საქართველოს ბანკი ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის რეგიონებში ბიზნესებს ახალ შესაძლებლობებს უქმნის
საქართველო, თბილისი - 15:47 | 09.06.2023 ნანახია: 996
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის საიმედო პარტნიორი, მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესს, კიდევ უფრო განვითარდეს. ამ მიზნით საქართველოს ბანკი „რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროექტის“ ფარგლებში, ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
პროექტის მიზანია, SME ბიზნესმა ზრდისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით უფრო მარტივად მოახერხოს ფინანსებზე წვდომა და შედეგად, საკუთარი ბიზნესი გახადოს უფრო მდგრადი და წარმატებული. პროექტი ხელს უწყობს საქართველოს ბანკს, დანერგოს არაფინანსური სერვისები მერძევეობის სექტორის მეწარმეებისთვის.
პროგრამის მეშვეობით დაგეგმილია, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მერძევეობის მიმართულებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. კერძოდ, მერძევეობის სექტორში ჩართული კომპანიები, შეძლებენ აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია Loialte-სგან მიიღონ კონსულტაცია, რათა სწორად აწარმოონ ბუღალტერია და ამით გაზარდონ დაფინანსების შესაძლებლობები. პროექტის ფარგლებში ჯამში 100-მდე მეწარმის ჩართვა იგეგმება.
„საქართველოს ბანკის მიზანია, მის პარტნიორ კომპანიებთან ერთად, ბიზნესს განვითარებისთვის მაქსიმალურად კომფორტული, მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები თუ სერვისები შესთავაზოს. ამ თანამშრომლობის მიზანიც ეს გახლავთ, რომ აჭარის და იმერეთის რეგიონებში, მერძევეობის სფეროში დასაქმებული მეწარმეებისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდას შევუწყოთ ხელი. პროექტი მეწარმეებს ანგარიშგებების მოწესრიგებაში დაეხმარება, რაც ბიზნესებს მისცემს შესაძლებლობას, მარტივად მოიზიდონ ფინანსური რესურსები სამომავლო განვითარებისთვის. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი არა მხოლოდ აჭარის და იმერეთის რეგიონებისთვის, არამედ მერძევეობისა დარგისთვის და ასევე, მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ანგარიშგებების მოწესრიგება დღემდე გამოწვევად რჩება, რაც აბრკოლებს ბიზნესების კიდევ უფრო გაძლიერებას. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც ბიზნესებს კიდევ უფრო გაუმარტივებს ოპერირებას და ხელს შეუწყობს მათი სამომავლო საქმიანობის გაფართოებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
„მოხარულნი ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოს ბანკთან და ვიყოთ ჩართულები პროექტში, რომელიც ხელს შეუწყობს მერძევეობის სექტორში მოღვაწე ფერმერებისთვის არაფინანსური სერვისების მიწოდებას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ბანკთან ერთად, მეწარმეების მხარდაჭერით ჩვენ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ მათი ფინანსების მართვის უნარი, ხელი შევუწყოთ მათი ბიზნესის სტაბილურობის დემონსტრირებას და ინვესტიციებისთვის დამატებითი ფინანსების მოზიდვას“, - განაცხადა გიგა ფაიქიძემ, Loialte-ს მმართველმა პარტნიორმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა და “რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროექტმა” თანამშრომლობის მემორანდუმი სულ ცოტა ხნის წინ გააფორმეს. პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ არის დაფინანსებული. ის Swisscontact-ის (ძირითადი განმახორციელებელი), Mercy Corps-ისა და Springfield Center-ის კონსორციუმის მიერ ხორციელდება.
პოლიტიკა
- უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც შემდეგ, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ - ირაკლი კობახიძე
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და ძვირადღირებული ტექნიკა მოიპარა
- სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავა
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















