შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ - „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია
საქართველო, თბილისი - 14:10 | 01.06.2023 ნანახია: 787
ხანგრძლივი, მოსაწყენი და დამღლელი მგზავრობა რომ სახალისო, სასიამოვნო და რაც მთავარია, შემეცნებითი გახდეს, გაჩნდა იდეა გზაში თამაშზე. მგზავრობისას ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა - მალე ჩავალთ?! - ბავშვებს რომ არც კი გაახსენდეთ და დროც მხიარულად გაატარონ, ამაზე კომპანიებმა „თამაშობანამ“ და „თეგეტა ჰოლდინგმა“ იზრუნეს. თამაში „საგზაო ლოტო“ თეგეტას კამპანიის „საგზაო მოძრაობის კულტურის“ ფარგლებში შეიქმნა. მისი მეშვეობით მოგზაურობაში მყოფ ყველა ადამიანს, დიდსა თუ პატარას, თამაშ-თამაშით შეეძლება შეისწავლოს საგზაო მოძრაობის კულტურის მნიშვნელობა და მისი დაცვა.
ნაუ სონღულაშვილი „თამაშობანას“ დამფუძნებელი: „დიდხანს ვფიქრობდით „საგზაო ლოტოს“ პროექტზე. გარკვეული სამუშაოები უკვე დაწყებული გვქონდა, თუმცა „თეგეტას“ კამპანია უფრო შემეცნებითი და სიღრმისეული იყო ამ მიმართულებით - უშუალოდ მოძრაობის კულტურას ეხებოდა, როგორც ქვეითის, ისე მძღოლისა თუ მგზავრის. მოქალაქის ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ სიღრმისეულად ნაკვლევი გზით წავსულიყავით. ამიტომ შევთავაზეთ „თეგეტას“ კოლაბორაცია, რაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა და ჩვენი თანამშრომლობაც შედგა. ვიზუალისთვის „თეგეტას“ უკვე არსებული ნიშნები და მათი ილუსტრაციები გამოვიყენეთ. სტრატეგიასა და კონცეფციაზე კი „თამაშობანამ“ იმუშავა. ჩვენი მიზანია, ბავშევებს მგზავრობა გავუხალისოთ და თამაშით ვასწავლოთ საგზაო მოძრაობის კულტურა. ეს არის თამაში, რომელიც, სასურველია, ყველას ედოს მანქანაში“.

„საგზაო ლოტო“ „საგზაო მოძრაობის კულტურის“ 30 ნიშანს აერთიანებს, რომლებიც საზოგადოებაში მანკიერი ქცევის აღმოფხვრასა და მის ცვლილებას ისახავს მიზნად.
თამაშის წესები მარტივია: მოთამაშეები ბარათებს ინაწილებენ და მგზავრობის დროს ქუჩაში არასწორი ქცევის აღმოჩენას ცდილობენ. გამარჯვებული ის არის, ვინც პირველი შენიშნავს კუთვნილ ბარათებზე გამოსახულ სიტუაციას და ყველა ბარათს გადადებს.
მეტი მოტივაციისა და სტიმულისთვის მონაწილეები სიმბოლურად ხდებიან საგზაო მოძრაობის წესრიგის ელჩები. ბავშვებს კი წამახალისებელი სტიკერები გადაეცემათ და ისინი „საგზაო მოძრაობის დამცველების“, „პასუხისმგებლობიანი მოქალაქეების“ ან „საგზაო უსაფრთხოებაზე მზრუნველის“ როლებს ირგებენ. თამაშ-თამაშში გავლილი გზა კი საინტერესო, სასიამოვნო და ნაყოფიერი ხდება.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „თეგეტასთვის“ საგზაო მოძრაობის კულტურაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი კამპანიებითა და პროექტებით ამ მიმართულებით აქტივობებს ისევ ვაგრძელებთ. ამ პროცესის ნაწილია „საგზაო ლოტო“, რომელიც „თამაშობანასთან“ თანამშრომლობით შეიქმნა. თამაშში გამოყენებული ნიშნები ღრმა კვლევის შედეგად შემუშავდა და არსებულ პრობლემებს ეხმაურება. ამ სახით გვინდა, მოქალაქეებს შევახსენოთ, ბავშვებს კი თამაშ-თამაშით ვასწავლოთ საგზაო მოძრაობის კულტურის მნიშვნელობა. იმედი გვაქვს, რომ თამაში სამოქალაქო ვალდებულებების გაცნობიერებასა და გააზრებას შეუწყობს ხელს“.
საგზაო მოძრაობის კულტურა რომ შეიცვალოს, ამ საკითხზე ზრუნვა საერთო პასუხისმგებლობა უნდა გახდეს. ამიტომაც ამიერიდან მოგზაურობისას საჭირო და აუცილებელ ნივთებს შორის „სამგზავრო ლოტოც“ გაითვალისწინეთ.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც შემდეგ, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ - ირაკლი კობახიძე
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და ძვირადღირებული ტექნიკა მოიპარა
- სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავა
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















