საქართველოს ბანკი და „აგრითაჩი“ მცირე და საშუალო ზომის აგრობიზნესებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობენ
საქართველო, თბილისი - 14:23 | 20.04.2023 ნანახია: 2002
საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი აგრომიმართულებით პროექტების აქტიური მხარდამჭერია. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „აგრითაჩი“ მცირე და საშულო ზომის აგრობიზნესებს კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევს და მათ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას შესთავაზებს.
კომპანია „აგრითაჩი“ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს დახმარებას აგრო კონსულტაციის, მეურნეობის მენეჯმენტისა და ექსპორტის განვითარების მიმართულებით უწევს. ამ პროცესში მათი ძირითადი აქცენტი სოფლის მეურნეობაში არსებულ იმ გამოცდილებასა და ინოვაციურ მიდგომებზე კეთდება, რაც მეურნეობის წარმადობასა და მის მომგებიანობას ზრდის.
„2017 წლიდან, კომპანია ბაზარზე იყო პირველი, რომელმაც მოცვის ექსპორტი აზიის ბაზარზე სამი ექსპერიმენტული ბაღიდან განახორციელა. ამის შემდეგ, გლობალურმა მოთხოვნამ გვიბიძგა, აღნიშნული სექტორი კიდევ უფრო განგვევითარებინა. მივხვდით, რომ ქვეყანაში დადგა მაღალი ხარისხის ლურჯი მოცვის ნერგების მიწოდებისა და დარგვის შემდგომი რეკომენდაციის გაცემის საჭიროება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ფერმერებისთვის კონსულტაციის გაწევა. ჩვენი კომპანია მწარმოებლებს კონსულტაციას შემდეგი მიმართულებით სთავაზობს: ბიუჯეტირება და ფინანსური ანალიზი; ნერგების შერჩევა, საირიგაციო მომსახურება, მექანიზმის განსაზღვრა; სახარჯი მასალების მოძიება და შესყიდვა; საგრანტო და საბანკო დოკუმენტაციის მომზადება; ბაღის მენეჯმენტი; სარეალიზაციო არხების მოძიება, სამაცივრე მეურნეობის მოწყობა და სხვა მრავალი.
დარგის განვითარებაში საკმაოდ დიდი წვლილი გვაქვს შეტანილი, რაზეც საქართველოში ასეულობით ჰა-ზე გაშენებული ლურჯი მოცვის ბაღი და სხვადასხვა ბაზარზე განხორციელებული ექსპორტი მეტყველებს. „აგრითაჩი“ წლებია თანამშრომლობს ისეთ ცნობილ სანერგე მეურეობებთან, როგორებიცაა: Polka borowka, De Kemp, Plant 365, FallCreek. ასევე ვთანამშრომლობთ ქოთნების მწარმოებელ კომპანია San San-თან. კომპანია „აგრითაჩი“ არის International Blueberry Organization-ის ერთადერთი წევრი საქართველოდან“, - აღნიშნავს კომპანია „აგრითაჩის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ეკატერინე ვეფხვაძე.
„საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს აგროსექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ჩვენთან პარტნიორობით, კომპანია „აგრითაჩი“ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს ეხმარება, როგორც საკონსულტაციო მიმართულებით, ასევე ბაღის გაშენებისა თუ მოვლის მხრივ. ეს მათ შესაძლებლობას აძლევს, აგრომიმართულებით მიიღონ ის სიღრმისეული ცოდნა, რაც ფერმერისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია. მიღებული ცოდნით ისინი მომავალში შეძლებენ ახალი საწარმოების გახსნას, სხვა ბიზნესებისთვის დახმარების გაწევასა და საკუთარი გამოცდილების გაზიარებას. რაც კიდევ უფრო მეტად განავითარებს და გააძლიერებს სოფლის მეურნეობას“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის აგრო პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი, ალექსანდრე მელქაძე.
ცნობისთვის, კომპანია „აგრითაჩი“ ადგილობრივ მწარმოებლებს საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გატანის, გაყიდვისა და შემოსავლის ზრდის მიზნით დახმარებას ბაზრის განვითარებისა და ლოგისტიკის მიმართულებითაც უწევს. ამ ეტაპზე კომპანიას ექსპორტი განხორციელებული აქვს როგორც კატარში, ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჰონგ კონგში, ბაჰრეინში, პოლონეთში და ა.შ.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















