(R) „პორშე ცენტრი თბილისი“ - პირველი კომპანია საქართველოში, რომლის მომხმარებელიც მისი აქციონერი ხდება
საქართველო, თბილისი - 15:33 | 17.01.2023 ნანახია: 2391
-
„პორშე ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, პრემიუმ კლასის ავტომობილთან ერთად, პორშეს აქციების მფლობელი გახდეს
-
საფონდო ბირჟაზე წარმატებული სტარტის შემდეგ კომპანიის აქციების ფასი მზარდია
„პორშე ცენტრი თბილისი“ პირველი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც გერმანული ბრენდის მოყვარულებს შესაძლებლობას აძლევს, ახალ ავტომობილთან ერთად, პორშეს აქციების მფლობელები გახდნენ. განსაკუთრებულ სტატუსთან ერთად, ეს ნიშნავს, მიიღო ფინანსური სარგებელი, რადგან საფონდო ბირჟაზე წარმატებული სტარტის შემდეგ კომპანიის აქციების ფასი მუდმივად იზრდება.
მომხმარებელს აქვს შანსი, გახდეს საერთაშორისო ბრენდის აქციონერი და გაიზიაროს ის წარმატება, რასაც „პორშემ“ საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი შეთავაზებით (IPO) მიაღწია.
პეტრე წაქაძე, „პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორი: „ჩვენ გვსურდა, კიდევ ერთხელ გამოგვეხატა უდიდესი პატივისცემა ჩვენი მომხმარებლების მიმართ და მიგვეცა უნიკალური საშუალება, გამხდარიყვნენ მსოფლიო ტოპ ბრენდის აქციონერები. ვფიქრობთ, აქციების ფლობა, მათ გაუჩენს მეტ მოტივაციას, უგულშემატკივრონ საყვარელ ბრენდს და მხარი დაუჭირონ „პორშეს“ წინსვლას ავტობიზნესში. ასევე მიიღონ სარგებელიც, რადგან „პორშეს“ წარმატება ამიერიდან მათი წარმატებაც იქნება. ჩვენი ერთგული მომხმარებლები „პორშესა“ და კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობის „პორშე ცენტრი თბილისის“ უნიკალური აქციით ავტომატურად ხდებიან იმ დიდი სიახლეების მონაწილეებიც, რასაც „პორშე“ გლობალურ ავტობაზარს სთავაზობს და მომავალშიც შესთავაზებს. „პორშე“ წინსვლაზე ორიენტირებული გლობალური ბრენდია და მან ეს არაერთხელ დაამტკიცა ათწლეულების განმავლობაში“.

თამარ ხოსროშვილი, „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „პირველები ვართ ქართულ ბაზარზე, ვინც მომხმარებელს კომპანიის აქციების ფლობის საშუალებას აძლევს. ვფიქრობთ, ეს ინიციატივა საინტერესო გამოცდილება იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩვენს ცენტრში ავტომობილს შეიძენენ. ამ შენაძენით კი მსოფლიო საფინანსო ბაზრის მონაწილეებიც გახდებიან და უდიდესი ისტორიის მქონე მანქანათმშენებელი კომპანიის ინვესტორებიც. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია „პორშეს“ წარმატება საერთაშორისო ბაზარზე, სადაც ბრენდის მიმართ დაინტერესება სულ უფრო იზრდება“.
ქართველი მომხმარებლისთვის, ისევე როგორც ათასობით ინვესტორისთვის მთელ მსოფლიოში, „პორშეს“ აქციები მას შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი, რაც კომპანიამ ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე აქციების ნაწილის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო. ეს იყო ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO), რომლის შედეგებმაც ანალიტიკოსთა მოლოდინს გადააჭარბა.
პორშემ ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებით 9.1 მილიარდი დოლარი მოიზიდა, რაც ევროპის საფონდო ბირჟებზე 2011 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ტრანზაქციაა. ფასიანი ქაღალდების ბაზარზე წარმატებულ დებიუტს, უკვე უწოდეს „პორშეს“ ახალი ეპოქის დასაწყისი. საფონდო ბირჟაზე, ჯამში, კომპანიის აქციების 12,5% განთავსდა.
„პორშე ცენტრი თბილისი“ „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















