(R) „ვოლვო ქარ კავკასიის“ წარმატებული 2022 - კომპანიამ წელი 50%-იანი ზრდის მაჩვენებლით დახურა
საქართველო, თბილისი - 13:23 | 27.01.2023 ნანახია: 1300
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ „ვოლვო ქარ კავკასიამ“, რომელიც 4 ქვეყანაში ოპერირებს, 2022 წლის გეგმა 35%-იანი გადაჭარბებით შეასრულა და წლის ბოლოს, ჯამში, 50%-იანი ზრდა აჩვენა.
პანდემიისგან დატოვებული გრძელვადიანი გლობალური პრობლემებისა და რეგიონში მიმდინარე ომით გამოწვეული ლოგისტიკური გამოწვევების მიუხედავად, უპრეცედენტოა კომპანიის გაყიდვების მაჩვენებელი, რომელიც 2022 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანში - 27%-ით, სომხეთში - 200%-ით, ხოლო უზბეკეთში 125%-ით გაიზარდა.
2022 წლის მნიშვნელოვან პროექტებზე, მთავარ გამოწვევებზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი გაგა კოხრეიძე საუბრობს.
„2022 წლის დასაწყისში მიწოდების პრობლემებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ისიც საეჭვო იყო, შევძლებდით თუ არა გეგმის შესრულებას. თუმცა არსებული შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ - საუკეთესო წელი გვქონდა.
საკმაოდ დიდი წინსვლა გვაქვს ბიზნესის განვითარების კუთხითაც, რაც ბრენდის აუდიტის სტანდარტების შედეგებშიც აისახა. შევძელით და VOLVO-ს მიერ გაწერილი 150 პუნქტი სერვისებისა და გაყიდვების მიმართულებით 100 პროცენტით შევასრულეთ. ეს კი ნიშნავს, რომ ყველა იმ სტანდარტს ვაკმაყოფილებთ, რომლებსაც შვედეთის ცენტრალური ოფისი ითხოვს“.
2022 წელს „ვოლვო ქარ კავკასიამ“ ორი უმნიშვნელოვანესი პროექტი დაიწყო - VRE (Volvo Retail Experience) სტანდარტის შოურუმების მშენებლობა საქართველოსა და აზერბაიჯანში, რომელიც ახალ პარტნიორებთან ერთად განხორციელდება. აღნიშნული შოურუმების პროექტი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდია და მასში შესაბამისი მოცულობის ინვესტიციაცაა ჩადებული. მხოლოდ საქართველოში მისი მოცულობა 15 მილიონი ლარია.
ასევე გასულ წელს კომპანიამ საბოლოო დასტური მიიღო ავტოინდუსტრიისა და „ვოლვოს“ მთავარ ტრენდზე - ელექტრომობილების იმპორტზე. რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წლის მეორე ნახევრიდან რეგიონში უკვე შესაძლებელი იქნება სრულად ელექტრიფიცირებული მოდელების მიწოდება.
გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „XC40 და C40 - ესენია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელები დღეს ბაზარზე, რომლებსაც სრული დამუხტვის შემთხვევაში 440კმ-მდე დაფარვა შეუძლიათ და 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ. აღნიშნული პროექტი ბევრი მიმართულებითაა მოგებიანი და სასარგებლო. რეგიონში საკმაოდ დიდი გადასახადებია შიგაწვის ძრავიან ავტომობილებზე მაშინ, როცა, მაგალითად, უზბეკეთში ელექტრომობილების იმპორტზე აქციზისა და დღგ-ს გადასახადი მთლიანად მოხსნილია. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ბაზარზე ელექტრომობილების შეყვანა ყველაზე მოგებიანი იქნება. ამასთანავე, ტრენდზე გაზრდილია მოთხოვნა საქართველოშიც პრემიუმ სეგმენტში და ზოგადად საავტომობილო სფეროში.
გასულ წელს საკმაოდ დიდი იყო მოთხოვნა დამუხტვად ე.წ plug-in ჰიბრიდ XC90 და XC60 მოდელებზე. ჩვენც ეს ნიშა დავიჭირეთ, რამაც გაამართლა და 2021 წელთან შედარებით დამუხტვადი ჰიბრიდების გაყიდვები 82%-ით გავზარდეთ“.
როდესაც გლობალური ბიზნესის 2022 წლის გამოწვევებზე ვსაუბრობთ, ყველა შემთხვევაში უნდა შევეხოთ ორ მთავარ ფაქტორს - პანდემიის მემკვიდრეობას და რუსეთის ომს უკრაინაში. პანდემიის გამოწვევებს „ვოლვო ქარ კავკასიამ“ ყველაზე თამამი ნაბიჯით უპასუხა. ჯერ კიდევ 2021 წელს კომპანიამ მომხმარებელს პირველი ციფრული მაღაზია შესთავაზა, რაც გასულ წელსაც აქტუალური იყო და მომსახურების სფეროს ერთ-ერთი პრიორიტეტი - პროცესებს მარტივად წარმართვა მნიშვნელოვნად განაპირობა.
გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „ონლაინმაღაზიები რეგიონის ოთხივე ქვეყანაში ფუნქციონირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს ავტომობილის 360 გრადუსით დათვალიერება და შეძენა ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით შეუძლია.
თუმცა ავტომობილის შერჩევისას მნიშვნელოვანია ე.წ touch&feel - ახლა მომხმარებელს დაბრკოლებების გარეშე შეუძლია ჩაეწეროს ტესტდრაივზე და „ვოლვოს“ სასურველი მოდელები გამოცადოს.
დიდი გამოწვევა იყო ომი უკრაინაში და გაზრდილი ლოგისტიკური ვადები. უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარია EMEA-ს რეგიონში. ომის დაწყებისთანავე ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მიწოდების შეფერხება და ფინანსური არასტაბილურობა იყო. ჩვენ მოვახერხეთ ამ გამოწვევების მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში აღმოფხვრა და ალტერნატიულ გზებზე გადასვლა“.
კომპანიაში არსებობის მეოთხე წელს ოპტიმისტურად უყურებენ და შედეგების გაუმჯობესებასაც ვარაუდობენ. ამ პროგნოზის გაკეთების საფუძველს კი გრძელვადიანი სტრატეგია და 2023 წლის სამოქმედო გეგმა იძლევა, რომლის მთავარი მიმართულებები აქტიური მარკეტინგული კამპანიები, პროექტების დიგიტალიზაცია და ელექტრომობილების მომავალია. დიდი გეგმების შესრულებას კი საიმედო პარტნიორი სჭირდება. სწორედ ამიტომ „ვოლვო ქარ კავკასიამ“ მიიღო გადაწყვეტილება ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ბაზარზე - აზერბაიჯანში პარტნიორი კომპანიის შეცვლასთან დაკავშირებით. ახალი პარტნიორისგან - „არალ ავტოსგან“ კი გაყიდვების გაორმაგებას ელოდებიან.
გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „Volvo Cars 2025 წლისთვის ავტომობილების 50%-ს - მხოლოდ ჰიბრიდულს, ხოლო მეორე ნახევარს სრულად ელექტრიფიცირებულს აწარმოებს. 2030 წლისთვის კი მხოლოდ სრულად ელექტრიფიცირებული მოდელების წარმოებაა დაგეგმილი.
2023-იდან ყოველი წელი ახალი, სრულად ელექტრიფიცირებული ვოლვოს წარდგენის წელი იქნება. ჩვენც აქტიურად ვმუშაობთ ამ მიზნის მისაღწევად. სწორედ ამიტომ დამუხტვადი ჰიბრიდებისა და ელექტრომობილების წილი საგრძნობლად გავზარდეთ.
ჩვენი მიზანია, რომ 2023 წელს არ გადავუხვიოთ არსებულ მიმართულებას და მაქსიმალურად ვეცადოთ, შევქმნათ ნამდვილი შვედური გამოცდილება და მომხმარებელს რეგიონის ოთხივე ქვეყანაში მივაწოდოთ მაღალი ხარისხის მომსახურება. გვეყოლება ელექტრომანქანები, იმედი გვაქვს, რომ ლოგისტიკური პრობლემები თავს აღარ იჩენს და გვექნება დამატებით ორი სრულფასოვანი შოურუმი, რაც აუცილებლად გაზრდის მომხმარებლის კმაყოფილებას და, შესაბამისად, გაყიდვებსაც“.
პოლიტიკა
- აუცილებელი იყო "მეგობარი აქტზე" კომენტარის გაკეთება ელემენტარულად იმისთვის, რომ სიჩუმით რაღაც თავის დაკვრა არ გამოგვსვლოდა იმ უსამართლობაზე - გია ვოლსკი
- კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ დაიბარონ პოლიტიკოსები და ისინი არ მივიდნენ, რადგან არალეგიტიმურია კომისია, შემდეგ მიეცეთ საშუალება, დააჯარიმონ, თუ დაიჭირონ - სალომე ზურაბიშვილი
- ასეთი საკადრო ცვლილებები მხოლოდ ჩვენი რესურსების გაძლიერებას იწვევს, 64-ვე მუნიციპალიტეტში აუცილებლად მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს - ირაკლი კობახიძე
- სამარცხვინო, ჩანს ხელისუფლების სრული სასოწარკვეთილება - სალომე ზურაბიშვილი კობახიძის წერილზე
საზოგადოება
- უსაფრთხო ქუჩები ქვეითებისა და ველომომხმარებლებისთვის - „თეგეტა მოტორსი“ გაეროს უსაფრთხოების კვირეულის მხარდამჭერია
- „ქოლგა თბილისი ფოტო“ „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა
- როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
- მოემზადე უსაფრთხო მგზავრობისთვის - „თეგეტა მოტორსი“ გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეულს უერთდება
სამართალი
- გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით, ირაკლი პაპიაშვილს კი 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
- თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სააპელაციო სასამართლომაც უარი უთხრა
- მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს სახეში დაარტყა ხელი, ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია - გრიგოლ ბესელია
მსოფლიო
- ზელენსკი ერდოღანთან მოსალაპარაკებლად ანკარაში ჩავიდა
- მექსიკაში მერობის კანდიდატი, საარჩევნო კამპანიის დროს პირდაპირ ეთერში მოკლეს
- იმედი მაქვს, კრემლი ხვდება, რომ პრეზიდენტ ტრამპთან თამაში არ ღირს - ფინეთის პრეზიდენტი
- ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა, გაჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა, შეფერხებულია ფრენები
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- მოემზადე უსაფრთხო მგზავრობისთვის - „თეგეტა მოტორსის“ მაისის შეთავაზებები
- ერევანში Leasing Expo 2025 „თეგეტას“ პარტნიორი კომპანიის Premium Machinery Armenia-ს გენერალური სპონსორობით გაიმართა
- Service Clinic – „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი პროექტი ბათუმში
- „თეგეტამ“, „გალტ & თაგარტთან“ ექსკლუზიური პარტნიორობით, 10 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს