მოგზაურობის 25 წელი - „თეგეტა მოტორსი“ და „ბრიჯსტოუნი“ თანამშრომლობის საიუბილეო თარიღს აღნიშნავენ
საქართველო, თბილისი - 18:25 | 03.07.2023 ნანახია: 1569
ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა“ მსოფლიოში საბურავების მწარმოებელი წამყვანი ბრენდის „ბრიჯსტოუნის“ ოფიციალური დილერი საქართველოში 1998 წელს გახდა. ეს ისტორიული ხელშეკრულება „თეგეტამ“ დაარსებიდან ზუსტად 3 წელში გააფორმა.
25 წლის წინათ იაპონური ბრენდისთვის კავკასიის რეგიონში პირველი შეკვეთა სატვირთო და მსუბუქი ავტომობილებისთვის განკუთვნილი 500 ცალი საბურავი იყო. საუკუნის მეოთხედის შემდეგ კი, 2022 წელს, „თეგეტა მოტორსის“ მიერ საქართველოში გაყიდული „ბრიჯსტოუნის“ საბურავების მაჩვენებელი 71 000 ცალი გახლდათ, ხოლო მიმდინარე წელს მხოლოდ 6 თვის განმავლობაში - 40 000 ცალი.
სწორედ „ბრიჯსტოუნთან“ დადებული ხელშეკრულებით დაიწყო „თეგეტამ“, რომელიც იმ პერიოდში ავტოინდუსტრიაში ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამდა, საერთაშორისო მასშტაბის პრემიუმ ბრენდთან თანამშრომლობა. ახლა „თეგეტა“ ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიაა რეგიონის მასშტაბით, „ბრიჯსტოუნი“ კი - საბურავების მიმართულებით მსოფლიო გიგანტი ბრენდი.
25-წლიანი წარმატებული თანამშრომლობის პარალელურად, „თეგეტა მოტორსი“ რეგიონში დღემდე იაპონური კომპანიის ყველაზე მსხვილ პარტნიორად რჩება.
დავით ჩხაიძე, „თეგეტა პრაიმ პროდაქტსის“ დირექტორი: „90-იანი წლების მიწურულს, მოძველებული ავტოპარკის პირობებში, ქართულ ბაზარზე იაპონური პრემიუმ ხარისხის საბურავების შემოტანა მაღალ რისკებთან იყო დაკავშირებული, თუმცა ორივე კომპანიის უდიდესი ძალისხმევის შედეგად დღეს „ბრიჯსტოუნის“ საბურავების გაყიდვების წილი ყველაზე დიდია სხვა ბრენდებთან მიმართებით. განვლილი 25 წელი უმნიშვნელოვანესი პერიოდი იყო ორივე ბრენდის განვითარებისა და პოზიციონირებისთვის, ასევე მათი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. პრემიუმ კლასის საბურავების ბრენდის საქართველოში შემოტანა უდიდესი მნიშვნელობის მოვლენად იქცა როგორც ადგილობრივი ავტოინდუსტრიისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის“.
კომპანია „ბრიჯსტოუნი“ 1931 წელს იაპონიაში, ქალაქ კურუმეში დაარსდა. ის საბურავებს აწარმოებს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებისთვის. დღეს კომპანიას მსოფლიოში დაახლოებით 150 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. მისი მთავარი მახასიათებლები წარმოების ხარისხი და ინოვაციურობაა.
„ბრიჯსტოუნის“ საბურავების უპირატესობებს შორისაა: გამძლეობა და მდგრადობა; საწვავის ეკონომია; ნებისმიერ გარემოში უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება. უსაფრთხოება და უმაღლესი სტანდარტი საქმიანობასა და პროდუქტში „ბრიჯსტოუნისა“ და „თეგეტას“ თანამშრომლობის განმსაზღვრელი პირობაა.
სწორედ ამ სტანდარტს პასუხობს ბრენდის სხვადასხვა ტიპის საბურავი - ზამთრისთვის, ზაფხულისთვის, სველი ან თოვლიანი გზისთვის, სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილი საბურავები უსაფრთხო, საიმედო და კომფორტული მგზავრობის ყველა პირობას ქმნის. გარდა ამისა, „ბრიჯსტოუნის“ ინოვაციური მიდგომებით შექმნილი საბურავები მომხმარებლებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ემსახურება.
დავით ჩხაიძე, „თეგეტა პრაიმ პროდაქტსის“ დირექტორი: „სწორედ ღირებულებებისა და მდგრადი ხედვის თანხვედრა იქცა „ბრიჯსტოუნისა“ და „თეგეტას“ გადაკვეთის მთავარ წერტილად, რამდენადაც ორივე კომპანიისთვის ეკოლოგიასა და მომხმარებელზე ზრუნვა მთავარი მიზანია. სწორედ ამ მიდგომებმა განსაზღვრა „თეგეტასა“ და „ბრიჯსტოუნის“ წარმატებული თანამშრომლობა. „ბრიჯსტოუნის“ საბურავების საქართველოში შემოტანით „თეგეტა მოტორსმა“ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება საკუთარ ღირებულებებზე: ხარისხი, უსაფრთხოება, მდგრადი განვითარება, კომფორტი. წარმატებული თანამშრომლობის დასტურია ისიც, რომ 2005 წელს „თეგეტა მოტორსის“, როგორც „ბრიჯსტოუნის“ დილერის, სტატუსი მისი ოფიციალური დისტრიბუტორობით შეიცვალა“.
„თეგეტასა“ და „ბრიჯსტოუნის“ 25-წლიანი წარმატებული თანამშრომლობის ნაწილია მათი საერთო ღონისძიება Bridgestone Black Sea Cup, რომელიც საქართველოში 2006-იდან 2017 წლის ჩათვლით იმართებოდა. ავტორბოლაში მონაწილეობდა ყველა, ვისაც მართვის მოწმობა ან პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზია ჰქონდა. მასშტაბური ღონისძიების მთავარი მიზანი „ბრიჯსტოუნის“, როგორც პრემიუმ ბრენდის, პოპულარიზაცია, ავტოსპორტის განვითარების მხარდაჭერა და ახალგაზრდა თაობაში მისი პროპაგანდა იყო.
მნიშვნელოვანი თარიღის, „თეგეტასა“ და „ბრიჯსტოუნის“ 25-წლიანი თანამშრომლობის აღსანიშნად საქართველოში მთელი თვის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობაა დაგეგმილი.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















