„თეგეტა აკადემიამ“ USAID-ის მხარდაჭერით მძიმე ტექნიკის ოპერატორებისთვის სასწავლო პროგრამის სიმულატორი წარადგინა
საქართველო, თბილისი - 17:21 | 13.06.2023 ნანახია: 1133
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანია „თეგეტა აკადემიამ“ მძიმე ტექნიკის ოპერატორების გადამზადების პროგრამის ძირითადი ეტაპის პრეზენტაცია გამართა. კურსის მთავარი სიახლე უმაღლესი ხარისხისა და ფუნქციონალის მქონე სპეცტექნიკის სიმულატორი იქნება, რომელიც „თეგეტა აკადემიამ“ USAID-ის პროგრამის ფარგლებში შეიძინა.
მძიმე ტექნიკის ოპერატორების მომზადება/გადამზადების პროგრამის შემუშავება „თეგეტა აკადემიამ“ 2022 წელს დაიწყო. პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამის - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ($24 მილიონი აშშ დოლარი) ფარგლებში ხორციელდება.

მარიკა ოლსონი, USAID/საქართველოს ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი: „მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენი და „თეგეტას“ პარტნიორობის მეორე ფაზა დავიწყეთ. პირველ ეტაპზე, საპილოტო პროგრამის განმავლობაში, ტრენინგები სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სიმულაციურ სწავლებაზე უკვე ჩატარდა. დღეს კი სიმულატორის გამოყენებით სამ-სამ ახალ ტრენინგს ვიწყებთ. ეს არის უდიდესი მიღწევა და საშუალებას აძლევს ქვეყანას, განაახლოს და აღადგინოს მნიშვნელოვანი სფეროები, დაიწყოს მშენებლობასა და რეაბილიტაციაში კიდევ უფრო დიდი ნაბიჯების გადადგმა.
ჩვენ კერძო სექტორის ჩართულობით ვცდილობთ, საქართველოში შევქმნათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის განვითარებაზე დადებითად აისახება. „თეგეტა აკადემიის“ სპეცტექნიკის ოპერატორების მოსამზადებელი კურსი სიმულატორის გამოყენებით რამდენიმე კვირაში დაიწყება და იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება“.
USAID-ის 192 000-დოლარიანი გრანტის ფარგლებში, „თეგეტა აკადემიამ“ მძიმე ტექნიკის ოპერატორებისთვის მომზადება-გადამზადების პროგრამები თავის პარტნიორებთან - ინფრასტრუქტურის მშენებელთა კომპანიების ასოციაციასთან და Tegeta Construction Equipment-თან ერთად შეიმუშავა. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 385 000 დოლარი იყო.

ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „თეგეტა აკადემიისთვის“ პროფესიული უნარების განვითარებაზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია. აკადემიამ აღნიშნული პროექტის პირველ ეტაპზე გუნდი გადაამზადა, პროგრამები შეიმუშავა, სიმულატორი შეიძინა, სხვადასხვა დამსაქმებელთან პარტნიორობა განამტკიცა და 10 კომპანიასთან მემორანდუმი გააფორმა. თეორიული, სიმულაციური და პრაქტიკული სწავლების ერთობლიობა ყველაზე ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული გზაა სასწავლო პროგრამების შემუშავების პროცესში, რაც მძიმე ტექნიკის ოპერატორებს შესაბამის ცოდნას მისცემს და საჭირო უნარს გამოუმუშავებს, რათა ისინი კომპეტენტურ და კვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ. ამ პროგრამაზე სწავლა ივლისში დაიწყება“.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა დამსაქმებლების კვლევა და გამოიკვეთა ბაზარზე არსებული საჭიროებები კვალიფიციური ოპერატორების კუთხით; კვლევის საფუძველზე კი შემუშავდა მომზადებისა და გადამზადების სამ-სამი პროგრამა ექსკავატორის, ექსკავატორ-დამტვირთველისა და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორებისთვის.
თეორიული სწავლების პროცესში მსმენელები დაეუფლებიან აღჭურვილობების საბაზისო სტრუქტურას, მოვლისა და ექსპლუატაციის წესებს, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტებს. „თეგეტა აკადემიის“ მიერ შეძენილი მძიმე ტექნიკის სიმულატორის საშუალებით კი მსმენელები სრულყოფილ და სიღრმისეულ კომპეტენციას შეიძენენ.
გიორგი ცინარიძე, „თეგეტა აკადემიის“ კომერციული პროექტების განვითარების სამსახურის უფროსი: „საქართველოში მართვის მოწმობა სპეცტექნიკის ოპერატორებისთვის პრაქტიკული ცოდნის გარეშე გაიცემა. სწორედ ამიტომ სპეცტექნიკის ოპერატორებს უწევთ, ისწავლონ მართვა რეალურ გარემოში, მუშაობის პარალელურად, რაც იწვევს კომპანიებისთვის სხვადასხვა პრობლემას - დანახარჯების ზრდას, ტექნიკის დაზიანებას, სამუშაო პროცესის შეფერხებას. სიმულატორით სწავლება კი ახალი სიტყვა იქნება ბაზრისთვის. ის მოაგვარებს უამრავ პრობლემას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს. ამ დროისთვის სიმულატორი მუშა მდგომარეობაშია, აკადემიის ტრენერებმა გადამზადება გაიარეს ფინელ პროფესიონალებთან და ისწავლეს, როგორ გამოიყენონ სიმულატორი და როგორ უზრუნველყონ სიმულაციური სავარჯიშოების სასწავლო პროგრამებში ინტეგრირება“.
„თეგეტა აკადემიაში“ მძიმე ტექნიკის ოპერატორების გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 165 პირი გადამზადდება.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.
„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
პოლიტიკა
- უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც შემდეგ, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ - ირაკლი კობახიძე
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და ძვირადღირებული ტექნიკა მოიპარა
- სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავა
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















