(R)შეცვალე ანტიფრიზი, ნუ გაეხვევი უსიამოვნო თავგადასავლებში - „თეგეტა მოტორსის“ კამპანია გრძელდება
საქართველო, თბილისი - 18:41 | 19.12.2022 ნანახია: 551
ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ყოველი მომდევნო დღე უფრო გვაახლოებს ახალი წლის ჯადოსნური დღესასწაულის დადგომასთან. ყველა ჩვენგანი თავისებურად ემზადება წლის ამ განსაკუთრებული პერიოდისთვის. განსხვავდება ადამიანების სურვილები და ტრადიციები, თუმცა უსაფრთხოება და დაუგეგმავი თავგადასავლების თავიდან არიდება ყველა ჩვენგანისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი უნდა იყოს.
ვიდეოს გმირის მსგავს სიტუაციაში აღმოჩენას, დამეთანხმებით, ალბათ არავინ ისურვებდა, განსაკუთრებით თუ ახალი წლის აღსანიშნავად მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან მიემართებით. იმისათვის, რომ ავტომობილის გაუმართაობამ სადღესასწაულო განწყობა არ გაგიფუჭოთ, საჭიროა, დროულად შეამოწმეთ სხვადასხვა დეტალი და დარწმუნდით მის საიმედოობაში.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ავტომობილში ანტიფრიზის რესურსის შემოწმებაა. უსიამოვნო თავგადასავლების თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია, შევამოწმოთ ანტიფრიზი გაგრილების სისტემაში და საჭიროების შემთხვევაში შევცვალოთ. ხარისხიანი და სწორად შერჩეული ანტიფრიზის დამსახურებით გაცხელებული ძრავა გრილდება, გაგრილების სითხე უძლებს ყინვას, ავტომობილის სალონში კი უზრუნველყოფს გათბობის სისტემის მუშაობას.
რატომ არის მნიშვნელოვანი ანტიფრიზის დროული შეცვლა და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი შემოწმებისას? - ამის შესახებ „თეგეტა მოტორსის“ საცხებ-საპოხი მასალების ბრენდ მენეჯერი, გიორგი გიორგაძე საუბრობს.

რა არის ანტიფრიზის მთავარი დანიშნულება?
ანტიფრიზის დანიშნულება პირდაპირ გამომდინარეობს მისი სახელიდან. ის არის სითხე, რომელიც ძალიან დაბალ ტემპერატურაზე იყინება. თანამედროვე ანტიფრიზები -40 C°-იდან -60 C°-ამდე ტემპერატურას უძლებს. ზამთარში ძრავის გაგრილების სისტემაში ანტიფრიზის ნაცვლად სხვა არაყინვაგამძლე სითხის ჩასხმა ძრავის სერიოზულ დაზიანებას გამოიწვევს. ანტიფრიზის შემადგენლობის 90% არის ეთილენგლიკოლი და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ გაგრილების სისტემაში წყლის გაყინვის ტემპერატურა მცირდება, დუღილის ტემპერატურა კი იზრდება.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ანტიფრიზის შერჩევისას?
მძღოლების უმეტესობა ანტიფრიზის შერჩევისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მის ფერს. რეალურად ანტიფრიზი შეიძლება ნებისმიერი ფერის იყოს. მწარმოებლები გარკვეული დანამატების მეშვეობით აძლევენ ფერს იმისათვის, რომ მძღოლმა შეძლოს მისი გარჩევა სხვა სითხეებისგან. სპეციფიკური შეფერილობის დამსახურებით, გაჟონვის შემთხვევაში, მარტივად შეიძლება მისი იდენტიფიცირება. ანტიფრიზის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ის დაშვება, რაც ავტომობილს აქვს მწარმოებლისგან და არა მისი ფერი. თუკი არ იცით, რა დაშვება აქვს თქვენს ავტომობილს, ინფორმაცია უნდა მიიღოთ ამ საქმეში გამოცდილი ადამიანისგან.
გარდა ყინვაგამძლეობისა, კიდევ რა თვისება და დანიშნულება აქვს ანტიფრიზს?
გარდა იმისა, რომ ზამთარში გაგრილების სისტემაში წყალი არ გაიყინოს და ძრავა ან რადიატორი ყინვისგან არ დაგვიზიანდეს, ანტიფრიზი თავისი თვისებებით იცავს გაგრილების სისტემას კოროზიისაგან. გაგრილების სითხე მოძრაობს წრიულად - რადიატორიდან ძრავაში და პირიქით. რადგან ამ ცირკულაციის დროს ანტიფრიზი ეხება ბევრ მეტალის დეტალს, აუცილებელია მათი შეპოხვა, რათა არ წარმოიქმნას კოროზია. ძრავის გაგრილების სისტემაში კოროზიის წარმოქმნა კი აუცილებლად გამოიწვევს მის მოულოდნელ დაზიანებას და იზრდება არასასიამოვნო თავგადასავლების ალბათობა.
ანტიფრიზის შეცვლისას რატომ არის აუცილებელი მისი წყალში გაზავება?
გაუზავებელი ანტიფრიზი -13 C° გრადუსზე იყინება. ანტიფრიზის კონცენტრატის გამოხდილ წყალში გაზავებისას კი -65 C°-ის გაძლებაც კი შეუძლია. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ გამოხდილი წყალი. დაუშვებელია ანტიფრიზის გაზავება ჩვეულებრივ წყალში, რადგან წყალში არსებული მინერალები რეაქციაში შედის გაგრილების სისტემის მეტალებთან და იწვევს კოროზიას. ასევე გაუზავებელი ანტიფრიზის ცირკულაცია ძალიან რთული იქნება მისი სიბლანტის გამო. შესაბამისად, ის დაკისრებულ მოვალეობას სრულფასოვნად ვერ შეასრულებს. მეტიც, შეიძლება დააზიანოს ძრავა და გაგრილების სისტემა.
რა სიხშირით უნდა გამოვცვალოთ ანტიფრიზი?
ანტიფრიზის გამოცვლის სიხშირე ყველა ავტომობილისთვის ინდივიდუალურია. აუცილებელია, რომ, სეზონის ცვლილებასთან ერთად, შევამოწმოთ ანტიფრიზი და საჭიროების შემთხვევაში განვაახლოთ. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რამდენ გრადუს ყინვას გაუძლებს ჩვენი ანტიფრიზი. როგორც ნებისმიერ სითხეს, ანტიფრიზსაც აქვს რესურსი. რაც უფრო დიდია ანტიფრიზის ექსპლუატაციის დრო, მით უფრო მეტია ალბათობა, რომ ყინვამ ან კოროზიამ ავტომობილის ძრავის გაგრილების სისტემა დააზიანოს.
--
ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- გამაგებინეთ, 26 მაისის აქცია არის თუ არა, ზუსტად რომ იცოდეთ, სამწუხაროდ, 26 მაისს არანაირი კამპანია არ გაქვთ, არანაირი აქტიურობა არ არის - ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას
- ნიკა გვარამია განმარტავს, სად მიდის თანხა, რომელსაც მოსახლეობა გაძვირებული ელექტროენერგიისთვის იხდის
- ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქიდან თავისუფალი მედიის მკვლელები თავს წარმოაჩენენ მედიის ჭირისუფლებად - შალვა პაპუაშვილი
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
საზოგადოება
- „თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
სამართალი
- "რუსთავი -2"-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
- სომხეთი სამხრეთ კავკასიასთან ჩვენი ურთიერთობის მთავარი საყრდენია - კაია კალასი
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















