„თეგეტა მოტორსს“ Groupauto International-ის გლობალური ჯილდო ოფიციალურად გადაეცა
საქართველო, თბილისი - 16:48 | 12.01.2023 ნანახია: 588
-
„თეგეტა მოტორსის“ წარმომადგენლებს ჯილდო თბილისში Group Auto International-ის სერვისების განვითარების დირექტორმა გადასცა
-
საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო სერვისცენტრად „თეგეტა მოტორსის“ სატვირთოების ცენტრალური ფილიალი დასახელდა
-
World Class Workshop 2022-ში 70-ზე მეტი ქვეყნის 2 000-ამდე წევრი კომპანია მონაწილეობდა
„თეგეტა მოტორსი“ World Class Workshop 2022-ის გამარჯვებულია. ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო კომპანიამ სატვირთო ავტომობილის საუკეთესო სერვისცენტრისთვის მიიღო. ოფიციალური ჯილდო „თეგეტა მოტორსის“ წარმომადგენლებს Group Auto International-ის სერვისების განვითარების დირექტორმა, რობერტ სტივენსმა გადასცა.
დაჯილდოების ცერემონიას წინ უძღოდა ტური „თეგეტას“ ცენტრალურ სერვისცენტრში. რობერტ სტივენსმა ასევე დაათვალიერა შოურუმები, „თეგეტას“ თანამედროვე ინფრასტრუქტურა და „პორშე ცენტრი თბილისის“ განახლებული შენობა. Group Auto International-ის სერვისების განვითარების დირექტორმა „თეგეტა აკადემიაში“ ავტოსფეროს დიგიტალიზაციის შესახებ ლექციაც ჩაატარა.

რობერტ სტივენსი, Group Auto International-ის სერვისების განვითარების დირექტორი: „ძალიან სასიამოვნოა სტუმრობა „თეგეტაში“, რომლის სერვისცენტრმაც World Class Workshop 2022-ის ჯილდო მოიპოვა. მომეცა შესაძლებლობა, ეს უმაღლესი სტანდარტის მომსახურების ცენტრი თავად დამეთვალიერებინა. ვესტუმრეთ შოურუმებს, სამუშაო ადგილებს, ვნახეთ, როგორია აღჭურვილობა, თანამედროვე დანადგარები. იმ ფაქტმა, რომ 44 სამუშაო სივრცე ერთ ლოკაციაზეა განთავსებული, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩვენს გაერთიანებაში მსოფლიო მასშტაბით, „თეგეტა მოტორსი“ ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელია, რომელსაც სრულყოფილი, მაღალი დონის სერვისი აქვს“.
ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად „თეგეტას“ Groupauto International-ის 2 000-ამდე წევრი კომპანია უწევდა კონკურენციას. ამის მიუხედავად, ქართულმა კომპანიამ საუკეთესოს ტიტულის მოპოვება შეძლო. ჯილდო „თეგეტა მოტორსის“ სატვირთო მიმართულების ცენტრალურ ფილიალს გადაეცა.
არჩილ ძიძიგური, „თეგეტა მოტორსის“ ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ჩვენთვის საამაყოა, რომ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის გამარჯვება სწორედ „თეგეტას“ ერგო. ვფიქრობთ, ეს კიდევ ერთი აღიარებაა ჩვენთვის, რათა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საავტომობილო სფეროს მსოფლიო რუკაზეც ღირსეული ადგილი დავიკავოთ. ეს გამარჯვება, მოტივაციასთან ერთად, პასუხისმგებლობაცაა, რათა შევინარჩუნოთ მაღალი სტანდარტი და ამასთანავე, მომხმარებლისა და ჩვენი პარტნიორების ნდობა“.
დაჯილდოება, სახელწოდებით World Class Workshop 2022, მსოფლიოს უმსხვილესი სადისტრიბუციო ქსელის, Groupauto International-ის ორგანიზებით გაიმართა. კონკურსში საერთაშორისო ქსელში ჩართული 70 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მიმართულებით დასახელდნენ. რეგიონში Groupauto International-ს „გრუპავტო კავკასია“ წარმოადგენს, რომლის წევრიც 2012 წლიდან „თეგეტა ჰოლდინგიცაა“.
თორნიკე ჩახვაშვილი, „Groupauto Caucasus-ის“ დირექტორი: „Groupauto Caucasus-ის მთავარი მიზანია, დანერგოს და განავითაროს თანამედროვე სერვისები რეგიონში, ხელმისაწვდომი გახადოს ავტოინდუსტრიის უახლესი ტექნოლოგიები და ლიცენზირებული პროდუქცია. გვიხარია, რომ ავტოინდუსტრიის ლიდერმა კომპანიამ, „თეგეტამ“, სატვირთოების მიმართულებით ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. მომსახურება, ავტოსერვისი, ბრენდინგი და მარკეტინგი - ამ კრიტერიუმებით გამოავლინეს საუკეთესოები, რომელთა შორის „თეგეტა მოტორსმა“ მსოფლიო წარმატება მოიპოვა“.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ცენტრალურ ფილიალში ჩადებული ინვესტიცია 25 მილიონი დოლარია. ტერიტორია 27 000 კვ.მ ფართობს მოიცავს. საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი „თეგეტას“ მულტიფუნქციური სერვისცენტრი მომხმარებელს 2008 წლიდან ემსახურება და ყველაზე დიდი ცენტრია რეგიონში. კომპანიის მექანიკოსები, რომლებიც წელიწადში ორჯერ გადამზადების სპეციალურ კურსს გადიან, დღის განმავლობაში 100-ამდე სატვირთო ავტომობილის მფლობელს ემსახურებიან. სარემონტო სამუშაოებისათვის აუცილებელი ტექნოლოგიური აღჭურვილობა თანამედროვე ტენდენციების მიხედვით იცვლება და ისინი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული ხელსაწყოებითა და დანადგარებით ახლდება, მათ შორისაა: BOSCH, HOFMANN, TEXA, TOPTUL, OMCN, KOCH, FLEXBIMEC.
„თეგეტა მოტორსის“ ულტრათანამედროვე მოწყობილობა-დანადგარებით აღჭურვილ ფილიალებში მომხმარებლებს კვალიფიციური მექანიკოსები ემსახურებიან. კავკასიის რეგიონის მასშტაბით კომპანიას 31 სერვისცენტრი აქვს, სადაც მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებებით.
--
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- გამაგებინეთ, 26 მაისის აქცია არის თუ არა, ზუსტად რომ იცოდეთ, სამწუხაროდ, 26 მაისს არანაირი კამპანია არ გაქვთ, არანაირი აქტიურობა არ არის - ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას
- ნიკა გვარამია განმარტავს, სად მიდის თანხა, რომელსაც მოსახლეობა გაძვირებული ელექტროენერგიისთვის იხდის
- ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქიდან თავისუფალი მედიის მკვლელები თავს წარმოაჩენენ მედიის ჭირისუფლებად - შალვა პაპუაშვილი
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
საზოგადოება
- „თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
სამართალი
- "რუსთავი -2"-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
- სომხეთი სამხრეთ კავკასიასთან ჩვენი ურთიერთობის მთავარი საყრდენია - კაია კალასი
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















