„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ლოიალურ მომხმარებლებს სრულიად ახალი Corolla Cross და MC Corolla წარუდგინა
საქართველო, თბილისი - 16:04 | 11.04.2023 ნანახია: 1778
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ლოიალურ მომხმარებლებს მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მოდელის, ტოიოტა კოროლას SUV ვერსია - Corolla Cross და ახალი MC Corolla წარუდგინა.
პრეზენტაციის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, თავად გასცნობოდნენ ახალი ავტომობილების შესაძლებლობებს. იაპონური ბრენდის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი უსაფრთხოებაა, სწორედ ამიტომ ახალ მოდელებშიც ინტეგრირებულია Toyota Safety Sense სისტემა, რომელიც მართვასა და პარკირებას ამარტივებს.
გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი: „მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, ტოიოტას უახლესი მოდელები ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის პირველებს წარგვედგინა. თუ ტოიოტა კოროლას ისტორიას გადავხედავთ, ძნელი მისახვედრი არ არის, რატომ გახდა ის მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი. გვჯერა, რომ ახალი მოდელებიც ღირსეულად გააგრძელებენ ამ გზას. მისი წარმატების ფორმულა ზუსტად შეესაბამება ტოიოტას ფილოსოფიასა და კაიზენის პრინციპს, რაც საქმისადმი ერთგულებასა და გაუმჯობესებისკენ მუდმივ სწრაფვას გულისხმობს. მოდელის განსაკუთრებულობას აღიარებს არა მხოლოდ ბრწყინვალე გაყიდვები და ერთგული მომხმარებლების რაოდენობა, არამედ ინდუსტრიის პროფესიონალები და საერთაშორისო საავტომობილო პუბლიკაციები. წლების განმავლობაში ავტომობილს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული უსაფრთხოებისა და სანდოობის თვალსაზრისით“.
„ტოიოტა ცენტრი ბათუმში“ გამართულ ღონისძიებას 100-ამდე სტუმარი დაესწრო. ახალი მოდელების წარდგენის შემდეგ სტუმრებისთვის გათამაშება გაიმართა და კომპანიამ მომხმარებლებისთვის სხვადასხვა პრიზი გაათამაშა.
MC Corolla და Corolla Cross
MC Corolla - განახლებულ კოროლას ტრადიციულად სედანის ვიზუალი აქვს. ავტომობილის ექსტერიერში სიახლე რადიატორის ახალი ცხაურა, შთამბეჭდავი დისკები და ახალი ფერებია, რომელთა შორის განსაკუთრებულია ლურჯში გარდამავალი მწვანე შეფერილობა.
რაც შეეხება ინტერიერს, MC Corolla-სა და Corolla Cross-ში, შეიძლება ითქვას, რომ ინტერიერი იდენტურია. აქ დაგხვდებათ განახლებული 10.5-დიუმიანი მაღალი გარჩევადობის სენსორული ეკრანი, რომლითაც შეძლებთ ხმოვანი ბრძანებების გაცემასა და სმარტმოწყობილობებთან დაკავშირებას. მნიშვნელოვანია, რომ კოროლა უკვე გვთავაზობს სრულიად ციფრულ მაჩვენებელთა დაფას, რომელიც განახლებული მოდელის ყველა კომპლექტაციაშია წარმოდგენილი.
Corolla Cross - ეს არის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი უკვე SUV ვერსიით. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მოდელის ისტორიაში ახალი ფურცელი იწერება. Corolla Cross ექსტერიერით კლასიკურად შესრულებული SUV-ია, მასიური ცხაურითა და ლოგოთი. სრულიად ჰიბრიდული, 2.0-ლიტრიანი შიგაწვის ძრავითა და შთამბეჭდავი 18-დიუმიანი დისკებით.
Toyota Corolla Cross კიდევ უფრო აძლიერებს ბრენდის საყოველთაო ავტომობილის კონცეფციას და უფრო მეტ გასაქანს აძლევს მას C სეგმენტში. ეს არის საოჯახო ავტომობილი მათთვის, ვინც ეძებს პრაქტიკულ და საიმედო თანამგზავრს ყოველდღიური კომფორტული გადაადგილებისთვის. ბაზარზე გამოჩენიდან საკმაოდ მცირე დროა გასული და უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს მოდელი საკმაოდ დიდი პოპულარულობით სარგებლობს.
Corolla Cross ავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნებიდან გამომდინარე არსებობდა. ერთი შეხედვით, შეიძლება C-HR-სა და Rav4-ს შორის დავაყენოთ, თუმცა იერსახით RAV 4-თან უფრო ახლოს დგას. სასიამოვნო სიახლეა, რომ უკანა სათავსები გაცილებით ფართო და ტევადია, რაც ნიშნავს, რომ კოროლასთან ერთად ნებისმიერ მოგზაურობაში კომფორტულად და მოხერხებულად იგრძნობთ თავს.
Toyota Corolla-ს უპირატესობები
აღსანიშნავია, რომ Corolla ტოიოტას სამოდელო რიგში პირველი ავტომობილია, რომელიც მეხუთე თაობის თვითდამმუხტავ ჰიბრიდულ ელექტროძრავებს იყენებს, რაც უკავშირდება ტოიოტას გლობალური ხედვის ნაწილს, მიაღწიოს ნახშირბადის სრულ ნეიტრალიტეტსა და მობილობას ემისიების გარეშე. ამ თვალსაზრისითაც შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ კოროლა კვლავაც ბრენდის საამაყო სიახლეების შემომტანია ბაზარზე.
ტოიოტა კოროლა 1966 წლიდან იწარმოება და დღემდე 12 თაობაა გამოსული. ამ პერიოდში, ჯამში, 50-ზე მეტი მილიონი ეგზემპლარია გაყიდული.
--
„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილია, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















