სილქ როუდ რიალ ისთეითმა 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიაგაციები გალტ & თაგარტის, თიბისი კაპიტალისა და სილქ ბანკის მხარდაჭერით გამოუშვა
საქართველო, თბილისი - 17:29 | 25.04.2023 ნანახია: 8535
„სილქ როუდ რიალ ისთეითმა“, სილქ როუდ ჯგუფის უძრავი ქონების მმართველმა კომპანიამ, გალტ & თაგარტის, თიბისი კაპიტალისა და სილქ ბანკის მხარდაჭერით, საფონდო ბირჟაზე 40 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების პირველი ტრანში - 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა.
ობლიგაციების პირველი ემისიის წლიური საპროცენტო სარგებელი 9.00%-ს შეადგენს. ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებული სახსრები გამოყენებული იქნება არსებული ვალდებულებების დასაფარად. მეორე 20 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ემისია ამავე წელს იგეგმება.
ობლიგაციების განთავსების შედეგად, „სილქ როუდ რიალ ისთეითი“ საქართველოს საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანია გახდება, რაც ბოლო წლების განმავლობაში ორგანიზაციის უწყვეტი წარმატების დასტურია.
აღნიშნული ობლიგაციების ემისია გალტ & თაგარტის, თიბისი კაპიტალის, სილქ ბანკისა და „სილქ როუდ რიალ ისთეითის“ პირველი ერთობლივი განთავსებაა.
გიორგი რამიშვილი - სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: „ობლიგაციების გამოშვების წარმატება “სილქ როუდ რიალ ისთეითის” ყველა თანამშრომლის ერთობლივმა ძალისხმევამ განაპირობა. ეს არის ერთიანი, ძალიან ეფექტიანი და მოტივირებული გუნდი. კომპანიის სტრუქტურა მოიცავს როგორც უძრავი ქონების პროექტების განვითარებას, ასევე სტუმარ-მასპინძლობის და გართობის ინდუსტრიებს. ამ მიმართულებებს შორის არსებობს მჭიდრო თანამშრომლობა ერთიანი მიზნების მისაღწევად, მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო და დამოუკიდებელი დირექტორთა საბჭოს მხარდაჭერით. ასეთი თანამშრომლობის შედეგია ხელშესახები და შთამბეჭდავი მიღწევები, როგორიცაა ამ ობლიგაციების გამოშვება. ჩვენს პროექტებზე სამუშაოდ ვიწვევთ მსოფლიოში აღიარებულ არქიტექტორებს და დიზაინერებს, რადგანაც გვსურს, რომ ყველა ჩვენი შენობა იყოს ინოვაციური, თანამედროვე და აკმაყოფილებდეს უახლეს საერთაშორისო სტანდარტებს. სწორედ ეს ხდის ჩვენს პროექტებს უნიკალურს.“
მამუკა შურღაია - „სილქ როუდ რიალ ისთეითის“ აღმასრულებელი დირექტორი: „პირველი ტრანშის, 20,000,000 აშშ დოლარის ობლიგაციების, გამოშვებით „სილქ როუდ რიალ ისთეითი“ საქართველოს საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანია გახდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია კომპანიისთვის და მკაფიო მაჩვენებილი იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორები აცნობიერებენ ზრდის იმ უზარმაზარ პოტენციალს, რომელსაც ქმნის საქართველო და ისეთი წამყვანი კომპანიები, როგორიცაა „სილქ როუდ რიალ ისთეითი“. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს და ყველას ვინც ამ პროცესში იყო ჩართული და ვისი დახმარებითაც ეს შესაძლებელი გახდა. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, საპარტნიორო ფონდს, თიბისი ბანკსა და საქართველოს ბანკს.“
ზურაბ ქოქოსაძე - საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე: „მოხარული ვარ აღვნიშნო გალტ & თაგარტის როლი „სილქ როუდ რიალ ისთეითის“ ობლიგაციების პირველი ტრანშის განთავსებაში. ეს გალტ & თაგარტის, თიბისი კაპიტალის, სილქ ბანკისა და „სილქ როუდ რიალ ისთეითის“ პირველი ერთობლივი ტრანზაქციაა. ვიმედოვნებთ, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, კიდევ არა ერთი მსგავსი ინიციატივის განხორციელება მოხდება. ასევე, მსურს, ჩვენს კოლეგებთან ერთად, მორიგი წარმატება მივულოცო გალტ & თაგარტის მთელ გუნდს. გალტ & თაგარტი საქართველოს ბაზარზე წლებია საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს, როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან”.
გიორგი თხელიძე - თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე: „მოხარული ვართ, რომ „სილქ როუდ რიალ ისთეითის“ პირველადი ემისიის მხარდამჭერები ვართ და კომპანიას, კაპიტალის ბაზრის დახმარებით, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში შევუწყეთ ხელი. სილქ როუდ ჯგუფისა და თიბისის პარტნიორობა 2015 წელს დაიწყო და მას შემდეგ, უძრავი ქონების მიმართულებით, არაერთი მაღალი სტანდარტის პროექტი განვახორციელეთ ერთად. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში თიბისი კაპიტალი აქტიურადაა ჩართული, რითიც ხელს ვუწყობთ, რომ საქართველო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კაპიტალისთვის მიმზიდველი ქვეყანა იყოს“.
ალექსი ხოროშვილი - სილქ ბანკის გენერალური დირექტორი: „სილქ ბანკისთვის ისევე, როგორც „სილქ როუდ რიალ ისთეითისთვის“, აღნიშნული ემისია სადებიუტო იყო. მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა ჩვენი წვლილი შეგვეტანა აღნიშნულ ტრანზაქციაში. ჩვენთვის, როგორც სილქ როუდ ჯგუფში შემავალი ბანკისთვის, ორმაგად საამაყოა ემისიის წარმატებით განხორციელება.“
„სილქ როუდ რიალ ისთეითი“, “სილქ როუდ ჯგუფში” შემავალი კომპანიაა, რომელიც თავისმხრივ ორ მიმართულებას აერთიანებს:
Silk Development უზრუნველყოფს ახალი უძრავი ქონების პროექტების განვითარებას;
Silk Hospitality მართავს უკვე დასრულებულ ობიექტებს;
„სილქ როუდ რიალ ისთეითი“ ფლობს და წარმატებით მართავს რადისონის ბრენდის სასტუმროებს თბილისში, ბათუმსა და წინანდალში, ასევე წინანდალში სასტუმრო „პარკ ჰოტელს“, მრავალფუნქციურ კომპლექსს „რესპუბლიკას“ თბილისში, გასართობ და საკონფერენციო სივრცეებს.
კომპანია ამჟამად მუშაობს ორი პროექტის განვითარებაზე - ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო „ტელეფრაფი“ თბილისის ცენტრში და საცხოვრებელი კომპლექსი „ბოტანიკო“ აჭარაში. კომპანიის საკუთრებაში არსებული აქტივების საერთო ღირებულება შეფასებულია 900 მილიონ ლარზე მეტად.
2005 წლიდან დღემდე, სილქ როუდ ჯგუფს, საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირებული აქვს ერთ მილიარდ აშშ დოლარამდე. ჯგუფის ინვესტიციები ასევე მოიცავს სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტს“, ჰიდრო ელექტრო სადგურს ბახვში და „სილქ ბანკს“.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















