გარემოზე ზრუნვა მარტივია - "პოლივიმი" Tegeta.care-ზე
საქართველო, თბილისი - 17:42 | 14.06.2022 ნანახია: 705
ნარჩენების მართვა 21-ე საუკუნის გლობალური გამოწვევაა. მავნე ნარჩენების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება საქართველოშიც. გარემო ბინძურდება და უარყოფით გავლენას ახდენს ეკოსისტემაზე. "პოლივიმი" სწორედ ჯანსაღი გარემოსა და უსაფრთხო მომავლის შექმნაზე ზრუნავს. კომპანია მეორად პოლიმერებს, ანუ პლასტმასის ნარჩენებს ამუშავებს და ამ გზით ღირებულ ნედლეულს ქმნის, რომელსაც სხვადასხვა ბიზნესი საკუთარი საქმიანობისთვის იყენებს.
ბექა ფონჯავიძე "პოლივიმის" კომერციული მენეჯერი: "რასაც პლასტმასის ბოთლების გადამუშავებით ვიღებთ, ამას ფანტელებს ვეძახით. ეს არის დაქუცმაცებული, დახარისხებული ფანტელები. ჩვენი მომხმარებლები ავეჯის, ტექსტილის, შესაფუთი მასალების მწარმოებლები არიან. საქართველოს ბაზარზე მათი წილი მაქსიმუმ 10 პროცენტია, დანარჩენი მთლიანად ექსპორტზე ორიენტირებული კომპანია ვართ. ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციით, made in Georgia-ს სახელით შევაღწიეთ. ნარჩენების მართვა ჩვენთან აქამდე ძალიან ქაოსური იყო - იკარგება, იმარხება, ბუნებაში იფანტება. ამ ყველაფერს ჩვენ ღირებულ პროდუქციად გადავაქცევთ. ეს ბიზნესივითაა და თანაც ეკონომიკური სარგებელი მოაქვს, ასევე გარემოზე მავნე ზემოქმედებას ამცირებს. რაც უფრო გაიზრდება ჩვენი მასშტაბი, მით უფრო შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება".
სწორედ გარემოზე ზრუნვის მიზნით გაერთიანდნენ "პოლივიმი" და "თეგეტა ჰოლდინგი". მასშტაბების გაზრდისა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით "პოლივიმი" "თეგეტას" ზრუნვის პლატფორმაზე დაემატა. კომპანიის სათავო ოფისსა და ფილიალებში კი "პოლივიმის" 10 ყუთი განთავსდა.
ქეთევან მაისურაძე, "პოლივიმის" მარკეტინგის მენეჯერი: "თეგეტა" და "პოლივიმი" "მწვანე რევოლუციის" კამპანიის ფარგლებში დამეგობრდნენ. "თეგეტა" ჩაერთო გარემოსდაცვითი მიმართულებით გადამუშავებისა და სეპარირების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში. ზრუნვის პლატფორმაზე კომპანიის შესახებ ინფორმაციის განთავსებით მოვახერხებთ იმ მესიჯის მიწოდებას საზოგადოებისთვის, რომლის გარშემოც ვერთიანდებით და რისთვისაც ვიბრძვით. "თეგეტასა" და, ზოგადად, დიდი ორგანიზაციების ჩართულობა გვაძლევს საშუალებას, უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა და გადამუშავების მნიშვნელობა დავანახვოთ".

ნათიკა ბერძული, "თეგეტა ჰოლდინგის" სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: "თეგეტა ჰოლდინგის" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გარემოზე ზრუნვა და მასზე ზემოქმედების შემცირებაა. შესაბამისად, ჩვენს ზრუნვის პლატფორმაზე, Tegeta.care, ახალი პარტნიორის გაჩენა, ვისი საქმიანობაც გარემოს დაცვას ემსახურება, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამის გარდა, სიამოვნებით დავთანხმდით მათ შემოთავაზებას, შეგვეგროვებინა პლასტმასის ნარჩენები ჩვენს სათავო ოფისსა და ფილიალებში. ეს პროცესი ერთჯერადი არ იქნება და ვფიქრობთ, რომ სწორედ ასეთი აქტივობებით შევიტანთ ჩვენს წვლილს გარემოზე ზემოქმედების შემცირებაში".
"თეგეტა ჰოლდინგის" ფილიალებში "პოლივიმის" ყუთების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. გარემოზე ზრუნვის ნებისმიერ მსურველს კი ნარჩენების შესაგროვებლად "პოლივიმის" სათავო ოფისში ელოდებიან.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















