„თეგეტა ქარს“ Unicef-ისა და BTU-ს საგანმანათლებლო პროექტში ერთვება
საქართველო, თბილისი - 17:57 | 25.05.2023 ნანახია: 2658
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და Unicef-ის ორგანიზებით ახალი პროექტი Junior Tech იწყება, რომლის ფარგლებშიც საქართველოში მცხოვრები 100 ბენეფიციარი ტექნოლოგიური მიმართულებით გადამზადდება.
პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერია „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა ქარსი“, რომელიც Junior Tech-ის ფარგლებში 7 ბავშვის საგანმანათლებლო კურსს სრულად დააფინანსებს.
ნინა კაჭარავა, „თეგეტა ქარსის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსი: „როგორც იცით, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ზრუნვა და ზოგადად, ჩვენი კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობის განათლებასა და ნათელ მომავალზე ზრუნვა. განსაკუთრებით პრიორიტეტული კი მათი მხარდაჭერაა, ვისთვისაც, გარე ფაქტორების გამო, ცოდნა და განათლება ძნელად მისაწვდომია. რაც მთავარია, ჩვენი და ჩვენი ბენეფიციარების თანამშრომლობა არ დამთავრდება ერთჯერადი დაფინანსებით - იმ მოზარდებს, რომლებიც საგანმანათლებლო კურსს გაივლიან, მომავალში ჩვენთან სტაჟირებისა და დასაქმების საშუალება ექნებათ“.
პროექტის სამიზნე აუდიტორიაა სოციალურად დაუცველი ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი, ასევე განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული ბავშვები.
ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ, ბათუმსა და თბილისში სპეციალური სასწავლო მოდულებით გადამზადების 8-თვიანი კურსი გაიარონ და ისეთ მიმართულებებს დაეუფლონ, როგორებიცაა:
ციფრული წიგნიერების საბაზისო კურსი
კიბერჰიგიენა და ინტერნეტუსაფრთხოება
ციფრული ტექნოლოგიების პრინციპები
გრაფიკული დიზაინი
სოციალური მედიის მარკეტინგი
ტექნოლოგიური ინგლისური
მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი: „გვიხარია, რომ გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას კერძო სექტორის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. პროექტი Junior Tech შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, შეიძინონ ცოდნა ტექნოლოგიური მიმართულებებით და გაიუმჯობესონ ციფრული უნარები. ვფიქრობ, ეს გამოცდილება დაეხმარება მათ, მომავალში შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება, დასაქმება და უკეთესი მომავლის შექმნა“.
Junior Tech-ის პროექტში ჩართულები არიან ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც ბენეფიციარების გადამზადებას ფინანსურად უზრუნველყოფენ.
ნინო ენუქიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი: „პროექტი Junior Tech-ი BTU-სა და Unicef საქართველოს ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანია იმ ახალგაზრდების მხარდაჭერა, რომელთაც, სხვადასხვა გარემოებების გამო, შეზღუდული აქვთ განათლების მიღების შესაძლებლობა. პროექტის ფარგლებში გადამზადდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები, უსახლკარო ბავშვები, სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდები“.
თავის მხრივ, პროექტში ჩართულები არიან, „თეგეტა ქარსში“ შემავალი მსუბუქი ავტომობილების ბრენდები - „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“, „ტოიოტა ბათუმი“, „ვოლვო ქარ საქართველო“, „ავტო გალერი“, NIU, „პორშე ცენტრი თბილისი“, „მაზდა ცენტრი თეგეტა“ და „Europcar Georgia”.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომავალი თაობის განათლებისა და ცოდნის ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის, ასევე პროფესიული განვითარების მხარდაჭერისთვის, „თეგეტა ქარსი“ სამომავლოდაც გეგმავს მსგავს პროექტებში მონაწილეობას და ამ მიმართულებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაგრძელებას.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















