს ინიციატივით, კითხვის მოყვარულთათვის თანამედროვე და კლასიკური შედევრების, ბესტსელერებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების შესახებ „წიგნების თაროს სტუდენტური“ პოდკასტი შეიქმნა. პოდკასტის მეშვეობით შეგიძლია, მიიღო მოკლე და ამომწურავი ინფორმაცია წიგნების შესახებ, აღმოაჩინო ახალი მწერლები და იმოგზაურო ლიტერატურის სამყაროში საინტერესო სტუმრებთან ერთად. პოდკასტის წამყვანები წიგნების თაროს ყოფილი მონაწილეები - ანა ჯაფარიძე, გოგა გუგავა და შაკო ბრეგაძე არიან. პოდკასტის სერია 10 ეპიზოდს გააერთიანებს, რომელთა ხანგრძლივობა 30 წუთი იქნება.
„საქართველოს ბანკის გუნდის მთავარ ღირებულებას განათლება წარმოადგენს, სწორედ ამიტომ მიზნად ვისახავთ, ახალგაზრდებს მივცეთ განვითარების, ახალი აღმოჩენებისა და შემეცნების შესაძლებლობა. ამისათვის კი არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ინიციატივას ვუჭერთ მხარს. წიგნების თაროსთან ჩვენი თანამშრომლობა უკვე მრავალ წელს ითვლის, ერთობლივად კი არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, რომელთა მიზანს ახალგაზრდებში ზოგადი განათლების ხელშეწყობა წარმოადგენდა. ვფიქრობთ, „წიგნების თაროს სტუდენტური პოდკასტი“ ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მიღების საინტერესო შესაძლებლობაა, რომელიც ერთ სივრცეში უყრის თავს მათ თანატოლებს, ლიტერატურის მცოდნეებსა და მწერლებს, მათთვის საინტერესო წიგნებსა და ავტორებზე სასაუბროდ. ჩვენ კი არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი 2020 წლიდან აქტიურად უჭერს მხარს წიგნების თაროს. პარტნიორობის ფარგლებში, სატელევიზიო პროექტში 223-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.
ამასთან, საქართველოს ბანკისა და წიგნების თაროს თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი ინიციატივა განხორციელდა, მათ შორის შეიქმნა „წიგნების თაროს ონლაინ სკოლა“ მოსწავლეებისთვის, სადაც ახალგაზრდებს უტარდებოდათ არაფორმალური გაკვეთილები და სხვადასხვა კურსები, მათ შორის: მითოლოგიის, ცივილიზაციების, კოსმოსის, ადამიანის ჯანმრთელობის, რიტორიკული აზროვნებისა თუ საუბრის ხელოვნების მიმართულებით. მთელი ქვეყნის მასშტაბით „წიგნების თაროს ონლაინ სკოლაში“ მონაწილეობა 1336-მა მოსწავლემ მიიღო.
საქართველოს ბანკისა და წიგნების თაროს თანამშრომლობა კვლავ გრძელდება და მომავალში კიდევ უფრო მეტ საინტერესო ინიციატივას გვპირდება.
პოლიტიკა
- უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც შემდეგ, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ - ირაკლი კობახიძე
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და ძვირადღირებული ტექნიკა მოიპარა
- სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავა
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















