საქართველოს ბანკთან პარტნიორობით კომპანია „ტრანს ალიანს ფოთმა“ ავტოპარკის რაოდენობა გაზარდა
საქართველო, თბილისი - 16:04 | 19.04.2023 ნანახია: 751
საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის მხარდაჭერა უცვლელი პრიორიტეტია, რადგან სწორედ წარმატებული კომპანიები ქმნიან ქვეყნის ძლიერ ეკონომიკას. ბანკთან პარტნიორობით, გადამზიდავმა კომპანია „ტრანს ალიანს ფოთმა“, ავტოპარკის რაოდენობა გაზარდა, რაც მას სამომავლოდ, კიდევ უფრო მეტი ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობას მისცემს.
პროექტის ჯამური ღირებულება 800 000 აშშ დოლარს შეადგენს, რაც სრულად ბანკის მიერ დაფინანსდა.
„საქართველოს ბანკთან 2006 წლიდან ვთანამშრომლობთ და მათთან პარტნიორობით წელს ავტოპარკის რაოდენობის გაზრდა შევძელით. ბანკის ფინანსური დახმარებით გერმანიიდან ევრო 5-ის სტანდარტის მანქანები ჩამოვიყვანეთ, რომლებსაც თვეში 1000 ტონა ტვირთის გადაზიდვა შეუძლია. სამომავლოდ მანქანების დამატებას კიდევ ვგეგმავთ, ეს კი მეტი ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა კომპანია „ტრანს ალიანს ფოთის“ დირექტორმა, გიზო ჩიტიანმა.
„კომპანია „ტრანს ალიანსი“ 17 წელია ჩვენი პარტნიორია და ჩვენთან ერთად არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა. ის გამორჩეული, ეკომეგობრული გადამზიდავი კომპანიაა, რომლის ავტოპარკის 80 %-ზე მეტი სრულად აკმაყოფილებს ევრო 5-ის სტანდარტს. რაც იმას ნიშნავს, რომ მანქანები გამოყოფენ მინიმალური ოდენობის მავნე გამონაბოლქვს. შესაბამისად, გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებენ. მდებარეობიდან გამომდინარე, ფოთში საკმაოდ აქტუალურ საქმიანობას ტვირთების გადაზიდვა წარმოადგენს. ამას გარდა, პორტში აქტიურად მიმდინარეობს გაფართოებითი პროექტები, იზრდება ტვირთბრუნვა. კომპანიაც ფეხს უწყობს ამ ტემპს და დამატებით კიდევ 6 მანქანის შეძენას გეგმავს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა, ზაზა ფიფიამ.
ინფორმაციისთვის, კომპანია „ტრანს ალიანსი“ 1998 წელს ფოთში დაფუძნდა, რომლის ძირითადი გადაზიდვები ფოთიდან სომხეთის მიმართულებით ხორციელდება. კომპანია ყველანაირი ტიპის გადაზიდვას ახორციელებს, თუმცა მის ძლიერ მხარეს სახმელეთო ნაწილი წარმოადგენს, რადგან „ტრანს ალიანს“ საკუთარი მანქანები და გამოცდილი მძღოლები ჰყავს, რომლებიც ტვირთის უვნებლად გადაადგილებასა და მომხმარებლებისთვის ხარისხიან მომსახურებაზე არიან პასუხისმგებლები. კომპანიის მთავარი ოფისი ფოთში მდებარეობს, თუმცა წარმომადგენლობა აქვთ ასევე ბათუმშიც.
პოლიტიკა
- უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც შემდეგ, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ - ირაკლი კობახიძე
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და ძვირადღირებული ტექნიკა მოიპარა
- სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავა
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















