საქართველოს ბანკი Global Finance-მა ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა
საქართველო, თბილისი - 14:20 | 05.06.2023 ნანახია: 784
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკი „AI-ს მიმართულებით ფინანსურ სექტორში 2023 წლის ინოვატორების“ კატეგორიაში „ქართული მეტყველების ტექნოლოგიების“ განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის გამარჯვებულად დასახელდა.
საქართველოს ბანკი პირველი ფინანსური ინსტიტუტია ქვეყანაში, რომელიც „ქართული მეტყველების ტექნოლოგიების“ განვითარებაზე მუშაობს და მიზნად ისახავს ქართული ენის გაციფრულებას.
ბანკმა, ამ მიმართულებით, აქტიურად მუშაობა 2020 წლიდან დაიწყო. მისი საქმიანობის არეალი კი მოიცავს აზრის გაგების, ზეპირი მეტყველების გატექსტებისა და კითხვა-პასუხის რეჟიმის ავტომატიზებას. აღნიშნულ ინსტრუმენტებს ბანკი ყოველდღიური საქმიანობის პროცესებში ნერგავს, რისი მეშვეობითაც მუდმივად ავითარებს და ხვეწს ტექნოლოგიებს.
„დღეს, ტექნოლოგიურ ეპოქაში, ქართულ ენაზე მოსაუბრეთა მცირე რიცხვის გამო, ქართული ენა ხშირად რჩება გიგანტური კომპანიების ყურადღების მიღმა. ამიტომ, საქართველოს ბანკმა, როგორც წამყვანმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, აქტიურად დაიწყო მუშაობა ქართული ენის გაციფრულებაზე, რითაც მას ახალ ფუნქციურ როლსა და სიცოცხლეს შესძენს, აქცევს სრულად ტექნოლოგიებზე მორგებულ ენად და დაიცავს ციფრულ სამყაროში დაკარგვის საფრთხისგან. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა ისეთმა გავლენიანმა გამოცემამ აღიარა, როგორიც Global Finance-ია. აღნიშნული ჯილდო ხაზს უსვამს ჩვენი ინიციატივის მნიშვნელობას, შევიტანოთ წვლილი ქართული ფინანსური ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში. ყოველი ახალი საერთაშორისო აღიარება კი გვაძლევს მოტივაციას, რომ არ გავჩერდეთ“, - აღნიშნავს ირაკლი გოგატიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
2023 წლის გლობალური ინოვატორების ჯილდოს ფარგლებში, Global Finance-ის საერთაშორისო გუნდმა წელს მეთერთმეტედ შეაფასა ბანკების, ორგანიზაციების და ფინტექ კომპანიების პროდუქტები და სერვისები.
ინოვატორების ჯილდოს მფლობელები კი ის კომპანიები გახდნენ, რომლებიც ქმნიან ახალ, ინოვაციურ პროდუქტებსა და ინსტრუმენტებს, რომელიც ხელს უწყობს ტექნოლოგიურ განვითარებას.
პოლიტიკა
- უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც შემდეგ, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ - ირაკლი კობახიძე
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და ძვირადღირებული ტექნიკა მოიპარა
- სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავა
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















