თბილისიდან ერევანში - „თეგეტამ“ სომხეთის დედაქალაქს MAN-ის ავტობუსები გადასცა
საქართველო, თბილისი - 17:55 | 26.12.2022 ნანახია: 647
-
საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებული ქართული კომპანია ერევანს, იანვრის ბოლომდე, ჯამში, 100-ამდე ავტობუსს გადასცემს
-
MAN-ის ბრენდის ავტობუსებით ავტოპარკის შევსებას სომხეთის დედაქალაქის მთავრობა სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში გეგმავს
-
ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური ტექნიკური დათვალიერება „თეგეტას“ სტანდარტით კომპანიის სერვისცენტრში განხორციელდა
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განვითარებისათვის „თეგეტამ“ ერევანს გერმანული ბრენდის ავტობუსები ოფიციალურად გადასცა. სომხეთის დედაქალაქში MAN-ის სატრანსპორტო საშუალებები ჰოლდინგის ცენტრალური სერვისცენტრიდან გაიგზავნა. კომპანია ერევნის მერიის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებულია. „თეგეტასგან“ სატრანსპორტო საშუალებები ერევნის მერმა და ვიცე-მერმა ჩაიბარეს. დელეგაცია სომხეთის დედაქალაქიდან, ჰრაჩია სარგსიანის ხელმძღვანელობით, თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდა. სტუმრებს „თეგეტას“ სათავო ოფისში უმასპინძლეს.
ირაკლი პაპიაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ ვუმასპინძლეთ დელეგაციას სომხეთიდან. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული ტენდერის ფარგლებში ერევნის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენმა გერმანელმა პარტნიორებმა ერევნისთვის განკუთვნილი MAN Lion’s City 12C ტიპის ავტობუსები დაგეგმილზე ადრე დაამზადეს. შემდეგ შედგა ერევნის მთავრობისა და „თეგეტას“ წარმომადგენლების ვიზიტი პოლონეთში, MAN-ის ერთ-ერთ ქარხანაში. იქ ჩატარდა სატრანსპორტო საშუალებების პირველი ინსპექტირებაც და ავტობუსები თბილისში გამოიგზავნა, სადაც ტექნიკური დათვალიერება კიდევ ერთხელ განხორციელდა. ამის შემდეგ MAN-ის 12-მეტრიანი ტრანსპორტის პირველი ნაწილი ერევანში გავგზავნეთ. მივყვებით განრიგს, რომლის მიხედვითაც ორი ათეული ავტობუსი ყოველკვირეულად ჯერ საქართველოში ჩამოვა. საბოლოოდ კი, ერევნისათვის ტრანსპორტის მიწოდების პროცესი მომავალი წლის იანვრის ბოლოსთვის დასრულდება“.
ერევნის მთავრობის წარმომადგენლებს კავკასიის რეგიონში ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიის ცენტრალურ შენობაში უმასპინძლეს. სტუმრებმა განახლებული შოურუმი, MAN-ის მიერ ავტორიზებული სერვისცენტრი და გერმანული პრემიუმ ბრენდის Porsche-ს ახალი კონცეპტუალური შოურუმი დაათვალიერეს.
ჰრაჩია სარგსიანი, ერევნის მერი: ,, 2021 წელს, როდესაც ტენდერი გამოვაცხადეთ, ,,თეგეტამ“ შემოგვთავაზა ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, - ხარისხიანი ავტობუსები მისაღებ ფასად. კომპანიამ გათვალისწინებულზე ექვსი თვით ადრე მოგვაწოდა ავტობუსები, რაც ძალიან სასიამოვნოა. ჩვენ შორის ძალიან წარმატებული თანამშრომლობა შედგა. იმედი გვაქვს, ეს პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“.
2022 წლის ბოლომდე, საქართველოდან ერევანში, უახლესი, ევროპული სტანდარტის 60-მდე ავტობუსი ჩავა. პირველი ერთეულები კი სომხეთში ნინოწმინდა-ბავრას გამშვები პუნქტის გავლით ერევნის ვიცე-მერმა, ტიგრან ავინიანმა გადაიყვანა.
ტიგრან ავინიანი, ერევნის ვიცე-მერი: ,,MAN-ის ავტობუსები, რომელიც ჩვენმა პარტნიორმა, ,,თეგეტამ“ მოგვაწოდა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს სატრანსპორტო საშუალებები გერმანული ბრენდის, ფაქტობრივად, უახლესი მოდელებია. მოხარულები ვართ, რომ მოქალაქეებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების აბსოლუტურად ახალ სტანდარტს შევთავაზებთ, რაც ქალაქის სატრანსპორტო რეფორმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეს თანამშრომლობა ,,თეგეტასა“ და ერევნის მუნიციპალიტეტის პარტნიორობის დიდი დასაწყისი იქნება“.
სომხეთის დედაქალაქს ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა, კომპრესირებული ბუნებრივი აირის ძრავაზე (CNG) მომუშავე 100-ამდე ახალი ავტობუსი შეემატება. სხვა მოდელებთან შედარებით, აღნიშნული ავტობუსები გაცილებით უსაფრთხოა გარემოსთვის და ხელს უწყობს CO2-ის ემისიის შემცირებას.
MAN Lion’s City 12C ტიპის ავტობუსები 94 მგზავრზეა გათვლილი, არის თანამედროვე დიზაინის, უსაფრთხო, სრულად ადაპტირებული და კომფორტული შშმ პირებისათვის.
სატენდერო ვალდებულების ნაწილია ავტობუსების ექსპლუატაციის შემდგომი სერვისის მიწოდება. „თეგეტა“, რომელიც საქართველოში MAN-ის ოფიციალური იმპორტიორია, ყველა შესაბამის მომსახურებას გერმანული ბრენდის სტანდარტით განახორციელებს, რაც ავტობუსების გამართულ ოპერირებას განაპირობებს.
სატრანსპორტო საშუალებების მიწოდებასთან ერთად, „თეგეტა“ ავტობუსების მძღოლებისა და სერვისის თანამშრომლების გადამზადებასაც უზრუნველყოფს. პროცესი მულტიფუნქციური ტრენინგცენტრის, „თეგეტა აკადემიის“ ბაზაზე წარიმართება, რომელიც რეგიონში ამ მხრივ ფლაგმანია. ასევე აღსანიშნავია, რომ იანვარში კვალიფიკაციის ასამაღლებლად ერევნიდან ოცი ტექნიკოსი მიუნხენში გაემგზავრება.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებული, „თეგეტა“, ერევნის მუნიციპალიტეტმა 2022 წლის აპრილში გამოავლინა. „თეგეტა ჰოლდინგი“ სატვირთო, კომერციული ტრანსპორტისა და ავტობუსების მწარმოებელი გერმანული ავტოგიგანტის MAN-ის ოფიციალური წარმომადგენელია. კომპანიას, რომლის პორტფელშიც 30-ზე მეტი შვილობილი კომპანიაა, უკვე აქვს მსგავსი პროექტის განხორციელების გამოცდილება. „თეგეტა“ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების გამარჯვებულია. 2016 წლიდან კომპანიამ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტს თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები, MAN-ისა და სხვა ევროპული ბრენდების 500-ამდე ავტობუსი მიაწოდა.
***
„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორის, Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 2500-ამდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















