საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართული ეკონომიკის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია
საქართველო, თბილისი - 13:06 | 14.06.2023 ნანახია: 1159
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 12 ივნისს ეკონომიკის ოლიმპიადის ფინალური ტური გაიმართა, რომელში მონაწილეობაც 10 საუკეთესო შედეგის მქონე ნახევარფინალისტმა მიიღო. მათგან ჟიურის წევრებმა 5 გამარჯვებული გამოავლინეს, რომლებიც ჯერ ეკონომიკის საზაფხულო ბანაკში, შემდეგ კი სლოვაკეთში, საერთაშორისო რაუნდში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადა სამ ეტაპად მიმდინარეობდა. პირველ ტურში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით მე-10, მე-11 და მე-12 კლასის 291 სკოლის 1300-მდე მოსწავლემ მიიღო. პირველ რაუნდში მოსწავლეებმა ონლაინ ტესტირება გაიარეს და 25 დახურულ შეკითხვას უპასუხეს, შედეგად, მეორე ტურში 230 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდა გადავიდა.
ნახევარფინალი თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც ახალგაზრდებს, ტესტირების პარალელურად, შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ პანელურ დისკუსიებში ეკონომიკისა და ფინანსების მართვის შესახებ.
სესიებს ატარებდნენ ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია Economic Fundamentals Initiative-ის წარმომადგენლები რენდალ ფილერი, ჯოსეფ კალჰოუნი და ტაუნი ფერარინი.
ფინალური ტურის ფარგლებში, საუკეთესო შედეგის მქონე 10-მა მოსწავლემ ჟიურისთან გაიარა გასაუბრება, შედეგად კი 5 გამარჯვებული გამოვლინდა: ნიკა ვანაძე, კლიმენტი ბერულავა, გუკა ცაგარეიშვილი, ანი გვარამაძე, ნიკოლოზ ყორანაშვილი.
ახლა გამარჯვებულები ეკონომიკის საზაფხულო ბანაკში გაივლიან გადამზადებას, გაეცნობიან ეკონომიკის საფუძვლებს, დაესწრებიან ტრენინგებს და მოემზადებიან საერთაშორისო ტურში მონაწილეობის მისაღებად, სადაც ისინი 17 ქვეყნის გამარჯვებულებთან ერთად იასპარეზებენ.
„საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ეკონომიკური, ფინანსური და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობას. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი „ეკონომიკის ოლიმპიადის“ გენერალური სპონსორია. გვჯერა, რომ აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ახალგაზრდების ეკონომიკით დაინტერესების პროცესში, რაც თავის მხრივ, სამოქალაქო ცნობიერების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული ინიციატივის წარმატებას კი ოლიმპიადისადმი მოსწავლეების მიერ გამოვლენილი ინტერესიც მოწმობს - დარეგისტრირებულ მოსწავლეთა რაოდენობით საქართველო რეგიონში პირველ ადგილს იკავებდა. ჩვენ ძალიან გვახარებს ეს ფაქტი და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზარდება ეკონომიკით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობა. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ახალი ინიციატივების მხარდაჭერას და მოსწავლეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ლომთაძემ.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის ოლიმპიადა ეკონომიკური განათლების ინსტიტუტის (INEV) პროექტის „ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადა“ ფარგლებში INEV-ის მოდელით მათი მანდატის ქვეშ იმართება, რომელსაც ლოკალურად საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi) ექსკლუზიური უფლებით ახორციელებს.
ეკონომიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი, მხარდამჭერები არიან Economic Fundamental Initiative (EFI) და თავისუფალი უნივერსიტეტი, ოლიმპიადის მედია პარტნიორია ბიზნეს მედია საქართველო (BMG), ოლიმპიადის სოციალური მედია პარტნიორია ორჯერ ორი (2x2).
პოლიტიკა
- უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც შემდეგ, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ - ირაკლი კობახიძე
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და ძვირადღირებული ტექნიკა მოიპარა
- სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავა
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















