JCB-ს ჰიდროგენული ძრავა და ინოვაციები, რომლებიც საწვავის მომავალს შეცვლის
საქართველო, თბილისი - 17:05 | 30.05.2023 ნანახია: 2713
სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი ბრიტანული კომპანია, JCB, ულტრაეფექტური წყალბადის ძრავის შესაქმნელად განაგრძობს მუშაობას. მასშტაბურ პროექტში, რომელმაც საავტომობილო ინდუსტრიაში ახალი სიტყვა უნდა თქვას, უპრეცედენტოდ დიდი თანხა - 100 მილიონი ფუნტის ინვესტიციაა ჩადებული.
უკვე წელიწადზე მეტია, რაც 100-ზე მეტი ინჟინერი პროექტის განვითარებაზე მუშაობს. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ შედეგები ხელშესახებია, რადგან JCB-მ უკვე ორმოცდაათამდე წყალბადის წვის ძრავა გამოუშვა.
იმისთვის, რომ სრულიად გადაემუშავებინათ წვის პროცესი და გადასულიყვნენ წყალბადზე, ინჟინერ-ტექნოლოგების გუნდის წევრები საწყის წერტილებს დაუბრუნდნენ და პროცესი ხელახლა შეისწავლეს. შედეგად კი JCB-ს ისტორიაში ადგილი დაუმკვიდრეს, როგორც პირველ სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელ კომპანიას, რომელმაც სრულად ფუნქციონალური წყალბადის შიდა წვის ძრავა შეიმუშავა.

წყალბადი, როგორც მწვანე მომავლის შენების მნიშვნელოვანი კომპონენტი და გზა ნულოვან გამონაბოლქვამდე
JCB უკვე 75 წელია ამ პროექტის განხორციელებას ცდილობს. მისი მიზანი სასოფლო-სამეურნეო და სამშენებლო ტექნიკის წარმოებაში ნახშირბადის ნულოვანი ემისიაა. სწორედ ამიტომ მუშაობს ბრენდი საწარმო წყალბადის შიდა წვის ძრავებზე.
როგორც კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ლორდ ბემფორდი ამბობს, JCB-ს ოცნება, შეექმნა დიზელის ძრავები, 2004 წელს ახდა და მას შემდეგ საწარმო მუდმივად აუმჯობესებს პროდუქტს – ქმნის მაქსიმალურად ეკონომიურ ძრავებს, რაც მავნე გამონაბოლქვს მინიმუმამდე ამცირებს.
წყალბადის საწვავის პირველი გასამართი სადგური და ჯილდო
2023 წელს JCB-მ მსოფლიოში პირველი წყალბადის საწვავის გასამართი სადგური წარადგინა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის – მან ბრიტანული სამეფო საავტომობილო კლუბის Dewar Trophy-ს ჯილდოც მოიპოვა, რომელიც ბრიტანულ საავტომობილო ინდუსტრიაში ერთ-ერთ უძველეს და პრესტიჟულ პრიზად მიიჩნევა.
Conexpo 2023 - JCB Hydrogen Technology-ს საერთაშორისო დებიუტი
გამოფენაზე Conexpo 2023, რომელიც ლას-ვეგასში გაიმართა, JCB თავისი უნიკალური პროდუქტით წარდგა. გარდა წყალბადის შიდა წვის ძრავისა, საწარმომ აკუმულატორზე მომუშავე მინი-ექსკავატორიც შეიმუშავა.
ლორდ ბემფორდი, კომპანია JCB-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე: „JCB-ს საინჟინრო ჯგუფმა უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა მოკლე დროში. ჩვენ ვართ პირველი კომპანია, რომელმაც შეიმუშავა სრულად მოქმედი, წყალბადზე მომუშავე შიდა წვის ძრავა და მოხარული ვარ, რომ ახლა შეგვიძლია საერთაშორისო ასპარეზზე გავიტანოთ ეს ტექნოლოგია“.
აღსანიშნავია, რომ თავად ლორდ ბემფორდი JCB-ს წყალბადის ტექნოლოგიის განვითარების პროექტს ხელმძღვანელობს.
JCB წლების განმავლობაში ცდილობდა ემისიების შემცირებას. ჯერ კიდევ 1999 წელს პირველ წარმატებას მიაღწია, როდესაც მისმა დიზელის ძრავამ NOx ემისიები 97%-ით შეამცირა. ეს ძრავები დღესაც 50%-ით ნაკლებ CO2-ს გამოყოფს, ვიდრე 2010 წელს წარმოებული ზოგიერთი მანქანა.
--
JCB ბრიტანული სამშენებლო ტექნიკის ლიდერი ბრენდია, რომელსაც წარმოების 75-წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე 22 ქარხანას ფლობს. 750-ზე მეტი დილერით JCB 150-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. საქართველოში ბრიტანულ ბრენდს „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment-ი წარმოადგენს, რომელიც ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს და JCB-ს ოფიციალური დილერია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო და საგზაო ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















