საქართველოს ბანკი Altera Audit-თან ერთად მცირე და საშუალო ბიზნესს საგადასახადო რისკების დადგენას სთავაზობს
საქართველო, თბილისი - 14:37 | 10.04.2023 ნანახია: 739
საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მომხმარებლებს მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ სიახლეებს სთავაზობს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, Altera Audit-ი მცირე და საშუალო ბიზნესს საგადასახადო აუდიტის ავტომატიზაციასთან დაკავშირებულ მომსახურებას სთავაზობს.
პროგრამაში ჩართულ პირველ 100 მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა ისარგებლოს საგადასახადო რისკების შემფასებელი პროგრამის ალტერას ერთჯერადი მომსახურებით, საფასურის 70%-ს კი, საქართველოს ბანკი დააფინანსებს. რაც გულისხმობს იმას, რომ ALTERA ბიზნესის საბუღალტრო მონაცემების შესწავლის საფუძველზე შესაძლო საგადასახადო რისკებს დაადგენს, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს აღნიშნული რისკების პრევენციაში დაეხმარება.
ALTERA-ს მომსახურების პროგრამით სარგებლობას VISA ბიზნეს ბარათის მფლობელი კომპანიები შეძლებენ. შეთავაზების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ მითითებულ ბმულს.
„საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებს სთავაზობს მათ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას და სერვისებს ჩვენი პარტნიორი კომპანიებისგან. ამჯერად, ALTERA ბიზნეს მომხმარებლებს ერთჯერად მომსახურებას გაუწევს. Alter Audit-ი უნიკალური პროგრამული უზრუნველყოფაა აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-სგან, რომელიც კომპანიის საგადასახადო რისკებს აიდენტიფიცირებს, განსაზღვრავს საგადასახადო შემოწმების ალბათობას და მომხმარებლებს აძლევს რეკომენდაციებს ფინანსური აღრიცხვის კუთხით“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, რუსუდან ბარათაშვილი.
ინფორმაციისთვის, ALTERA (www.altera.ge) არის აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს ციფრული მიმართულება. ALTERA-ს მიზანია ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია და იმგვარად გამარტივება, რომ მაქსიმალურად კომფორტული, მოსახერხებელი და ხარჯთეფეტური იყოს მომხმარებლისთვის. ALTERA-ს პროდუქტები მორგებულია როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილ ბიზნესზე. Altera Audit-ის გარდა Altera მომხმარებელს სთავაზობს ფინანსური ანგარიშგების და ფინანსური ანალიტიკის ავტომატიზაციის პროგრამებს.
აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებელს ბიზნესისთვის საჭირო კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის საბუღალტრო, საგადასახადო და ფინანსური მიმართულებით.
Loialte_ს შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.loialte.com.ge
პოლიტიკა
- უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც შემდეგ, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ - ირაკლი კობახიძე
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და ძვირადღირებული ტექნიკა მოიპარა
- სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავა
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















