გალტ & თაგარტი მომხმარებელს G&T Trader-ის განახლებულ აპლიკაციას სთავაზობს
საქართველო, თბილისი - 11:02 | 13.06.2023 ნანახია: 1126
გალტ & თაგარტი ზრუნავს საკუთარ მომხმარებელზე და მიზნად ისახავს, შექმნას უმაღლესი ხარისხის მომსახურება, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტირების პროცესების უფრო სწრაფად და მარტივად განხორციელებას.
სწორედ ამ მიზნით, გალტ & თაგარტის საბროკერო მომხმარებელს განახლებულ G&T Trader-ის აპლიკაციას სთავაზობს.
ძველ ვერსიასთან შედარებით კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული G&T Trader-ის პლატფორმა აღჭურვილია უსაფრთხოების დამატებითი ფუნქციონალით, რომლის მეშვეობითაც აპლიკაციაზე წვდომა შესაძლებელია როგორც სახის ამოცნობის სისტემის (Face ID), ასევე თითის ანაბეჭდის სენსორის გამოყენებით.
მომხმარებლის ინდივიდუალურ სურვილებზე მორგებული გამოცდილების შესაქმნელად კი აპლიკაციას აქვს როგორც მუქი თემის (Dark Mode), ასევე თეთრი თემის (White Mode) ფუნქციაც.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. გალტ & თაგარტი მუდმივად აქვეყნებს კვლევებს და პროაქტიულ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას მომხმარებლებს საფონდო ბირჟაზე მიმდინარე სიახლეების შესახებ, რათა ხელი შეუწყოს მომხმარებლის მხრიდან მონაცემებზე დაფუძნებული, ეფექტური და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას. ახალი კვლევების მისაღებად გამოიწერეთ გალტ & თაგარტის ნიუსლეთერი ვებგვერდზე.
ინვესტირების პროცესების კიდევ უფრო გასამარტივებლად Galt & Taggart-ის აპლიკაცია მომხმარებელს სთავაზობს ისეთ დამხმარე ხელსაწყოებს, როგორებიცაა Screener, Watchlist, Research-ის მოდული, თუ ტექნიკური ანალიზისთვის საჭირო ინდიკატორები და ხელსაწყოები. პლატფორმაში ჩაშენებული Research-ის მოდულის მეშვეობით ინვესტორებს შეუძლიათ პლატფორმიდან გაუსვლელად მიიღონ ინფორმაცია ბაზრის სიახლეებზე, გაეცნონ ფინანსური შედეგების კალენდარს, რაც კიდევ უფრო ამარტივებს ფასიანი ქაღალდების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს.
„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ G&T Trader-ის აპლიკაცია, რათა ის უფრო მეტად დახვეწილი, სწრაფი და კომფორტული გავხადოთ. განახლებული ფუნქციონალი მოსახერხებელია ყველა დონის გამოცდილების მქონე მომხმარებლისთვის. ძველ ვერსიასთან შედარებით კიდევ უფრო მეტად სწრაფი ოპერაციული სისტემა კი შესაძლებლობას აძლევს კლიენტებს, სულ რამდენიმე წამში განახორციელონ მათთვის სასურველი ოპერაცია,“ - აღნიშნავენ Galt & Taggart-ში.
ინფორმაციისთვის, G&T Trader-ის პლატფორმა მომხმარებელს აძლევს წვდომას 35,000-ზე მეტ საინვესტიციო ინსტრუმენტზე, 45-ზე მეტ საერთაშორისო ბირჟასა და რეგიონულ, ძნელად მისაწვდომ ფინანსურ ბაზარზე.
G&T Trader-ი ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის სისტემებზე, ასევე ანდროიდზე. აპლიკაციის ჩამოსატვირთად და განსაახლებლად ეწვიეთ Apple App Store-ს და Google Play-ს.
პოლიტიკა
- უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც შემდეგ, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ - ირაკლი კობახიძე
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და ძვირადღირებული ტექნიკა მოიპარა
- სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავა
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















