საქართველოს ბანკის მობილბანკით ბანკებს შორის თანხის მომენტალური გადარიცხვა 24/7-ზეა შესაძლებელი
საქართველო, თბილისი - 10:38 | 15.06.2023 ნანახია: 1133
საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შექმნაზე მუშაობას, რათა მომხმარებლისთვის საბანკო ოპერაციების განხორციელების პროცესი კიდევ უფრო მეტად მარტივი და კომფორტული გახადოს.
სწორედ ამ მიზნით, ამიერიდან საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მობილბანკით ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ბანკიდან გადმოიტანონ თანხა საკუთარ ანგარიშზე და ის ბარათზე მომენტალურად აისახება.
მობილბანკის მეშვეობით სხვა ბანკიდან თანხის საქართველოს ბანკის ანგარიშზე გადმორიცხვისთვის, გადახდა/გადარიცხვების გვერდზე მომხმარებელმა უნდა აირჩიოს თანხის შეტანა, შეიყვანოს იმ ბარათის მონაცემები, რომლიდანაც აპირებს ტრანზაქციის განხორციელებას და მიუთითოს სასურველი თანხის მოცულობა. ოპერაციის დადასტურების შემდეგ, თანხა მომენტალურად აისახება მის ანგარიშზე. ამასთან, ბარათის ფავორიტებში დამატების შემთხვევაში ტრანზაქციის განხორციელება ავტომატურად, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით იქნება შესაძლებელი.
ამასთანავე, მომხმარებლებს შეუძლიათ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში გადარიცხონ თანხა სხვა ბანკში საქართველოს ბანკის ანგარიშიდან და ის მიმღების ბარათზე მომენტალურად აისახება. პროცესების გასამარტივებლად კი, თანხის გადარიცხვა მობილურის ნომრით არის შესაძლებელი.
გადარიცხვის განსახორციელებლად რამდენიმე მარტივი ნაბიჯი არის საჭირო: მობილბანკში აირჩიეთ სხვა ბანკში გადარიცხვა, შემდეგ - გადარიცხვა მობილურის ნომრით და შესაბამის ველში მიუთითეთ მიმღების მობილური ნომერი, გადასარიცხი თანხის ოდენობა და ოპერაციის დადასტურების შემდეგ, თანხა მიმღების ბარათზე აისახება.
მიმღებს კი მიუვა ტექსტური შეტყობინება თანხის მოცულობისა და გამგზავნის შესახებ. ასევე გაეგზავნება ბმული, რომლის გახსნის შემდეგაც გადამისამართდება ვებგვერდზე https://egreve.bog.ge/ სადაც დაამატებს იმ ბარათის მონაცემებს, რომელზეც თანხა უნდა დაირიცხოს. მონაცემების დადასტურების შემდეგ კი თანხა ბარათზე მომენტალურად აისახება. მიმღებს ლინკის გამოყენებით თანხის ბარათზე გადმოსატანად 24 საათი აქვს. ხოლო, ბარათის ფავორიტებში დამატების შემთხვევაში, ყოველი შემდგომი გადარიცხვისას, თანხა ავტომატურად აესახება ბარათის ანგარიშზე.
„საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს, მომხმარებელს შესთავაზოს ისეთი ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც მათთვის ყოველდღიურ საბანკო პროცესებს გაამარტივებს. ამისათვის, ჩვენ მომხმარებელს განახლებულ ფულადი გადარიცხვების ელექტრონულ სისტემას ვთავაზობთ, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მათ, განახორციელონ საბანკო ტრანზაქციები მომენტალურად - დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სულ რამდენიმე წუთში საქართველოს ბანკის ანგარიშზე მიიღონ თანხა ნებისმიერი ბანკიდან და ამასთან, თავად განახორციელონ მომენტალური გადარიცხვა ნებისმიერი სხვა ბანკის ბარათზე. შედეგად, ჩვენ ხელს ვუწყობთ მომხმარებელს, დაზოგონ დრო და მიიღონ მათზე მორგებული საბანკო სერვისები. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ მომხმარებლისთვის ახალი, ინოვაციური და თანამედროვე სერვისების შექმნაზე მუშაობას“, - აღნიშნავს მაიკო გორგილაძე, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
პოლიტიკა
- უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც შემდეგ, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ - ირაკლი კობახიძე
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და ძვირადღირებული ტექნიკა მოიპარა
- სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავა
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















