კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 21:35 | 27.06.2022
ნანახია: 427

კრემენჩუკში, სავაჭრო ცენტრზე რუსეთის სარაკეტო თავასხმის შედეგად დაღუპუთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ პოლტავის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დმიტრო ლუნინმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით დაჭრილია 40-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის 21 კლინიკაშია გადაყვანილი. მათგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა.

ოკუპანტებმა კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრს რაკეტები  რუსეთის კურსკის ოლქიდან ესროლეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის დროს სავაჭრო ცენტრში 1 000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე