საქართველოს ბანკის ორგანიზებით ქალი მეწარმეებისთვის ვორქშოპი - „ცვლილებების მართვა და ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები“ გაიმართება
საქართველო, თბილისი - 18:20 | 24.05.2023 ნანახია: 760
საქართველოს ბანკის ორგანიზებითა და EFSE Entrepreneurship Academy-ს დაფინანსებით, ქალი მეწარმეებისთვის 30 და 31 მაისს, ორდღიანი ვორქშოპი - „ცვლილებების მართვა და ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები“ გაიმართება. სამუშაო შეხვედრებს ტრენერი ლიზა სოფრომაძე გაუძღვება.
ლიზა არის ადგილობრივი განვითარებისა და უნარების ამაღლების კონსულტანტი 18 წელზე მეტი გამოცდილებით. ის 2002 წლიდან აქტიურად მუშაობს სხვადასხვა რეფორმებისა და პროგრამების ფარგლებში ცენტრალურ ხელისუფლებასთან, სხვადასხვა სამინისტროებთან, მუნიციპალიტეტებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ბიზნესებთან და ადგილობრივ თემებთან. მას შემუშავებული აქვს სხვადასხვა მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები - ცვლილებების მართვა-ადვოკატირება, თანამონაწილეობის მექანიზმები ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაში და სხვა მრავალი. 2001 წლიდან დღემდე არის 30-ზე მეტი პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი.
ტრენინგის მიზანია მეწარმე ქალები გაეცნონ ცვლილების თეორიას, რომელსაც ემყარება ნებისმიერი ახალი ბიზნესისა თუ ახალი პროექტის დაწყება. შეხვედრაზე იმ პრინციპებისა და მიდგომების განხილვა მოხდება, რაც მეწარმე ქალებს საკუთარი, ახალი როლის ეფექტურ პოზიციონირებაში დაეხმარებათ.
ვორქშოპზე განხილული იქნება შემდეგი თემები: ცვლილებების თეორია; ცვლილებების/ადვოკატირების დაგეგმვა; ცლილების მიზანი; დაინტერესებული მხარეების ინტერესებისა და გავლენების ანალიზი და ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიები და ტაქტიკები.
„საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების წახალისებასა და გაძლიერების ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ვორქშოპი სწორედ მცირე და საშუალო ზომის მეწარმე ქალებისთვისაა განკუთვნილი. ვორქშოპზე მეწარმე ქალები ლიზასთან ერთად ცვლილების თეორიაზე საინტერესო მიდგომებს აღმოაჩენენ. დარწმუნდებიან, რომ ნებისმიერი ცვლილება, რაც არ უნდა კეთილშობილური მიზნები ჰქონდეს მას, ყოველთვის ხვდება წინააღმდეგობების გარემოში. სწორედ ამ წინააღმდეგობების გამომწვევ ფაქტორებს და, ამასთანავე, ეფექტური კომუნიკაციის წარმართვის პრინციპებს განიხილავენ, რაც მიზნების მიღწევას გაუადვილებთ. შეხვედრები მეწარმე ქალებს საკუთარი ახალი როლის ეფექტურ პოზიციონირებაში და ახალი ბიზნესისა თუ პროექტის წამოწყებაში დაეხმარებათ,“ – განმარტავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მენეჯერი, ოლღა ნაკაშიძე.
ქალი მეწარმეების მხარდასაჭერი პროექტი მთელი წლის განმავლობაში სტუმრებს სხვადასხვა ვორქშოპებით უმასპინძლებს. რაც შეეხება პირველ ვორქშოპს - ის Phubber-ის დამფუძნებელთან, ანანო დოლაბერიძესთან ერთად გაიმართა. შეხვედრაზე მეწარმეებმა მოისმინეს, თუ რა ხერხებითაა შესაძლებელი ციფრული სტრატეგიის გაუმჯობესება და გაყიდვების ზრდა. მეორე შეხვედრას - სალომე არღვლიანი უძღვებოდა, თემით - "კარგი დამსაქმებლის სტრატეგია". მესამე შეხვედრა კი, ელ. კომერციას დაეთმო, სადაც ლარისა პატარაია მეწარმეებს ონლაინ გაყიდვების გაზრდასა და საკუთარი ბიზნესის ონლაინ არხებში განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა.
ვორქშოპზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია გაიაროთ აღნიშნულ ბმულზე.
პოლიტიკა
- უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც შემდეგ, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ - ირაკლი კობახიძე
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და ძვირადღირებული ტექნიკა მოიპარა
- სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავა
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















