„ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ - „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ქალთა გაძლიერების კამპანიას უერთდება
საქართველო, თბილისი - 14:38 | 07.04.2023 ნანახია: 813
აქვთ თუ არა საქართველოში ქალებს შესაძლებლობა, თამამად აირჩიონ ის პროფესია, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონთ? არჩევანი, ერთი შეხედვით, შეუზღუდავია, თუმცა, მაგალითად, ავტოინდუსტრიაში ან ნავიგაციაში ცოტა ქალია. პროფესიის არჩევისას ქალები თითქმის ყოველთვის განიცდიან გენდერული სტერეოტიპების გავლენას იმასთან დაკავშირებით, თითქოს არსებობს „ქალური“ და „კაცური“ პროფესიები. სწორედ ამ გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას ისახავს მიზნად გაეროს ქალთა ორგანიზაციის, კრეატიული სააგენტო „ვოთერგანზისა“ და ბიზნესკომპანიების ერთობლივი კამპანია, სახელწოდებით - „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“, რომელსაც „ტოიოტა ცენტრი თეგეტაც“ შეუერთდა.
კომპანიისათვის ქალების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2022 წელს „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების“ ხელმომწერი გახდა. ამ გადაწყვეტილებით კომპანიამ დაადასტურა მზაობა, თავისი საქმიანობით წვლილი შეიტანოს ძალადობის მსხვერპლი ქალების სოციალური რეინტეგრაციის პროცესში, იზრუნოს ქალთა მხარდაჭერაზე და სამუშაო სივრცეში ქალთა და მამაკაცთა უფლებების თანაბარ დაცვაზე.
მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ სისტემატურად უჭერს მხარს ქალთა გაძლიერების პროექტებს. მიგვაჩნია, რომ ქალებს უპირობოდ უნდა ჰქონდეთ პროფესიული არჩევანის შეუზღუდავი შესაძლებლობა - იქნება ეს მექანიკოსობა თუ მფრინავობა. მათ მიზნებს საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებული სტერეოტიპები ვერ უნდა აფერხებდეს. მოგეხსენებათ, ავტოსფეროც მამაკაცურ სფეროდაა მიჩნეული, ამიტომ ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ ქალების პროფესიულ განვითარებასა და გაძლიერებას. გვინდა, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ქალებს, რომ პროფესიას არ აქვს სქესი, ყველაფერი მათ ხელშია - მხოლოდ სურვილი და მიზნისკენ მტკიცედ სვლაა აუცილებელი“.

„ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ - კამპანიის იდეისა და შესრულების ავტორი კრეატიული სააგენტო „ვოთერგანზია“. პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ხორციელდება, მისი მთავარი პარტნიორი კომპანია „ბოდი შოპია“, მხარდამჭერები კი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ არიან.
კამპანია რამდენიმე ნაწილის მოიცავს. თბილისის ქუჩებში განთავსებული საინფორმაციო დაფები საზოგადოებას სიმბოლურად იმ არარსებული ქალების შესახებ შეახსენებს, რომელთა პროფესიული ოცნებებიც გავრცელებული სტერეოტიპების გამო ვერ ასრულდა. კამპანიის ძირითადი ნაწილი კი ონლაინსივრცეში მიმდინარეობს. შექმნილია სპეციალური ვებგვერდი www.unstereotype.ge, რომელიც დაინტერესებულ მომხმარებელს პროფესიების ირგვლივ არსებული მცდარი წარმოდგენების შესახებ სხვადასხვა ამბავს უყვება.
„ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ იმ ქალებს ეძღვნება, რომლებმაც პროფესიულ ოცნებაზე უარი თქვეს. კამპანია მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდებს, რომლებიც პროფესიას ახლა ირჩევენ და ამ პროცესში გენდერულ სტერეოტიპებს აწყდებიან.
კამპანია თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობით მიმდინარეობს და პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.
--
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
პოლიტიკა
- უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც შემდეგ, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ - ირაკლი კობახიძე
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და ძვირადღირებული ტექნიკა მოიპარა
- სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავა
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















