მრავალმხრივი ნიჭის, პროფესიონალიზმისა და ხელოვნებაში შემოტანილი უნიკალური ატმოსფეროს წყალობით იგი ეპოქის სიმბოლოდ იქცა - ალიევი ბუბა კიკაბიძეზე
საქართველო, თბილისი - 23:38 | 15.01.2023 ნანახია: 396
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ეხმიანება და სამძიმრის წერილს ავრცელებს.
"დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ ქართველი მომღერლის, მსახიობისა და რეჟისორის, ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო.
ვახტანგ კიკაბიძის სახელი სამუდამოდ ამოტვიფრულია საბჭოთა და ქართული კულტურის ისტორიაში. თავისი მრავალმხრივი ნიჭის, პროფესიონალიზმისა და ხელოვნებაში შემოტანილი უნიკალური ატმოსფეროს წყალობით იგი ეპოქის სიმბოლოდ იქცა. ვახტანგ კიკაბიძის მიერ შესრულებული როლები, დაწერილი სიმღერები თაობათა გულებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.
ვახტანგ კიკაბიძე ჩვენი დიდი მეგობარი იყო. მისი შემოქმედება უყვარდა აზერბაიჯანელ ხალხს, ხოლო მის პიროვნებას პატივს სცემდა და აღაფრთოვანებდა. მან ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებაში.
გამოჩენილი ხელოვანისა და გულწრფელი ადამიანის, ვახტანგ კიკაბიძის ძვირფასი ხსოვნა მუდამ იცოცხლებს ჩვენს გულებში.
ვიზიარებ თქვენს ტკივილს, ჩემი და მეჰრიბან ალიევას სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ". - ვკითხულობთ წერილში.
15 იანვარს ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პოლიტიკა
- საქართველოში გვყავს პრორუსული მთავრობა, პრორუსი ლიდერი, რომელიც რუსეთიდან აღებულ პრაქტიკას იყენებს, ცდილობს გაანადგუროს სამოქალაქო საზოგადოება, ზუსტად ისე, როგორც ეს რუსეთში მოხდა - სალომე ზურაბიშვილი
- ყველა ის ადამიანი, რომელსაც ახლა აკავებენ, არის რუსული საოკუპაციო რეჟიმის ტყვე, რეჟიმი ასამართლებს ადამიანთა ყველაზე მშრომელ ნაწილს, რომელზეც დგას ამ ქვეყნის თავისუფლება - ანა წითლიძე
- სახელმწიფო გადატრიალება უცხოეთიდან რომ იყო დაგეგმილი, ხელის გულზე დევს, ადგილობრივმა რადიკალებმა თავიანთ ინსტრუქტორებს შეუქმნეს პირობები, რომ ორგანიზატორებმა აირიდონ პასუხისმგებლობა - შალვა პაპუაშვილი
- ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს - პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ
- ია დარახველიძემ საპატიმრო დატოვა
- სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 13 პირს წარედგინა ბრალი
- გლდანის ციხის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს
მსოფლიო
- შარმ ელ-შეიხში აშშ-ის, ეგვიპტის, კატარისა და თურქეთის ლიდერებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს
- დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინისთვის Tomahawk-ების მიწოდებაზე ისაუბრეს - Axios
- ღაზის სამშვიდობო შეთანხმების პირველი ფაზის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვანი გარღვევაა, ყველაფერს გავაკეთებთ მის განხორციელებლად - კაია კალასი
- სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ხელი მოაწერეს სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას, ყველა მძევალი ძალიან მალე გათავისუფლდება და ისრაელი თავის ჯარებს შეთანხმებულ ხაზზე გაიყვანს - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება