სიღნაღში 5 ჰა-ზე ლოკოკინების ფერმა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაშენდა
საქართველო, თბილისი - 10:31 | 15.05.2023 ნანახია: 819
სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედში კომპანია „სნეილ გარდენმა“, საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ლოკოკინების ფერმა გააშენა. მოსავალი წელს პირველად მიიღეს და პროდუქცია ექსპორტზე, იტალიაში უკვე გავიდა.
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი მცირე და საშუალო ბიზნესებებს აქტიურად უჭერს მხარს. აღნიშნულ პროექტში ბანკის ინვესტიცია 1 200 000 ლარს შეადგენს.
„კომპანია „სნეილ გარდენი“ 2021 წელს შეიქმნა, რომელიც სტარტაპ კომპანიას წარმოადგენდა. ლოკოკინების ფერმის ბიზნესი იტალიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. საქართველოში ბიზნესის შექმნის იდეაც, სწორედ იტალიაში ნანახი ლოკოკინების ფერმის შემდეგ გაგვიჩნდა. იდეის განსახორციელებლად მივმართეთ საქართველოს ბანკს, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც სიღნაღში ფერმა გავაშენეთ. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ბაზარზე პროდუქციისადმი ინტერესი ევროპის ქვეყნებთან შედარებით უფრო ნაკლებია, პროდუქციის სრული რეალიზება ექსპორტზე, იტალიაში ხორციელდება“, - აღნიშნავს კომპანია „სნეილ გარდენის“ დირექტორი, აკაკი ფაქსაძე.
“ჩვენთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკისთვის, ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტს ბიზნესის წახალისება წარმოადგენს. განსაკუთრებით ისეთი ბიზნესის, რომელიც განსაკუთრებულად საინტერესოა და ექსპორტზეა ორიენტირებული. ვფიქრობთ, საქართველოში წარმოებული პროდუქციის საზღვრებს გარეთ გატანა, ბიზნეს საკუთარი საქმიანობის უკეთ წარმართვისთვის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს. „სნეილ გარდენმა“ სიღნაღში სპეციალური ჯიშის (ჰელიქს ასპერსა მიულერი) ლოკოკინები გააშენა, რომელიც გამოიყენება როგორც საკვებად, ასევე პარფიუმერიის დასამზადებლად. ეს ჩვენი პირველი ერთობლივი პროექტია ამ კომპანიასთან და გვახარებს ის ფაქტი, რომ ბიზნესს გაფართოებისთვის უკვე აქვს გეგმები. „სნეილ გარდენი“ სამომავლოდ სამაცივრე მეურნეობის გაკეთებას და სხვა მწარმოებლებისგან საექსპორტოდ ლოკოკინების ჩაბარებას გეგმავს“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი, გრიგოლ სალიაშვილი.
პოლიტიკა
- უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც შემდეგ, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ - ირაკლი კობახიძე
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და ძვირადღირებული ტექნიკა მოიპარა
- სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავა
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















