პორშეს სპორტული ავტომობილები 75-წლიან ისტორიას ითვლის - გლობალური ბრენდი საიუბილეო წელს Porsche Vision 357-ით ხვდება
საქართველო, თბილისი - 17:16 | 22.02.2023 ნანახია: 1271
1948 წელს ფერი პორშემ ოცნება აიხდინა და თავის გუნდთან ერთად შექმნა პირველი Roadster - Porsche 356. სწორედ აქედან იწყება ლეგენდარული ბრენდის წარმატების ისტორიაც. 2023 წელს კი სპორტული ავტომობილების მწარმოებელი 75 წლის იუბილეს აღნიშნავს და Porsche Vision 357-ის პროექტს წარადგენს. Porsche 357 გამორჩეული სპორტული ავტომობილია, რომელიც 718 Cayman GT4 RS-ის პლატფორმაზეა შექმნილი და 500 ცხენის ძალის სიმძლავრე აქვს.
ოლივერ ბლუმე, Porsche AG-ს აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე: „ჩვენ მუდმივად ვმოგზაურობთ მომავალში, შთაგონების წყაროდ კი კვლავ ბრენდის ისტორია რჩება. პორშეს 75-წლიანი ისტორია - ეს არის პირველობის სურვილისა და ოცნებების ერთობლიობა. ჩვენ ვზეიმობთ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც შთაგონებას საკუთარი ოცნებებიდან იღებს“.
„Driven by Dreams“ - პორშეს 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად სპეციალური გამოფენა მოეწყო. ბრენდის სპორტული ავტომობილების ისტორიის შემაჯამებელი ექსპოზიცია ბერლინში „DRIVE. Volkswagen Group Forum“-ში გაიხსნა და 2023 წლის 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ოლივერ ბლუმე, Porsche AG-ს აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე: „Driven by Dreams ბრენდის მთავარი არსია. სლოგანი კარგად ასახავს პორშეს ბრენდის უკან მდგარ, ყოველდღიურად მომუშავე ადამიანების მიდგომას. ისინი თავდაუზოგავად შრომობენ მომხმარებლების ოცნებების ასასრულებლად. ვამაყობთ ჩვენი მემკვიდრეობით, რადგან სწორედ მან განაპირობა პორშეს წარმატება. ჩვენს მემკვიდრეობას ინოვაციებსა და პროგრესს ვუკავშირებთ და ვცდილობთ, მუდმივად შევმატოთ არაჩვეულებრივი ახალი მომენტები პორშეს უნიკალურ ისტორიას“.

The Porsche Vision 357-ის პირველად ნახვა ბერლინში იქნება შესაძლებელი. მისი მეშვეობით Porsche-ს გუნდმა მონოლითური დიზაინი აწმყოში გადმოიტანა და წარმოგვიდგინა, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს დღეს ფერი პორშეს საოცნებო სპორტული მანქანა.
მაიკლ მაუერი, Style Porsche-ს ვიცე-პრეზიდენტი: „სრულყოფილი დიზაინი თავიდანვე პორშეს განუყოფელი ნაწილი იყო. Porsche Vision 357-ით გვინდოდა, განსაკუთრებული დაბადების დღის საჩუქარი შეგვექმნა. მისი დიზაინის შთაგონების წყარო მოდელი 356-ია. ეს პროექტი არის წარსულის, აწმყოსა და მომავლის შერწყმის მცდელობა. პროპორციები ისტორიულ მოდელს მოგვაგონებს, ხოლო დეტალები მომავლის ვიზუალიზაციაა“.
პორშე 911-ის 60 წლისა და Le Mans-ის 100 წლის იუბილე
წელს, პორშეს 75 წლის იუბილესთან ერთად, კიდევ ორი ღირსშესანიშნავი თარიღიც აღინიშნება: „პორშე 911“-ის წარდგენის სამოცი წლის იუბილე და „ლე-მანის 24 საათის“ რბოლის 100 წლისთავი. 1963 წლის სექტემბერში საერთაშორისო საავტომობილო შოუზე „პორშე 911“-მა ბრწყინვალე დიზაინითა და შეუდარებელი მართვის გამოცდილებით სამუდამოდ მოიგო სპორტული ავტომობილების მოყვარულების გულები.
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი რბოლის ორგანიზატორები კი „ლე-მანის 24 საათის“ 100 წლისთავს აღნიშნავენ. ყველა სპორტული ავტომობილის მწარმოებელი ოცნებობს, წარმატებას მიაღწიოს ლე-მანის 24-საათიან რბოლაზე. პორშე კი ამ რბოლის ყველაზე წარმატებული მონაწილეა. ის ერთადერთი ბრენდია, რომელსაც ლე-მანის არცერთი რბოლა არ გამოუტოვებია. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ 110-მდე შიდა და 19 საერთო გამარჯვება მოიპოვა.
--
Porsche-ს საქართველოში ოფიციალურად „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „პორშე ცენტრი თბილისი“ წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















