„გამოფინეთ შიშველი მკერდი“ - ანუ როგორ გავხდეთ ცნობადი ერთ კვირაში?
საქართველო, თბილისი - 10:30 | 01.03.2016 ნანახია: 2853
როგორ შეიძლება, რომ ერთი კვირის განმავლობაში გახდეთ ცნობილი, ბლოგერი გურამ შეროზია მორიგ ბლოგ-პოსტს აქვეყნებს.
1. წადით მონასტერში, მონასტრიდან კი პირდაპირი რეისით ცირკისკენ გამოემართეთ, ან გზაში, რამდენიმე ტიტლიკანა ფოტო გამოდეთ. თუ მონასტრამდე გეზარებათ, სტიქაროსანი ან უბრალოდ მეტისმეტად მორწმუნეს იმიჯი მოირგეთ.
2. თუ გოგონა ხართ – გამოფინეთ საჯაროდ შიშველი მკერდი, ან კამერის წინ გაიხადეთ, თუ ბიჭი – შიშველ საჯდომს გადაუღეთ ფოტო და დაბუსტეთ ფეისბუქზე. მალევე მიგიწვევთ ბატონი ჯაჯანიძე, სადაც აწ უკვე „პატივცემული“, ყოფილი მეძავები გამოგლანძღავენ, ხალხი თქვენც მხარეს დაიჭერს, თუმცა გარეთ გამოსულს, მაინც დაგილურჯებთ მარჯვენა თვალს ვინმე, უსექსო ქართველი ვაჟკაცი. ჰო და, მერე წაბრძანდებით პროფილში, სადაც მაიასთან ერთად იტირებთ და მოყვებით: გეტკინათ, თუ გეწყინათ და ეგაა.
3. დაწერეთ ლექსი, რამე „ფიქრები-ერთად ვიქნებით“ ჟანრში, მერე ჩაწერეთ აგრესიული მანერით კამერის სელფი მოუდით, ბუჩქის, ან “სწენკის” ფონზე… აქ აუცილებელია „ლასი“ გქონდეთ რბილი, ცოტა იქინე-აქანე და რაც მთავარია – უნდა ყვიროდეთ წაკითხვისას. აი წარმოდგინეთ, რომ ვინმეს აგინებთ, უბრალოდ სიტყვები იქნება სიყვარულზე. გახდებით ინტერნეტ ვარსკვლავები და ამჯერად ნანუკას შოუში მოხვდებით, მერე ტაშს დაგიკრავენ, თქვენც თანამედროვე გალაკტიონად იგრძნობთ თავს, ხოლო ნაკლებად განათლებული, მაგრამ მეტისმეტად „დანამული“ პატარა გოგო-ბიჭები სახის ხოკვა-პორჭყვნით დაგაშეარებენ, მეტი რა გინდათ.
4. მამრებმა მიეცით ინტერვიუ, რომ ქალი არასდროს გაგიბედავთ მოკლე კაბის ჩაცმას, მტვერიც სულ გადაწმენდილი ექნება, თორემ სახის ძვლებს გადაუწმენდთ, საყვარელ ფრაზად „ნასკი გამხადე ქალო“ დაასახელეთ. გოგონებმა, ბარბის გამომეტყველებით – მონური მორჩილება აღუთქვით პოტენციურ ქმრებს. მერე წავა გაზიარებები, ცოტას ან ცოტაზე მეტს გაგინებენ, მაგრამ ვარსკვლავობის „ლეველი“ ხომ იქნება მოწოდების სიმაღლეზე.
5. დაწექით ნახევარ თბილისთან და მოულოდნელად შეიცვალეთ, ჩადრი ჩამოიფარეთ სახეზე, თავზე შარავანდედი გამოისახეთ და მორალი წაუკითხეთ სხვებს, თუ არგუმენტაცია შემოგაკლდებათ (ინტელექტიც კაი საქონელია) – ბიბლიიდან წაუკითხეთ მცნებები.
6. „გახდით“ ტრანსგენდერი, მერე მოულოდნელად ჩაიცვით ჩოხა და დაგმეთ ლგბტ თემი, შიგადაშიგ სამებაშიც დაჩექინდით, ესეც რომ მობეზრდება ხალხს განსახილველად, მერე დაჰკარით ფეხი და გათხოვდით. სახელებიც რამდენიმე გქონდეთ, კარგად მუშაობს, ხან ავთანდილი იქნებით, ხან ციცო, ხან ისევ ავთანდილი და ასე.
7. სხეულზე ჯვრები დაიხატეთ, მერე ცოტა იფართხალეთ და განაცხადეთ, რომ ეს ყველაფერი გამოგესახათ, რომ უფლის რჩეული ხართ და მოწიწება მოითხოვეთ, ერის ნაწილს ამითაც დააბოლებთ.
8. დაიჭირეთ ბიბლია და აკრიტიკეთ მცნებები, პატრიარსაც თუ აგინებთ – პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებთ – საავტორო უფლებების წართმევისთვის ვინმე თეა და თინა გიჩივლებენ, თუმცა რაკი არ ექნებათ დაპატენტებული, სასამართლო თქვენს სასარგებლოდ გამოიტანს განაჩენს.
9. გახდით სასულიერო პირი, იარეთ ფიტნესში ანაფორით, დალიეთ, გაერთეთ, საჯაროდ „აყარეთ ნაშობა“, ან პირიქით – გლამურს მიაწექით, გააკეთეთ ღრმად „თანამედროვე“ განცხადებები, დადეთ დღეში 800 სელფი, ანაფორა ექსკლუზიურად ვერსაჩეს შეუკვეთეთ…
10. მოყევით, როგორ გიზიდავთ ორალური სექსი, აღწერეთ დეტალებში თქვენი გამოცდილება, თემატურ ფოტოსაც თუ დადებთ „თლა უკეთესი“ – ერის გამხრწნელად მოგიაზრებენ, შეგიძულებენ, მაგრამ თქვენ ამით სიამოვნებას მიიღებთ მხოლოდ.
11. თქვით რამე სისულელე, მაგ: დაინახეთ, როგორ ჰქონდათ სექსი თვითმფრინავში, რომელმაც თბილისის საჰაერო სივრცე გადაკვეთა, მივარდით აეროპორტში და მოითხოვეთ შეეწყვიტათ, პარალელურად შვილს ყურებზე ხელი ააფარეთ, თქვენი გინება რომ ვერ გაეგო. მერე მძიმე კაცი მიგიწვევთ, იქაც უაღრესი გაუნათლებლობა გამოავლინეთ, განაცხადეთ, რომ როგორც კანტი და ჰეგელი იტყოდნენ, ადამიანი ჰიპოპოტამისგან წარმოიშვა. ამავე გადაცემაში შეგიძლიათ გაგვანდოთ, როგორ გიყვართ მოშარდვა სამშობლოზე მეტად და ამჯერად უკვე ერის პატრიოტი ნაწილი გათრევთ.
12. ვინმე ცნობად ადამიანს „დაუსაყვარელდით“, ოჯახი დაუნგრიეთ, ან ნუ დაუნგრევთ, მთავარია, ბოლოს ეს მემუარებში აღწეროთ. პარალელურად, დანა-ჩანგალს თუ ვერ იშოვნით, შეგიძლიათ ვინმეს ჩამჩა ჩასცხოთ თავში და შედეგიც სახეზე იქნება.
და ბოლოს, ამ ხალხის არსებობაზე მეტად მაოცებს იმ ხალხის არსებობა, ვინც ამათ პოპულარიზაციას უწყობს ხელს და მეტისმეტად მეუხერხულება ის ფაქტი, რომ აი ასე მარტივად მანიპულირებადი ერი ვართ. თუმცა, შედეგი სახეზეა, ეს მეთოდები დღემდე ამართლებს და შესაბამისად, მათ სულ უფრო მეტი “ცნობადობას” მოწყურებული პოტენციური “ვარსკვლავი” მიმართავს.
პ.ს. ყველა პუნქტში ტრაგედიას ვერ ვხედავ, ზოგი მათგანი მისაღებია, ზოგადი ფონია უბრალოდ შემაშფოთებელი.
რაც შეეხება რჩევებს – მშვიდობაში მოიხმარეთ :)
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















